მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
საიტის ფორუმი
ქალი და მამაკაცი (5)
ჯანმრთელობა და სილამაზე (0)
ფსიქოლოგია (1)
სტილი (1)
კულინარია (1)
ჰობი (1)
უკატეგორიო (8)
 
ცნობილ ადამიანთა ბრძნული გამონათკვამები
12
(პოსტი)

იოჰან ვოლფანგ გოეთე (უდიდესი გერმანელი პოეტ

  • ჯერ არც ერთი ცოდვა არ შემხვედრია იმისთანა, რომ შესაფერ გარემოებაში მეც არ ჩავიდინო.

  • ძლიერია კანონი, ხოლო გაჭირვება კანონზე უძლიერესია.

  • სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.

  • ვინც ეძებს ჭეშმარიტებას - ჭკვიანია, ვისაც ჰგონია უკვე ვიპოვეო - სულელია.

  • სულელები და ჭკვიანები ერთნაირად უვნებელნი არიან. ძნელად ასატანელნი არიან მხოლოდ ნახევრად სულელნი და ნახევრად ჭკვიანნი.

  • გონება სასტიკია, გული სჯობია გონებას.

  • ვინც პირველ ღილს ცუდად შეიკრავს, იმას მთელი შესაკვრელი ღილები აერევ-დაერევა.

  • თუ ადამიანმა გონებით კარგად შეიგრძნო თავისი ნაკლნი, იგი უნაკლო ადამიანთ ძალიან დაახლოვებია.

შოპენჰაუერი

  • მონათესავე სულნი შორიდანვე სცნობენ ერთმანეთს.

  • ყოველი ბავშვი მცირეოდნად მაინც გენიოსია, ყოველი გენიოსი მცირეოდნად მაინც ბავშვია.

 
shav legi
(2011-03-10 01:15:59)

ბუასტი. (ფრანგი ლექსიკოგრაფი)

  • ყოველი სურვილი და ნატვრა ადამიანისა ერთად რომ ახდეს, ეს დედამიწა ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა.

  • ზოგი საგანია იმისთანა, რომელიც თუ არ დაინახე, არ ირწმენ. ზოგი კიდევ იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე ვერ დაინახავ.

  • ღონე დედაკაცისა - მისი უღონობაა.

  • სიცილი ჭკუის მხიარულებაა, გულის მხიარულება კი ღიმილია.

  • სიყვარული არც მაშინ გეკითხება, როცა მოდის და არც მაშჳნ, როცა მიდის.

  • სიმართლეს ცოტა მუშტარი ჰყავს.

  • ვისაც განუწყვეტელი სურვილი აქვს, იგი სიცოცხლეს ლოდინში ატარებს და ვისაც აღარა აქვს სურვილი, იგი სიკვდილს ელის.

  • ნურვის ნუ გასწირავთ თკვენი ბედნიერებისათვის, სხვისი უბედურებით კაცი ვერ იბედნიერებს.

  • მშობლები, რომლებიც ანებივრებენ შვილებს, უბედურებისათვის ამზადებენ.

  • შთამომავლობა პირუთვნელი განმკითხავია.

  • ბუნებამ გარჯა საჭიროდ გაგვიხადა, საზოგადოებამ მოვალეობად და ჩვეულებამ სიამოვნებად.

  • იგი ჭკვიანი არ არის, ვინც არ იცის თავს როგორ უშველოს.

  • მოუთმენლობა და შეუწყნარებლობა სისუსტეა ჭკუისა.

TATIA TATIA
(2011-03-10 00:56:04)

ფრანსუა ვოლტერი (ფრანგი მწერალი)

  • სიცრუე დიდი ბიწიერებაა მხოლოდ მაშინ, როცა ბოროტს მოახდენს, ხოლო როცა კეთილს იქმს, მაშინ იგი დიდი სათნოებაა.

  • გაჭირვება ყველა მეცნიერებაზე მეტსა იკმს.

  • მწუხარებისა და უბედურების ატანა ჭეშმარიტი ვაჟკაცობაა.

1 2  
ახალი თემის შესაქმნელად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO