![](imggen.php?filename=product/146_recette-gateau-chocolat.jpg&width=300&height=300) შოკოლადის ნამცხვრის უამრავი რეცეპტი არსებობს. პერლა გთავაზობთ ერთ-ერთს, რომელიც გამოცდილია და ძალიან გემრიელიც გამოდის.
მასალა: 3 კვერცხი 150 გ. კარაქი 150 გ. შაქარი 250 გ. შავი შოკოლადი (კულინარიული და არა ე.წ. ,,პლიტკა,,) 200 გ. ფქვილი
![alt](../uploads/images/sxvadasxva/gateau-au-chocolat-ingredients_ensemble.jpg)
მომზადების წესი:
3 კვერცხის გული, 150 გ. დარბილებული კარაქი და 150 გ შაქარი აურიეთ ერთმანეთს. ურიეთ მანამ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ ფქვილი და ისევ აურიეთ.
ცალკე, 3 კვერცხის ცილა ათქვიფეთ ისე, რომ ღრუბელივით გახდეს. ნელ-ნელა შეურიეთ გამდნარი შოკოლადი.
ორივე მასა ერთმანეთში შეურიეთ და ჩაასხით ნამცხვრის ტაფაში.
შოკოლადის ნამცხვარი ძალიან მალე, 10-15 წუთში ცხვება 210 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.
გემრიელად მიირთვით
![alt](../uploads/images/sxvadasxva/gateau_au_chocolat_et_amandes.jpg) ![alt](../uploads/images/sxvadasxva/gateau_choco_noix1288025760.jpg)
|