მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ივლისი    » «    2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ზედმეტი წონა ტრაგედია არ არის!

 პუტკუნა გოგონები უფრო მოსწონთ მამაკაცებს, თუ გამხდრები? ეს ის კითხვაა, რომელიც მუდამ ჩნდება ქალის თავში. განსაკუთრებით თუ გოგონა ან ძალიან გამხდარია, ან ზედმეტი წონა აქვს და იმის გამორკვევაშია, ასეთიც მოეწონება სხვას თუ არა.
ეს კითხვა ისეთივეა, ქერა ქალი უფრო ლამაზია, შავგვრემანი თუ წითური? აქაც პასუხი იგივეა: ,,კაცია და გუნება,,

მართლაც, ზოგიერთ მამაკაცს პუტკუნა გოგონები მოსწონს, ზოგს ძალიან გამხდრები, ზოგსაც მსუქნები. ისევე როგორც ქალებს, ჩვენც ხომ სხვადასხვანაირი გემოვნება გვაქვს და თუ ვიღაცას მაღალი და დაკუნთული მამაკაცი მოსწონს, სხვას ბატი-ბუტებივით კუნთები ნერვებს უშლის.

დადგენილია, რომ ქალები, რომლებსაც ცოტა ზედმეტი წონა აქვთ, უფრო მხიარულები არიან და ცხოვრება გამხდრებზე მეტად უყვართ. სამაგიეროდ, ძალიან მსუქან ქალებს, ადრეულ ასაკში ეწყებათ ჯანმრთელობის პრობლემები. განსაკუთრებით ხშირია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
ზედმეტი მართლაც რომ არაფერი ვარგა. მათ შორის წონაც. თუმცა რამდენიმე ზედმეტი ან ნაკლები კილოგრამისგან დრამის შექმნა არ ღირს.

ფსიქოლოგების აზრით, თუ ქალი თავის სხეულს თვითონ ეგუება და არ იტანჯავს თავს იმაზე ფიქრით, რომ მახინჯია, მამაკაცებსაც უფრო მოსწონთ ის. როდესაც ქალს არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს, ეს მის გამომეტყველებაზედაც აისახება. ხდება დარდიანი და შეწუხებული სახით დადის. მალავს სხეულს და ყოველთვის არაქალურად აცვია. რა თქმა უნდა, ასეთი ქალი კაცს ძნელად მოაწონებს თავს. სამაგიეროდ, პუტკუნები, რომლებმაც იციან, რომ მიუხედავად ზედმეტი წონისა, მაინც სასურველები არიან, მხიარულადაც გამოიყურებიან და თავს არ იტანჯავენ სიმახინჯეზე ფიქრით.

ბოლო დროს, მოდელებისა და ცნობილი სახეების მიბაძვით, მოზარდმა გოგონები ცდილობენ მათსავით ფორმები ჰქონდეთ და თავს დიეტებით იტანჯავენ. ეს ხშირად არასასიამოვნო შედეგებითაც სრულდება ხოლმე.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ მოდელებისთვის წონის კონტროლი პროფესიაა და ეს არ ნიშნავს, რომ მათზე უფრო დიდ წონიანი ქალი მახინჯია.

alt

გთავაზობთ მამაკაცების აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით. ნახავთ, რომ არ არსებობს დოგმა და ჩარჩო.

,,ზოგჯერ გამხდარი გოგო მშვენივრად გამოიყურება ჩაცმული, მაგრამ შიშველი უკვე იმედგაცრუებას იწვევს ხოლმე,,

,,მე პირადად თხელი გოგონები მომწონს. ყველაფერი უხდებათ და უფრო სექსუალურები არიან,,

,,გოგონებო, დაანებეთ თავის იმის გარკვევას როგორი გოგონები უფრო მოსწონთ მამაკაცებს. მე თქვენ ყველას ვერ გხედავთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ყველა თქვენგანში არის რაღაც მშვენიერი,,

,,ძალიან გამხდარი და ძალიან მსუქანი ქალი მიუღებელია. თუ ქალს მკვირი სხეული აქვს, ზედმეტი წონა უხდება კიდეც. ქონიანი და მოდუნებული სხეული აუტანელია,,

,,არ არსებობს უშნო ქალი, არსებობს მხოლოდ ცოტა სასმელი,,

,,ძალიან გამხდარ ქალებს რომ ვუყურებ, სიბრალულის გრძნობა უფრო მიჩნდება, ვიდრე იმის, რომ ჩემი გახდეს,,

,,ქალი თხელი უნდა იყოს, აქ ორი აზრი არ არსებობს,,

,,მრგვალი ფორმები ბევრად უფრო ამაღელვებელია ვიდრე ძვლების ხუხულა. მე პირადად ვგიჟდები ქალებზე, რომლებსაც მრგვალი ფორმები, მაგრამ დახვეწილი ფეხები აქვთ,,

,,ზოგჯერ სულ ვერ ვამჩნევ რომ გოგოს ზედმეტი წონა აქვს, მაგრამ თვითონ იმდენს იწუწუნებენ ხოლმე, ვიდრე მართლა არ დავაკვირდები ყველა ნაკლს. არაფერია იმაზე საშინელი, როცა ქალი საწოლში ზედმეტ წონაზე წუწუნებს და გიმტკიცებს, რომ მახინჯია!,,

alt

საბოლოო ჯამში, არც ზედმეტი წონაა ტრაგედია და არც სიგამხდრე. თუ ეს ჯანმრთელობის პრობლემისაგან გამოწვეული დარღვევაა, აუცილებელია ყურადღების მიქცევა. თუ არადა, შეეგუეთ თქვენ სხეულს ისეთს, როგორიც არის. პრობლემა თავში უფროა, ვიდრე სილუეტში. მიიღეთ და შეიყვარეთ თქვენი ფიგურა და სხვებიც ისეთს შეგიყვარებენ როგორიც ხართ.

 

შეაფასეთ სტატია :
         
tiniko anasashvili
(2011-02-20 20:56:23)

me  zalian gamxdari da chonchxi qalebi ar momwons

shav legi
(2011-02-17 20:04:44)

mtavarze rom fotoa, gamagija. aset qalze vin ityoda uars?

cicila lomidze
(2011-02-17 18:18:29)

me mainc sigamxdreshi ufo vxedav silamazes, tundac meore photos gadavxedot

muto muto
(2011-02-17 17:11:27)

dailocos kargad kveba...kidev kai qali ar var

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO