მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ივნისი    » «    2021    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
რისი თქმა არ შეიძლება მამაკაცისათვის

ჩემი ქალური დაკვირვებითა და ინტუიციით, მამაკაცები არც ისე სქელკანიანები არიან, როგორც ჩვენ გვგონია. მათაც აქვთ სული (არა ისეთივე სათნო, როგორც ჩვენ), ჯანსაღი ეგოიზმი (არც იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ), საკუთარი ღირსების გრძნობა (ჩვენი სიამაყის ალტერნატივა) და კიდევ სურვილი - მოსწონდეს თავის საყვარელ ქალს, იყოს მისთვის სასიამოვნო, საყვარელი და მისგან დაფასებული. მაგრამ ჩვენ ხანდახანობით (რაც არ უნდა საწყენი იყოს) გვავიწყდება ამის შესახებ და უხეშად "გადავუვლით" ხოლმე მის სათნო ეგოს. 

ხომ არ აჯობებდა კარგად დავფიქრებულიყავით, სანამ რამეს ვეტყოდით? ჩვენ ხომ ძალიან გვინდა ის ჩვენს გვერდით დიდხანს შევინარჩუნოთ ისე, რომ არ გაუქრეს ჩვენდამი სიყვარულის გრძნობა?!

მოკლედ, ჩამოგითვლით იმ ფრაზებს, რომლებიც არამც და არამც არ უნდა ვუთხრათ მამაკაცს. ეს ის ფრაზებია, რომლებიც მათ მეტისმეტად აღიზიანებთ, ჩვენზე შთაბეჭდილებას უფუჭებთ და აფრთხობთ.

გამაღიზიანებელი ფრაზები:


შენ შეგალიე საუკეთესო წლები! (ვითომდა ამ დროს ის არ ხარჯავდა ცხოვრების საუკეთესო წლებს და მხოლოდ ცალმხრივად იხარჯებოდა დრო. ქალი ამ ფრაზით ვერ აღწევს მიზანს. მას უნდოდა, მიეღო მისგან სიბრალული, თანაგრძნობა და ამასთანავე შეერცხვინა იგი. შედეგი კი მხოლოდ გაღიზიანებაა).
სწორად ამბობდა დედაჩემი შენზე! (მისთვის გამაღიზიანებელია ის ფაქტი, რომ დედაშენის აზრი პირველ ადგილზე დგას შენთვის. არაა გასაკვირი, რომ ასეთი ფრაზის შემდეგ მასა და დედაშენს შორის ურთიერთობა გაფუჭდეს).
• ხედავ რას დავემსგავსე შენს გვერდით? (რატომ გახდი ასეთი თუ შენ თვითონ არ გინდოდა? პრეტენზია უმისამართოა).
დედაშენი რეკავს, მიდი და გაეცი პასუხი! (ასეთი ღია ნეგატიური დამოკიდებულება დედამისის მიმართ მისთვის გამაღიზიანებელი და მტკივნეულია).

ფსიქოლოგიურად მომაკვდინებელი ფრაზები:


• ლურსმნის დაჭედებაც არ შეგიძლია! (ამ ფრაზის შემდეგ ყველა მამაკაცი ხელებს ჩამოუშვებს).
• დღეს არა, თავი მტკივა! (თუ თავი გტკივა ორი კვირის მანძილზე, წადი ექიმთან. საერთოდ არ უნდა დაგეკავშირებინა მისთვის შენი ცხოვრება და თავიც აღარ გეტკინებოდა).
• თავი მომაბეზრე, შემეშვი! (წარმოუდგენლად საწყენი ფრაზაა).
• შენც ისეთივე ხარ, როგორც სხვები! (უკომენტაროდ).
• რა შეგიძლია საერთოდ?! (მხოლოდ უჭკუო, გამოუცდელ არაშორსმჭვრეტელ ქალს თუ შეუძლია ასეთი ფრაზა წარმოსთქვას).

არაკორექტული ფრაზები:


• რა არის აქ მოსაწონი? (რას ერჩით? უყვარს ფეხბურთი? უყუროს! მიდის მატჩზე თავის მეგობრებთან ერთად? წავიდეს! თუ გინდათ, რომ გაუჩნდეს სხვა ჰობი, რომელიც მეტ ზიანს მოგაყენებთ?)
• გიყვარდა შენი ყოფილი? (კიდევაც რომ მოგიყვეთ, ეს ინფორმაცია სასარგებლო არ იქნება თქვენთვის და არც სიამოვნებას მოგანიჭებთ).
• რამდენი გყავდა ჩემამდე? (კომენტარის გარეშე. იხილე ზედა პუნქტი).
• ვინ იყო ყველაზე უკეთესი შენს ქალებში? (იხილე ზედა პუნქტი).
• პატარაა, მაგრამ მუშა! (სჯობდა სილა გაგერტყათ! ეს ის თემაა, რომელზედაც სჯობს არაფერი თქვათ).

დაძაბულობის გამომწვევი ფრაზები:


• როდის გამაცნობ შენს ოჯახს? (უკონემენტაროდ).
• რატომ გამორთე მობილური ტელეფონი? (უკომენტაროდ).
• შენ რა, არ მისმენ? რა ვთქვი ახლა? (უკომენტაროდ).
• ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ ჩვენს ურთიერთობებზე. (თუ ფიქრობ, რომ ვერ მიხვდა საით მიგყავს საუბარი, ძალიან ცდები).

პანიკის გამომწვევი ფრაზები:


• ვერაფერს ამჩნევ? (შეიძლება ვერ შეამჩნიოს ახალი თმის ფერი, ჩასაცმელი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ აინტერესებს. უბრალოდ მამაკაცებს ქალებისაგან განსხვავებული ხედვა აქვთ).
• ოღონდ შენ არ შეგეშინდეს! (უკომენტაროდ)
• მინდა რაღაც მნიშვნელოვანი გითხრა. (უკომენტაროდ)
• საყვარელო, არ გინდა რამით მასიამოვნო? (გასაგებია, რომ ამის შემდეგ რაიმე უნდა სთხოვო. საინტერესოა მისი გაკოტრება გახდება თუ არა მისთვის შენდამი სიყვარულის დასასრული).

ბრიყვული, სასაცილო, მიამიტური ფრაზები:


• გიყვარვარ? (რამდენსაც შეძლებს, იმდენ სასიყვარულო სიტყვას გეტყვით, მაგრამ ყველა კაცს არ შეუძლია სიტყვებით გამოხატოს თავის გრძნობები. მისი ქცევიდან უფრო უკეთ იგრძნობთ უყვარხართ თუ არა).
• როგორ ფიქრობ, ძალიან გავსუქდი? (შენი ფიგურის ზომების შეცვლაზე, თვითონ იზრუნე. მამაკაცისთვის ამისი ცოდნა სავალდებულო არ არის. რაც არ უნდა გიპასუხოს ამ ფრაზაზე, მაინც უკმაყოფილო დარჩები. თანაც, წარმოიდგინე, რომ ადგეს და ძალიან კარგად დაგაკვირდეს...)
• მითხარი, ჩემამდე ვინმე ჩემსავით გიყვარდა? (ჰო, მართლაც, შენს გამოჩენამდე თაროზე იჯდა ლამაზად შეფუთული და შენ გელოდა).

"ჩემი ენა ჩემი მტერიაო" - ქალებზეა ნათქვამი. ამიტომ მეტი დაკვირვება გვმართებს, რომ საყვარელ ადამიანთან საქმე არ გავიფუჭოთ.
პერლა გისურვებთ იდეალურ ურთიერთობას და ულევ სიყვარულს!

 

ავტორი: ემილი.

 

შეაფასეთ სტატია :
         

(2011-08-08 23:40:13)

ძალიან საინტერესო სტატია იყო.

 

სახელი გვარი
(2011-05-08 21:09:02)
shav legi
(2011-03-18 20:06:03)

ბევრი ფრაზა მეცნო! altმართლაც ხშირად ამბობენ ქალები ამ ფრაზებს. იქნებ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მაინც ისწავლონ ჭკუა.

muto muto
(2011-03-12 16:32:20)

alt shen shegalie axalgazrdoba she garewaroalt

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO