მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    სექტემბერი    » «    2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
რა განსხვავებაა ,,მის მსოფლიოსა,, და ,,მის სამყაროს,, შორის

კონკურსი ,,მის სამყარო,, ეს არის ყოველწლიური სილამაზის კონკურსი. მას 1952 წელს, კალიფორნიის შტატში ჩაეყარა საფუძველი. ინიციატორი იყო, ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია Pacifique Mills. 1996 წლიდან კი, კონკურსის ჩატარებას, ცნობილი მილიარდერი დონალდ ტრამპი კისრულობს. 

 

,,მის სამყაროს,, პირელი გამარჯვებული ფინელი კონკურსნატი,  არმი კუუსელაა, რომელმაც, მალევე უარყო ტიტული და გათხოვდა ფილიპინელ მილიონერზე. 

alt

როგორ შეიქმნა ,,მის სამყარო,,?

1951 წელს, ,,მის ამერიკის,, ტიტულის მფლობელმა იოლანდ ბეტბეზმა, უარი თქვა საცურაო კოსტუმით პოზირებაზე. ამის გამო, ტანსაცმლის  მწარმოებელმა, კომპანია ,, Pacifique Mills,,-მა, უარი თქვა ,,მის ამერიკის,, ორგანიზატორობაზე და გადაწყვიტა ,,მის სამყაროს,, კონკურსისთვის ჩაეყარა საფუძველი.

მართალია ,,მის სამყარო,, ოფიციალურად 1952 წლიდან დაარსდა, მაგრამ გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 20- იან წლებში არსებობდა მისი წინამორბედი. მას ერქვა ,,მშვენიერების საერთაშორისო კონკურსი,, და პირველად 1926 წელს გაიმართა ქალაქ გალვესტონში. (ტეხასის შტატი). კონკურსში ძირითადად ამერიკის სხვადასხვა შტატის წარმომადგენლები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, თუმცა იყვნენ მსოფლიოს სხვა ქვეყნის კონკურსანტებიც. პირველი გამარჯვებული, დალასელი კატერინ მოილანი გახდა. თუმცა, ,,მის სამყაროს,, ტიტული პირველად 1929 წელს, ავსტრიელმა ლიზლ გოლდარბეიტერმა მიიღო. ამ წელს კონკურსში განსაკუთრებით ბევრი მონაწილე ქვეყანა იყო წარმოდგენილი და სწორედ ამიტომ, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს გამარჯვებულისათვის ,,მის სამყარო,, ეწოდებინათ. (იხილეთ ფოტოალბომი)

alt

ლიზლის სახელი, მალე მოედო მთელ მსოფლიოს. უამრავ შემოთავაზებას შორის ერთ-ერთმა გოგონა გააწითლა. პრესტიჟულმა თეატრმა, ლიზლის 15 ათასიანი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა. სანაცვლოდ გოგონა დღეში 4-ჯერ, ვიწრო საცურაო კოსტუმით უნდა გამოჩენილიყო. ,,ეს მამაჩემის გადასაწყვეტია,, მორცხვად განაცხადა ,,მის სამყარომ,,.

 

როდესაც ჰიტლერმა ავსტრიის ანექსია მოახდინა, აღარც კონკურსი გახსენებია ვინმეს და აღარც ლიზლ გოლდარბეიტერი.

,,მის სამყაროს,, ტელე ტრანსლაცია პირველად 1955 წელს განხორციელდა. თავიდან მხოლოდ შეერთებული შტატების მაშტაბით გადაიცემოდა. 1960 წელს ტელეკომპანია CBS -მა ,,მის აშშ,, და ,,მის მსოფლიო,, გააერთიანა და ისე გაუშვა ეთერში. 1960 წლიდან კი კონკურსები ცალ-ცალკე გადაიცემოდა. 2003 ცლიდან კი NBC-მ მოიპოვა ტრანსლაციის ოფიციალური უფლება.
მის სამყარო 2010 მექსიკელი ხიმენა ნავარეტე  გახდა.

alt

 

,,მის სამყაროს,, პირდაპირ კონკურენტად მოიაზრება ,,მის მსოფლიო,,.

altეს კონკურსი 1951 წელს, ინგლისში შეიქმნა ერიკ მორლის მიერ. თავდაპირველად კონკურსს ,,ბიკინის კონკურსი,, ერქვა, მაგრამ პრესამ მას მალევე უწოდა ,,მის მსოფლიო,,. თავიდან კონკურსი მხოლოდ ერთჯერადად ჩატარებისთვის იყო გამიზნული, თუმცა მან გაცილებით მაშტაბური ფორმა მიიღო. კონკურსის ორგანიზატორებმა, ერთი განსაკუთრებული წესი შეიმუშავეს. მონაწილეობის მიღების უფლება არა მხოლოდ დამოუკიდებელი ქვეყნების წარმომადგენლებს შეეძლოთ, ასევე ცალ-ცალკე კოლონიებს ან ავტონომიებს. შოტლანდია, ირლანდია და ინგლისი, სხვადასხვა წარმომადგენელს გზავნიდა. ასევე მონაწილეობას იღებდა ჰონ კონგი, ტაიტი, ჩრდილოეთ ირლანდია და სხვა.. აღსანიშნავია ისიც, რომ ,,მის მსოფლიოზე,, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა ქვეყნების ვიცე მისებს.
მის მსოფლიო 2010 ამერიკელი ალექსანდრია მილსი (Alexandria Mills) გახდა.

 

alt

 

 

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO