მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2018-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2018-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2018-01-28
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2018-01-22
ჩახუტების დღე - 2018-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    აპრილი    » «    2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ინტერიერის გაფორმება

ინტერიერის გაფორმება ხელოვნებაა და აქაც, ისევე როგორც ხელოვნების ყველა დარგში, ზოგიერთი კანონების დარღვევა და წესებისათვის გვერდის ავლა მისასალმებელია. მაგრამ ეს მხოლოდ ზოგიერთ წესს ეხება. ძირითადად კი დეკორი შეიძლება მეცნიერებასაც კი შევადაროთ, იმდენად სჭირდება წესთა დაცვა.

იმ წესებიდან, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული ინტერიერის გაფორმებისას, შეიძლება გამოვყოთ უმთავრესი: მოხერხებულობა და პრაქტიკულობა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ მოდურ ტენდენციებზე. ლამაზად მორთული სახლი ისევ სახლად უნდა დარჩეს, სადაც სიამოვნებით იცხოვრებთ. მოაწყვეთ სახლი თქვენთვის და არა სტუმრების გასაოცებლად.

ასევე საჭიროა რაიმე იდეის დაცვა. ელეგანტური და საინტერესო დიზაინის შექმნა უფრო ადვილი იქნება, თუ რომელიმე მოტივს, ან ფერთა გამას დავიცავთ. მოტივი კი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ: ყვავილები, ზღვა, ცხოველები (ზებრა, ლეოპარდი...) და ა.შ.

alt

აუცილებლად შეიტანეთ ინტერიერში სიურპრიზის ელემენტი, მოულოდნელი რამ, რაც გამოაცოცხლებს ოთახის დეკორს: ეს შეიძლება იყოს უზარმაზარი ზომის ფოტო, უცნაური ფორმის თარო, ან სრულიად განსხვავებული ფერის ბალიში დივანზე. არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს. თქვენი სახლი თქვენს პიროვნულობას უნდა ასახავდეს.

alt

არ გამოფინოთ ყველაფერი, რაც გაქვთ. შეეცადეთ შეინარჩუნოთ ბალანსი მყუდროებასა და უხვად შემკობას შორის. თუ თქვენ ბევრი ლამაზი სამშვენისი გაქვთ ინტერიერისათვის, უკეთესი იქნება გამოფინოთ მხოლოდ მათი ნაწილი და დროისა და განწყობის მიხედვით დრო და დრო ცვალოთ ისინი. ერთი ან ორი ლამაზი სურათი კედელზე მაშინვე იპყრობს ყურადღებას, მაგრამ თუ სურათები ბევრია, ოთახი გალერეას ემსგავსება.

alt

თეთრი ფერი ინტერიერში ყოველთვის კარგად გამოიყურება. ის ახალისებს საერთო დეკორს. ვიზუალურად ადიდებს სივრცეს და ხაზს უსვამს ინტერიერში გამოყენებულ ყველა დანარჩენ ფერს. მაგრამ თეთრი მასალები, რომლებსაც ინტერიერში გამოიყენებთ, აუცილებლად უნდა ირეცხებოდეს: ქსოვილები, რომლებიც შეიძლება მათეთრებელი საშუალებით დამუშავდეს; თუ დივანზე ან სავარძლებზე თეთრი გადასაკრავებია, აუცილებლად უნდა ეხსნებოდეს და ირეცხებოდეს. ერთადერთი, რისგანაც შეიძლება თავი შეიკავოთ, ეს თეთრი ხალიჩაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ პატარა ბავშვები ან ცხოველები გყავთ.

alt

თუ არა ხართ დარწმუნებული თქვენს გემოვნებაში, ძირითად სპექტრად აირჩიეთ ნეიტრალური ფერები: კრემისფერი, ქვიშისფერი, ნაცრისფერი და ა.შ. ისინი ნებისმიერ სხვა ფერებს ეხამებიან. ნეიტრალური სულაც არ ნიშნავს უფერულს, მაგრამ მაინც სასურველია მას დავამატოთ 2-3 კაშკაშა ფერის ლაქა (ფერადი ბალიშები, ხალიჩა, სურათი, ფარდა ან რაიმე სხვა სახის ელემენტი)

არ არის აუცილებელი ყველაფერი იდეალურად იყოს შერწყმული ერთმანეთთან. ერთფეროვნება მოსაწყენია. სტილთა ან ფერთა შერევა არც ისე საშიშია, როგორც ამას ხშირად წარმოაჩენენ. ეკლეკტიკას შემოაქვს მოულოდნელობის ეფექტი. მაგრამ ამ დროს სასურველია არსებობდეს ინტერიერში რომელიმე დამაკავშირებელი რგოლი საერთო იდეისა, შეიძლება ეს იყოს ფერი, ან დიზაინის მოტივი. ამ შემთხვევაში განსხვავებული დეტალი არ იქნება კონტექსტიდან ამოვარდნილი.

alt

სასტუმრო ოთახში უნდა იყოს ადგილი, სადაც უნდა იჯდეთ და ადგილი, სადაც შეიძლება დადოთ ფინჯანი ყავა ან ჟურნალი. თუ გსურთ, რომ ამ შემთხვევისათვის სტანდარტულ ნაკრებს (დივანი, თავისი სავარძლებითა და მაგიდით) თავი აარიდოთ და ორიგინალურად გადაწყვიტოთ ეს საქმე, შეგიძლიათ დივანის ნაცვლად პოდიუმი ან კანაპე გამოიყენოთ რბილი ბალიშებითა და მუთაქებით. არც ისაა აუცილებელი, რომ დივანი მაინცდამაინც კედელზე იყოს მიდგმული. ის შეგიძლიათ ოთახის შუაგულშიც კი დადგათ. თუ ოთახის შესასვლელი კარების მოპირდაპირე მხარეს განთავსებულია ბუხარი და ტელევიზორი, შეგიძიათ ოთახის შუაგულში ისეთი სავარძლები დადგათ, რომლებიც ღერძის გარშემო ტრიალებენ.

alt

არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს. მოაწყვეთ სახლი თქვენებურად, მაგრამ თავი არ გაიწიროთ. ძნელია მეტისმეტად სათუთი და ფაქიზი ნივთების გარემოცვაში ცხოვრება. თუ ნამდვილ კომფორტს შეიქმნით, სადაც თავისუფლად და ბედნიერად იცხოვრებთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი სახლი მართლაც ლამაზია.

ავტორი: ემილი.

alt

 

alt

alt

 

შეაფასეთ სტატია :
         

(2011-10-16 00:37:40)

alt

zura chikviladze
(2011-04-19 21:19:42)

dzalian saintereso statiaa

shav legi
(2011-04-11 23:57:38)

altკარგია!

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ჯადოსნური ყინულები
გადმოცემის მიხედვით, თამარ მეფეც მიმართავდა ამ მეთოდს. მისთვის ზაფხულობითაც კი ჰქონდათ ყინულები გამოქვაბულში შენახული. ყინულებს იყენებდნენ მერილინ მონრო და გრეტა გარბო ...
დაწვრილებით .>>
სურნელი, რომელიც აახალგაზრდავებს
ექსპეიმენტმა აჩვენა, რომ არცერთმა შემოთავაზებულმა სურნელმა ისე არ იმოქმედა მამაკაცების წრმოსახვაზე, როგორც გრეიფრუტმა. ამ ეკზოტიკური ხილის სურმელმა საშუალება მისცა მის მფლობელს...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO