მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
თაფლი ჩვენი სილამაზისათვის

ბუნებამ თაფლი მოგვცა არა მარტო ჯანმრთელობისა და სიცოცხლისუნარიანობის ხელშესაწყობად, არამედ იმისათვისაც, რომ ვიყოთ უფრო ლამაზები. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არც კი იცოდეს, რომ ეს ძვირფასი პროდუქტი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში: სახის კანის მოვლისათვის, ცელულიტის საწინააღმდეგოდ, სხვადასხვა ტიპის კანის ნიღბებისათვის და დამამშვიდებელი აბაზანებისთვის.

alt

თაფლის ნიღბები კანს უფრო გლუვს და ნაზს ხდიან, განსაკუთრებულად რეკომენდირებულია ასაკშეპარული სახის კანისათვის.

ნორმალური ტიპის სახის კანისათვის კარგია ჩვეულებრივი თაფლის ნიღაბი. კარგად გასუფთავწებულ სახეზე უნდა წაისვათ სუფთა, ნატურალური თაფლი, გააჩეროთ 15 წუთი და ჩამოიბანოთ თავიდან თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით.

alt

 

ცხიმიანი კანისთვის 1 ჩ/კ თაფლს შევურიოთ 2 ჩ/კ ლიმონის წვენი. ნიღაბი სახეზე უნდა გაიჩეროთ 15-20 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანოთ ჯერ თბილი და შემდეგ ცივი წყლით.

მშრალი სახის კანის ნიღბისათვის 1 ჩ/კ თაფლი, 1 კვერცხის გული და 1 ს/კ ნაღები გავთქვიფოთ გათეთრებამდე. ეს მასა წავისვათ სახეზე და ყელზე, გავაჩეროთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.

ცელულიტის საწინააღმდეგოდ. ნებისმიერი დიეტის ეფექტის გასაძლიერებლად, ცელულიტის მიდამოებში წავისვათ თაფლი, გავიკეთოთ მსუბუქი მასაჟი, გადავიხვიოთ პოლიეთილენის თხელი ფენით და შემოვიხვიოთ შალი. ეს პროცესი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს ცხიმოვან საფარველს, გამოჰყავთ ზედმეტი სითხე და ტოქსინები ორგანიზმიდან, ასევე ატენიანებს და აახალგაზრდავებს კანს. პროცედურისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც სუფთა თაფლი, ასევე შერეული მაწონთან, რძესთან, სპირტთან, ეთერზეთებთან, ლიმონის წვენთან, ან ძმართან.

alt

თაფლის აბაზანა

გაავსეთ აბაზანა წყლით, დაამატეთ მას 2-3 ს/კ თაფლი. თაფლის აბაზანის მიღების დროს წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 37-38 გრადუსი. აბაზანის მიღების ხანგრძლივობა კი არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს. თავის განებივრება ამ პროცედურებით შეგიძლიათ ყოველ დღე, ან დღეგამოშვებით. სრული კურსი მოიცავს 12-15 პროცედურას.

alt

თაფლის აბაზანა რძით და ნაღებით. გახსენით 1 ს/კ თაფლი 1 ლ თბილ რძეში, დაუმატეთ 1 ს/კ ნაღები ან კარაქი, 1 ჩ/კ არომატული ზეთი, მოურიეთ და ჩაასხით აბაზანაში, ეს პროცედურა თქვენს კანს უფრო გლუვს და ჯანმრთელს გახდის.

ასეთი აბაზანების მიღების წინ, კარგი იქნება თუ ექიმის კონსულტაციას მიმართავთ შესაძლო უკუჩვენების თავიდან ასაცილებლად (ფილტვისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს, ანთების, შაქრიანი დიაბეტის, სისხლის დაავადებების, თაფლზე ალერგიული ზემოქმედებების შემთხვევაში).

alt

თაფლის აბაზანის მიღება ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისათვის. ის არბილებს კანს, აახალგაზრდავებს, ხდის მას ელასტიურს და ხავერდოვანს, ამასთანავე ამშვიდებს ნერვულ სისტემას. მას კანისა და მთელი ორგანიზმისათვის არა მარტო სამკურნალო, არამედ პროფილაქტიკური მოქმედებაც აქვს. ისინი აქტიურად კვებავენ და ატონიზირებენ კანს.


თუმცა თაფლის გამაჯანსაღებელი და სამკურნალო თვისებები ამით არ მთავრდება. მას კიდევ ბევრი ჯადოსნური ძალა აქვს, რომლებზეც თანდათანობით მოგიყვებით. ახლა კი გისურვებთ ჯანმრთელობას. ლამაზები და საკუთარ თავში დარწმუნებულები შეეგებეთ გაზაფხულს! პერლა მუდამ თქვენს გვერდითაა!

 

ავტორი: ემილი.

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
eto beto
(2011-05-08 11:23:42)

au dzaan magaria!!! alt

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO