მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    აპრილი    » «    2024    »
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
40-იანების მოდა

 40-იანი წლების მოდაზე გავლენა განსხვავებულმა მოვლენებმა იქონია. ჯერ იყო ომის პერიოდი, შემდეგ მშვიდობის.. ამ პერიოდსვე დაემთხვა კრისტიან დიორის გამოჩენა მოდის სამყაროში.

 

ომის პერიოდში, სხვა ატელიებს შორის,  დაიხურა ისეთი ცნობილი მოდის ცენტრები, როგორებიც იყვნენ  შანელისა და ვიონეს მოდის სახლები.

 alt

ომის პერიოდის შეზღუდვა, გასაქანს არ აძლევდა მოდის ტენდენციებს. თვალშისაცემი ცვლილებებს და ახალ აღმოჩენებს, ყველა ერიდებოდა.  როდესაც საკვების შეძენის პრობლემა იდგა, მოდაზე ვერავინ ფიქრობდა.

 alt

სიდუხჭირის პერიოდში, როდესაც მოდის განვითარებისათვის ვერავინ იცლიდა,  ქალბატონები ცდილობდნენ, თავიანთი ცხოვრების წესის მიხედვით შეერჩიათ სამოსი და მოხდენილობა მაინც არ დაეკარგათ.

 

40-იანი წლების ქალის ჩაცმულობაში ფართო მხრები, ვიწრო ქამრები და მუხლამდე სიგრძის კაბები იმკვიდრებს ადგილს.

 alt

გრძელი პალტოები, მამაკაცური სტილის პიჯაკმა და მანტომ ჩაანაცვლა. წელზე მომდგარი ქამარი აქაც აქტუალურია.

 

1941 წლიდან,  ევროპაში გამოჩნდა სასურსათო ტალონები. მალე ამ ტალონებით ტექსტილის ნაწარმის შეძენაც შეიძლებოდა. მაგრამ, ტანსაცმლის რაოდენობა ძალიან შეზღუდული იყო.

 alt

 1947 წლის 12 თებერვალს, პარიზში მოდის ჩვენება გაიმართა. ამ ჩვენებამ, სრულიად პარიზის განცვიფრება გამოიწვია.  პოდიუმზე ახლადგამომცხვარი კრისტიან დიორის მოდელები გამოდიოდნენ. ქალის სილუეტში მკვეთრი ცვლილებები შეიმჩნეოდა.

 

კრისტიან დიორმა, ნამდვილი გადატრიალება მოახდინა ქალის ჩაცმულობაში. მან დამალა ქალის წვივები. იატაკიდან კაბის ბოლომდე, სულ რაღაც 25-30 სანტიმეტრი იყო. მაქსიმალურად დავიწროვდა კაბის წელი. მოდაში შემოვიდა შემოჭერილი ქამრები. მკერდი უფრო გამოიკვეთა და ვიწრო ქამრების ფონზე, უფრო წინ წამოწეული გამოჩნდა. აქტუალური გახდა მხრების მოშიშვლება.  სილუეტში ასეთი ცვლილებები,  ქრისტიან დიორის ,, New Look,,-ის სახელით არის ცნობილი.

 alt

დიორმა, კაბის ქობები გამოიყენა, იმისათის, რომ კაბის სიგრძით მოხერხებულად ეთამაშა.

 

ახალგაზრდა დიზაინერის ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა. თუ გასულ საუკუნეში კაბის შეკერვას 3 მეტრი ქსოვილი ჭირდებოდა, ქრისტიან დიორი  ზოგჯერ 20 მეტრ ქსოვილს ხარჯავდა ფანტაზიის ხორცშესხმისათვის.

 alt

წარმატებამ არ დააყოვნა, 40-იანი წლების ,,დიორის ქალი,, თვალშისაცემ სიახლედ იქცა მსოფლიო მოდის ისტორიაში.

alt

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO