მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
”ცხოვრება მშვენიერია” ანუ ყოველი 7 წელი ქალის ცხოვრებაში

დაბადების მომენტიდან ყოველ 7 წელიწადში ქალის ცხოვრება კარდინალურად იცვლება. ასტროლოგები ამ ცვლილებას ხსნიან იდუმალი პლანეტის - სატურნის საბედისწერო გავლენით. ფსიქოლოგები კი - პიროვნულობის ბუნებრივი განვითარებით. ყოველი შვიდწლიანი ციკლი სრულდება შემდეგი წლებით: 7, 14, 21, 28, 35, 42, 49 და ა.შ.

7 და 14 წლისას სირთულეების გადალახვაში მშობლები გეხმარებიან, 21 წლიდან კი შენი ბედი შენს ხელთაა და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული როგორ წარმართავ მომდევნო ცხოვრებისეულ ციკლს. გადასვლა ერთი ციკლიდან, მეორეზე შეუმჩნევლად და უმტკივნეულოდ თითქმის არ ხდება. თუმცა გარდამავალი ეტაპის შემსუბუქება შეიძლება და ეს აუცილებელიცაა  შემდეგი ციკლისათვის მყარი საფუძველის შესაქმნელად.

21-27 წელი: "დროა ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვროთ და საკუთარი საქმე ვაკეთოთ ".

21 წლისა უკვე მოზარდი აღარა ხარ, შენ ზრდასრული ქალი ხარ. ყოყმანის დრო წარსულს ჩაბარდა. ამ ასაკში ბევრი გოგონა თხოვდება, ან გადაწყვეტილებას იღებს იცხოვროს ოჯახისგან დამოუკიდებლად, თავის რჩეულთან ერთად. ან ხვდება, რომ ჯერ არ სურს იფიქროს ოჯახზე და მისთვის სხვა რამეა უფრო მნიშვნელოვანი. თუ ჯერ კიდევ არ გიპოვია ცხოვრებაში შენი გზა, სატურნი უმოწყალოდ გიბიძგებს მისკენ და შენს ცხოვრებაში აუცილებლად მოხდება ისეთი რამ, რაც მთელ შენს მომავალ ცხოვრებას განსაზღვრავს.

თუმცა, მარტო სატურნის იმედად ნუ დარჩები: შენს 21-ე დაბადების დღეზე დაფიქრდი, რა გსურს სინამდვილეში. შენი ცხოვრების მომავალი 7 წელი  ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, შეძლებ თუ არა სწორი არჩევანის გაკეთებას. ამ ასაკში შეიძლება შეცდომაც დაუშვა, მაგრამ გახსოვდეს, რომ ცხოვრება ამაზე არ დამთავრდება. არ დაუშვა, რომ მარცხმა მომავლისა და საკუთარი თავის რწმენა შეგილახოს. მწარე გამოცდილება კიდევ უფრო ძლიერს და წინდახედულს გაგხდის. წინსვლა არ უნდა შეაჩერო. თუ არ იმოქმედებ, მაშინ ყველაფერი შენს ცხოვრებაში 7 წლის დაგვიანებით მოვა.

28-34 წლები: "მიიღე რაც გსურს და ამის საფასურიც გადაიხადე".

28 წლის ასაკში შენ უნდა ხვდებოდე, რომ ყოველ შენს მოქმედებაზე პასუხი უნდა აგო. მას, ვინც ვერ აცნობიერებს ამას, სატურნი მკაცრ გაკვეთილებს უმზადებს. ხშირად ხდება, რომ ადამიანის ერთ არასწორ ნაბიჯს რამდენიმე განსაცდელი და უბედურება მოჰყვება ხოლმე. აღმოსავლური სიბრძნე გვიქადაგებს, რომ "ნებისმიერ დამთხვევას თავისი მიზეზი აქვს და შემთხვევით არაფერი ხდება".

ამ ასაკში გვეჩვენება, რომ ცხოვრება ისე არ მიდის, როგორც საჭიროა და სურვილი გვიჩნდება რაღაც შევცვალოთ: შევიცვალოთ სამსახური, ვუთხრათ ერთგულ მეგობარს, რომ ის ნერვებს გვიშლის, ან ყველაზე ცუდი, დავანგრიოთ ოჯახი. არ არის საჭირო ამ ყველაფრის გაკეთება. 28 წლის ასაკში უნდა შევქმნათ და არა დავკარგოთ (განსაკუთრებით კი ქოწინება და მეგობრობა). იპოვე ის, ვისთანაც შეძლებდი ყველაფერზე გესაუბრა. უფრო მეტი იფიქრე მოსმენილსა და ნანახზე. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს იმპულსურ მოქმედებას შეიძლება მოჰყვეს უსიამოვნებათა მთელი ჯაჭვი.

35-42 წლები: "დროა სრულქმნილების, ჰარმონიისა და ბალანსის".

ამ ეტაპის დასაწყისი ხშირად რთულია. აღარ ვიცით ცხოვრებისეულ ერთფეროვნებას თავი როგორ დავაღწიოთ.  ამ ასაკში აუცილებლად უნდა ვეცადოთ გავაკეთოთ ის, რაც აქამდე ვერ შევძელით, რადგან დასაკარგი დრო აღარ გვაქვს.

თუ შენ 35 წლისა ხარ და არა გყავს შვილები, აუცილებლად უნდა გააჩინო, თუ არა გაქვს პროფესია - უნდა შეიძინო, თუ არასოდეს იცოდი ავტომობილის მართვა - უნდა ისწავლო, თუ სამზარეულოში ფუსფუსი არ შეგეძლო - კულინარიას უნდა დაეუფლო. დიასახლისმა კი უნდა იფიქროს სამუშაოზე კვირაში რამოდენიმე საათით მაინც. აუცილებლად უნდა აღიდგინო ცხოვრებისეული ბალანსი, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი შემდეგი ცხოვრებისეული ეტაპი ცარიელი და უხალისო იქნება.  

42-48 წლები: "დიდი გარდაქმნების დრო"

აი, ისიც...  გაჩნდა შესამჩნევი ნაოჭები... უკვე აღარავინ დაგიძახებს გოგონას... შენ წახვედი გინეკოლოგთან ჩივილებით დარღვეული ციკლის გამო. ის კი მოსაწყენი ხმით გეუბნება: "კლიმაქსის მოახლოებაზე არ გიფიქრია?"

თუ 7 წლის წინ ცხოვრებისეული ბალანსის აღდგენა არ გამოგივიდათ, თქვენ გემუქრებათ სიბერე. იცვამთ მინი ქვედაბოლოს, რომელიც თქვენს მაგივრად გაჰყვირის: "შემომხედეთ, მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა, სასურველი ვარ!" ხშირად ქალები ამ ასაკში გამწარებით ცდილობენ დროის შეჩერებას. ზოგს კი საკუთარი თავის მიმართ ინტერესი უქრება. თითქოს მთელი სამყარო უფერულდება... და იწყება დეპრესია.

ასტროლოგები ამბობენ, რომ სატურნი მეექვსე შვიდწელულის გასაყარზე არ გვიბიძგებს სწორი გზისაკენ და არც გვსჯის არასწორი ნაბიჯებისათვის. ის, უბრალოდ, გვეკითხება: "მზად ხართ თუ არა, შეურიგდეთ სიბერეს?"  

შენ განიცდი მეორე გარდატეხის კრიზისს. ოღონდ ამ შემთხვევაში ეთხოვები არა ბავშვობას, არამედ - ახალგაზრდობას და არც მზრუნველი მშობლები გიდგანან გვერდით. ახლა ყველაზე მთავარია იმოქმედო და შეცვალო საკუთარი თავიცა და ცხოვრებაც. გაიხსენე შენი ჰობი, რომელიც სიამოვნებას განიჭებდა ან მიაღწიე დაწინაურებას სამსახურში, შეგიძლია შვილიც კი გააჩინო.

განქორწინებაზე ფიქრი აგეკვიატა? გამოიჩინე სიბრძნე და მოთმინება, თქვენს მეუღლესაც არ უდგას კარგი დრო. ერთნამეთს გაუგეთ და თუ ერთად, მშვიდად გადალახავთ ორმოცწლიან ბარიერს, თქვენ გელოდებათ გრძნობათა ახალი აღზევება. შენ უნდა გახსნა კარი ახალ ცხოვრებისეულ სივრცეში, სადაც იქნები არა მხოლოდ დედა, ცოლი და სიმპათიური ქალბატონი, არამედ ბრძენი, ძლიერი და ცხოვრებისაგან გამობრძმედილი პიროვნება, რომლის გვერდით ყოფნაც ნებისმიერ მამაკაცს ბედნიერებას და სიმშვიდეს მიანიჭებს.

49 წელი: "მე ახლა სხვა ვარ"

შენ წინ გაქვს მძიმე და მტკივნეული მენოპაუზა (კლიმაქსის პერიოდი) დეპრესიებით და უკონტროლო აგრესიულობებით. გაღიზიანებთ, რომ გაზრდილი შვილები თავის ცხოვრებით ცხოვრობენ, გთხოვენ მიხედო შვილიშვილებს და რჩევას აღარ გეკითხებიან; სამსახურში ყველგან ახალგაზრდები და აქტიურები არიან; დაავადებებმა თავი იჩინეს... და გეჩვენება, რომ წინ მხოლოდ მწუხარება და მარტოობაა.

იმუშავე საკუთარ თავზე და აიძულე დრო იმუშაოს შენზე!

სინანული წარსულისა სრულიად ბუნებრივი გრძნობაა 50 წლის ადამიანისათვის. ამ შემთხვევაში თქვენს დეპრესიას გააქარვებს არა აქტიური ქმედებები, არამედ ცხოვრებით ტკბობა. გაანებივრე თავი ყველა შესაძლებელი (ბიუჯეტიდან გამომდინარე) სიამოვნებებით: თუნდაც ეს იყოს ფრანგული სუნამო, იტალიური ფეხსაცმელი, მოგზაურობა რომელიმე ქალაქში (მაგალითად: ბათუმში, სიღნაღში ან მესტიაში). ყურადღებას ნუ მიაქცევ იმ "კეთილისმსურველებს", რომლებიც ფიქრობენ, რომ სისულელეა თქვენს ასაკში ფული გადაყარო ტაილანდურ მასაჟში. შენს გარშემო ისეთი ადამიანებიც იქნებიან, რომლებსაც შენი ესმით, მხარს გიჭერენ, აფასებენ შენი ნატურის ახალ გამონათებას და შენ დაინახავ, რომ ცხოვრება ძველებურად მშვენიერი, ამაღელვებელი, საინტერესო და მიმზიდველია და ასეთი იქნება ყოველთვის!

გვესტუმრეთ ფორუმში, სადაც გახსნილია ახალი თემა "ცხოვრება მშვენიერია?"  გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. პერლა კი გისურვებთ ქალურ ბედნიერებას!

 

ავტორი: ემილი.

alt

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO