მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
როგორ დავძლიოთ კომპლექსები

ყველა ადამიანს გააჩნია გარკვეული კომპლექსი. ზოგიერთს მეტი, ზოგიერთს ნაკლები. ერთი რამ ცხადია, ყველანი ვცდილობთ პირდაპირ ან ირიბად შევნიღბოთ საკუთარი კომპლექსი და მის შესახებ მხოლოდ ჩვენ ვიცოდეთ. თუმცა, ზოგჯერ ისე ხდება ხოლმე, რის დამალვასაც ვცდილობთ, სწორედ იმ კოპლექსს ვუსვამთ ხაზს. 

ფსიქოლოგები კომპლექსს ასე განმარტავენ: კომპლექსი ეს არის, ნახევრად ან სრულად გაუცნობიერებელი მოგონება ისეთი მომენტისა, რომელმაც ძლიერი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა ადამიანზე. საბოლოო ჯამში კი, საკუთარი თავით, გარეგნობით ან ცხოვრებით უკმაყოფილების ანარეკლია. 

კომპლექსი შეიძლება ისეთი მცირე ასაკიდან მომდინარეობდეს, რომ, ადამიანი ვერ აცნობიერებს და იმახსოვრებს კონკრეტულ ფაქტსა და მოვლენებს, რამაც მძაფრი კვალი დატოვა მის ფსიქოლოგიაზე. ის ქვეცნობიერში რჩება და დიდხანს გაჰყვება მას. 

კომპლექსი შეიძლება იყოს ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სოციალური.

ფიზიკური კომპლექსი, განსაკუთრებით ქალებს ახასიათებს.  ეს კი გარეგნობით უკმაყოფილებით ან სიმსუქნის კომპლექსით გამოვლინდება. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ქალების 30 პროცენტს არ მოსწონს საკუთარი გარეგნობა. 

ფსიქოლოგიური კომპლექსი ვლინდება საკუთარი ინტელექტით, აღზრდით ან გონიერებით უკმაკოფილებაში. ესეც არასრულფასოვნების კომპლექსია და იმ შემთხვევაშიაც შეიძლება სჭირდეს ადამიანს, როდესაც განათლებასა და გონიერებაზე წესით საწუწუნო არ უნდა ჰქონდეს. 

სოციალურ კომპლექსებს იწვევს ფინანსური პრობლემები, ასევე, წარმოშობის ან პროფესიის გამო სირცხვილის გრძნობა, რაც საბოლოო ჯამში ძლიერ კომპლექსში გადაიზრდება. 

თავისთავად კომპლექსის გაცნობიერება, დადებითი მოვლენაა. როდესაც ადამიანი აცნობიერებს რისი კომპლექსი აქვს, მისთვის გაცილებით მარტივია მათი მართვა და ისე ცხოვრება, რომ კომპლექსებმა მეტისმეტად არ დათრგუნონ.

კომპლექსებისაგან გათავისუფლება შესაძლებელია. ამაში ადამიანებს ხშირად ფსიქოლოგი ეხმარება. ზოგჯერ შესაბამის გარემოში მოხვედრით, კომპლექსებიც დავიწყებას ეძლევა. 

საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილების კომპლექსი შეიძლება დაიძლიოს პლასტიკური ქირურგიით. თუმცა, თუ კომპლექსი თავიდან მოდის და არა გარეგნობიდან, შეიძლება ადამიანმა გადაამლაშოს და უამრავი ოპერაცია გაიკეთოს მხოლოდ იმიტომ, რომ თავი მახინჯი ჰგონია. ამას კი სავალალო შედეგები მოსდევს ხოლმე. 

ფსიქოლოგები გვირჩევენ, კომპლექსების დაძლევის საუკეთესო საშუალება, საკუთარ თავთან დაზავებაა. თუკი ადამიანი ისეთს მიიღებს საკუთარ თავს, როგორიც არის, კომპლექსისგანაც განიკურნება.

შეაფასეთ სტატია :
         

(2012-01-27 15:10:51)

თუკი ცხოვრებაში რთული სიტუაცია დაგიდგათ და გიჭირთ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, დაგვიკავშირდით მეილზე და შევეცდებით დაგეხმაროთ თქვენი პრობლემების გადაჭრაში.

მოგვწერეთ თქვენი სქესი, ასაკი და სიტუაცია.   ps.friend@yahoo.com


(2012-01-27 15:08:19)

alt

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO