მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
ნახატების გამოფენა-გაყიდვა
 
ლიკას გვერდი
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2019-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2019-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2019-06-01
ბოლო ზარი - 2019-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2019-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2019    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
როგორ მოვაწყოთ მოზარდის ოთახი

მოზარდის ასაკს გარდატეხის ასაკს უწოდებენ. ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანი ბავშვობის ასაკს ეთხოვება და ნელ-ნელა მასში ყალიბდება ზრდასრული პიროვნება - იცვლება მისი ხასიათები, მანერები, გემოვნებები, სურვილები... გამწარებით ცდილობს თავისი ადგილის დამკვიდრებას და ამის გამო ზოგჯერ ჭირვეულიც კი ხდება. მაგრამ არ ღირს ამის გამო ნერვიულობა. უნდა გვესმოდეს, რომ მასში საკუთარი "მე" ყალიბდება და მას მშობელთა სიყვარული და გაგება სჭირდება. 

მულტიპლიკაციური პერსონაჯებით მოხატული შპალერითა და ფარდებით გაფორმებული ოთახი მას უკვე აღარ შეეფერება. ამიტომ დროა უფროსებმა ინტერიერის შეცვლაზე იფიქროთ. მოზარდის ოთახის მოწყობას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეპყროთ. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი გემოვნება და ინტერიერის მთავარ თემატიკად სწორედ ეს უნდა გამოიყენოთ.

alt 

მოზარდის ოთახი უფრო მეტად უნდა შეესაბამებოდეს კაბინეტის ინტერიერს ვიდრე ბავშვის სათამაშოებით მორთულ ოთახს. სწორად შერჩეულმა და განლაგებულმა ავეჯმა  არ უნდა გადატვირთოს ის და ამავე დროს უნდა იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული ყველა საჭირო ატრიბუტი კომფორტულად მეცადინეობისა და დასვენებისათვის. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ ასაკის ბავშვებს ხშირად განმარტოება და მეგობრების  თავის ოთახში მიღება უყვართ.

alt 

პირველ რიგში უნდა შეისწავლოთ მთლიანი სივრცე, გამოჰყოთ დასაძინებელი, სამეცადინო და მოსასვენებელი-გასართობი ზონა, ასევე ადგილი ტევადი კარადებისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეთ ელექტრო გაყვანილობების გაკეთებას და სხვა სამუშაოების ჩატარებას.

alt 

სამეცადინო ზონა ოთახის ყველაზე განათებულ ნაწილში უნდა დაგეგმოთ. ამასთან საჭიროა შეეცადოთ გააკეთოთ ისე, რომ დღის სინათლე მუშაობის დროს ეცემოდეს  ბავშვის ხელს მარცხნიდან  (თუ ცაციაა - პირიქით, მარჯვენა მხრიდან).

alt 

შპალერი უნდა იყოს არჩეული ხარისხიანი. აქ ხომ სურათების ან სათაყვანებელი ობიექტის (მომღერლის, მსხიობის, სპორტსმენის...) პლაკატებისა და ფოტოების განთავსებას გვერდს ვერ აუვლით. ამიტომ შპალერს უნდა ჰქონდეს მარტივი შეფერილობა, გადატვირთვა რომ თავიდან აიცილოთ. მოზარდს უნდა მისცეთ საშუალება კედლები ოთახში ისე გააფორმოს, როგორც თვითონ სურს.

alt 

ავეჯის შეძენის დროს საჭიროა გათვალისწინებული იყოს რომ ის პატრონს საკმაოდ დიდხანს უნდა ემსახურებოდეს - სანამ საბოლოოდ არ ჩამოყალიბდება და ზრდასრული ადამიანის ცხოვრებას არ დაიწყებს. განლაგების შეცვლას კი მოზარდი თავის ხასიათებიდან და განწყობიდან გამომდინარე ბევრჯერ მოინდომებს. ამიტომ კარგი იქნება მოდულარული გადაწყვეტილებები, რომელთა დაშლა, კონფიგურაციის შეცვლა და აწყობა შესაძლებელი იქნება აუცილებლობის ან მოზარდის მოთხოვნის შემთხვევაში.

alt 

ამ ასაკში ბავშვი სწრაფად იზრდება, ამიტომ კარგი იქნება თუ სიმაღლეში რეგულირებად სკამს შეურჩევთ. მაგიდა საკმაოდ დიდი უნდა იყოს იმისათვის, რომ დააყენოთ კომპიუტერი და სკოლის დავალებების სრულფასოვნად შესასრულებლადაც დარჩეს საკმარისი ადგილი. საუკეთესო გადაწყვეტა იქნება კომპუტერის მაგიდა, რომელსაც სპეციალური ნიშა ან თარო აქვს მონიტორისათვის და  მაგიდის ქვეშ დამონტაჟებული სპეციალური მოძრავი კლავიატურის სადგამი . კიდევ უკეთესი იქნება თუ მაგიდას ექნება  უჯრები და თაროები ყველაზე გამოყენებადი წიგნების, კომპიუტერული დისკებისა და სხვა წვრილმანებისათვის.

alt 

რაც შეეხება კარადას, ის უნდა იყოს ტევადი. კარგი იქნება თუ კომბინირებულ ვარიანტს შეარჩევთ, სადაც საკმარისად იქნება ადგილი ტანსაცმელისათვის, ღია და დახურული თაროები წიგნების, სამშვენისების, სპორტული ინვენტარისა და სხვადასხვა საჭირო ნივთებისათვის.

alt 

ინტრიერის ყველაზე აუცილებელი ელემენტი - ეს მოსასვენებელი ადგილია, ამ ასაკში ხომ ძალიან იზრდება დატვირთვა სკოლაში. უნდა შეეცადოთ, რომ ბავშვს კომფორტული საწოლი შეურჩიოთ. თუ ოთახის ფართობი საშუალებას არ იძლევა, შეგიძლიათ გასაშლელი დივანით შემოიფარგლოთ, მაგრამ ის აუცილებლად კომფორტული უნდა იყოს დასაძინებლად. საკმარისი სივრცის შემთხვევაში კი შეგიძლიათ საწოლი ცალკე დადგათ, მოსასვენებლად კი პატარა ზომის მოდური დივანი შეარჩიოთ. 

ავტორი: ემილი.

alt

შეაფასეთ სტატია :
         
shav legi
(2011-10-08 23:19:43)

ყველაზე პრეტენზიულები ეგენი არიან და დიდი თავსატეხია მათი ოთახის მოწყობა.

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO