მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
ნახატების გამოფენა-გაყიდვა
 
ლიკას გვერდი
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ბოლო ზარი - 2019-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2019-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2019-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2019-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2019-01-22
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მაისი    » «    2019    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ტაირა ლინ ბენკსი (Tyra Lynne Banks)

 

ტაირა ლინ ბენკსი (Tyra Lynne Banks) - ამერიკელი ტოპ-მოდელი, მსახიობი, მომღერალი, პროდიუსერი და ტელეწმყვანი.

რატომაა ის ასეთი პოპულარული?

მას აქვს უნიკალური შარმი, ბუნებრივი სილამაზე და ნიჭი. ის მსოფლიოს ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია. არ იცავს დიეტას, მისდევს ჯანმრთელი ცხოვრების წესს. არასდროს გამოუყენებია ბოტექსი. ცნობილია, როგორც ტელეწამყვანი ცნობილი ამერიკული გადაცემისა "ტოპ-მოდელი".

alt

ტაირა ბენკსი პირველი შავკანიანი გოგონა იყო, რომელიც მოხვდა ცნობილი ამერიკული ჟურნალების ""Sports Illustrated"-ის,  "Swimsuit Edition"-ის, "GQ"-ის და კატალოგ "Victoria's Secret"-ის ფურცლებზე. მაგრამ მისი ნამდვილი კომერციული წინსვლა იყო ტელეეკრანებზე გამოჩენა.

alt

ტაირა ლინ ბენკსი დაიბადა 1973 წლის 4 დეკემბერს, კალიფორნიის შტატში, ქალაქ ინგლვუდში, სრულიად ჩვეულებრივ, საშუალო დონის ოჯახში. მისი დედა მოდის სახლის  НАСА- ს  მენეჯერი და ფოტოგრაფი იყო. მამამისი კი კომპიუტერის კონსულტანტი. როდესაც ტაირა 6 წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ. დედა მეორედ გათხოვდა.

alt

ტაირა ბენკსი სწავლობდა ლოს-ანჯელესში, ჩვეულებრივ სკოლაში  "John Burroughs Middle School"-ში, რომელიც დაასრულა 1991 წელს. სკოლის დასრულების შემდეგ ის მიიღეს  "USC" და "UCLA"-ში, მაგრამ მალე შავკანიანი ლამაზმანი შეანჩნიეს სამოდელო სააგენტოებმა და ტაირას მოუწია უარი ეთქვა სწავლის გაგრძელებაზე, რათა მოდელის კარიერისთვის დაეთმო მთელი დრო.

alt

მალე მან მიიღო მონაწილეობა ბრიტანული ტელე-შოუს გადაღებებში და გადაიღეს ფილმში "Inferno". მაგრამ ნამდვილი სერიოზული როლი მას ჰქონდა ფილმში სახელწოდებით "უმაღლესი განათლება".

alt

ის ორჯერ შევიდა პლანეტის ყველაზე ლამაზ ადამიანთა სიაში ჟურნალ "People Magazine"-ის ვერსიით და დაწერა წიგნი "ტაირა - გარეგნობა და შინაგანი სილამაზე".  

alt

საიდუმლო მისი უნაკლო აღნაგობისა იმაში მდგომარეობს, რომ ის დიდ დროს უთმობს სპორტს, გატაცებულია ჩოგბურთით და კალათბურთით.

alt

1997 წელს ტაირა წლის "სუპერმოდელად" აღიარეს.  2005 წელს ის შევიდა მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მოდელთა ხუთეულში. ასევე ის შედის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ტოპ-მოდელთა ათეულში.


31 წლის ასაკში ტაირა ბენკსმა დაასრულა მოდელის კარიერა. ამის შენდეგ მან დააარსა საკუთარი სამოდელო სააგენტო  "IMG Models".

alt

2009 წელს მან ეშტონ კატჩერთან ერთად გაუშვა რეალითი-შოუ "სილამაზე შიგნიდან" - იმის შესახებ, თუ როგორ ულამაზოდ შეიძლება იქცეობნენ ლამაზი ადამიანები.

alt

გარდა ამისა, ტაირას მიჰყავდა საკუთარი შოუ "The Tyra Banks Show", რომლის პრემიერაც გაიმართა 2005 წლის 12 სექტემბერს. ამ შოუს ფორმატი ძალიან ჰგავს ჩვენებურ "ნანუკა ჟორჟოლიანის" შოუს. 2008 წელს მან "Daytime Emmy Award "-ის პრემიაც კი მიიღო ამ შოუსთვის.

alt

ერთხელ შოუს მსვლელობისას მან მკერდიც კი გაიშიშვლა იმის დასამტკიცებლად, რომ არანაირი ოპერაციები არ გაუკეთებია მის გასადიდებლად.

alt

ნამდვილი დიდება კი ტაირა ბენკსს მოუტანა ლეგენდარულმა შოუმ  "ტოპ-მოდელი ამერიკულად", რომლის პრემიერაც შედგა 2003 წელს და მოულოდნელად ტაირა წამყვანის, პროდიუსერისა და მსაჯის ამპლუაში მოევლინა მაყურებელს. ამ შოუმ იმთავითვე მოხსნა ყველა რეკორდი მაყურებლის სიმპატიისა და იარსება რეკორდული 16 სეზონის განმავლობაში!

alt

ტაირა ბენკსმა დაწერა წიგნი  "Modelland". და მომავალში გეგმავს ამ სერიის კიდევ სამი წიგნის გამოშვებას.

 

ავტორი: ემილი.



 

შეაფასეთ სტატია :
         

(2011-11-23 20:12:34)

dzan miyvars es qali, misi fani var altaltalt

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO