მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    აპრილი    » «    2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ანეკდოტები გურულებზე

*   *   *

გურული ტბაზე თევზაობს. ამ დროს დაადგებიან თავზე რეინჯერები და ეუბნებიან:

- უნდა დაგაკავოთ, აქ თევზაობა აკრძალულია!

- ჩემს დაჭერილ თევზს ხედავთ, ძამა, სადმე? - გაიოცა გურულმა.

- არა.

- აპა, ჩემს ჭიაყელას საცხა ვაბანავებ, მაი არაა თქვენი საქმე!

 

*   *   *

ავტოკატასტროფის შემდეგ, გურული აზრზე მოდის საავადმყოფოში....- აი სად ვარ მე, სამოთხეში?
ცოლი:
- მომინდომა სამოთხე, შემომხედე, აგერ ვარ!

 

*   *   *

გურულების ახალი სადღეგრძელო:

- რაც მსოფლიოში ატომური ბომბია, სუყველა მშვიდობიანად აფეთქებულიყოს, ძამა!

 

*   *   *

ორი გურული ეკლესიაში მივიდა და მამაოს სთხოვენ, ზეთი გვაცხეო.

- მარხულობთ? - ეკითხება მამაო.

-არა, არ ვმარხულობთ.

- მონათლულები თუ ხართ?

- არა, მამაო, არც მონათლულები ვართ.

- აბა, ზეთის ცხება რეიზა გინდათ, ჭრაჭუნობთ, თუ?!

 

*   *   *

გურულ ქალს ეკითხებიან:

- რა უნდა ქნა თუ შენს მიმართ კაცი გაცივდაო?

- უნდა დამარხო! - არც დაფიქრებულა ქალი.

 

*   *   *

გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მანქანა შეასკდა ბოძს. მოკლედ, დიდი ამბავია. ჟურნალისტებიც მოვიდნენ შემთხვევის ადგილზე და თვითმხილველს ეძებენ, რომ ინტერვიუ ჩაწერონ. იქვე მამაკაცი შენიშნეს, რომელიც პაპიროსს აბოლებდა და შესცქეროდა ამ ამბავს. მიცვივდნენ ამ მამაკაცთან.

- ბატონო, თუ შეძლება, გვითხარით რა მოხდა?

-აგერ იმ ბოძს ხედავთ? - კითხვითვე უპასუხა გურულმა.

- კი, კი, ვხედავთ!

- ხოდა, იმგენმა ვერ დეინახეს!

 

*   *   *

გურიაში კაცი მოკტა. ბევრი იფიქრეს ჩაეყოლებინათ თუ არა ყაბალახი. ერთმა თქვა, - ამ ზაფხულს რად უნდა ყაბალახიო!

- ზათარში შენ წუუღებ, თუ?! - ჩაეკითხა მეორე.

 

*   *   *

რესტორანში ზის გურული ქალი. ამ დდროს მასთან მამაკაცი მიდის და ეკითხება:

- ქალიშვილო, თქვენ ცეკვავთ?

- აბდალი თუ არ ხარ, ვერ ხედავ რომ კი არ ვცეკვავ, ვზივარ და ვჭამ?! - გაოცდა ქალი.

 

*   *   *

გურულს ბირჟაზე "ეღადავებიან".. ერთი ეუბნება:

- გავიგე, ერთი კვერცხი გქონიაო!

- შენ, მომისმინე, ძამა, ერთიო, - გამწარდა გურული - შენს ცოლს უთხარი, ამბების მოტანას სახლში თავი დაანებოსო!

 

*   *   *

გურული თევზს ყიდის:

- ძამია, რატოა ეს თევზი მოღუნული?

- მაი, ქალბატონო,   პავაროტში დევიჭირე!

 

*   *   *

გურული გასაუბრებაზეა:

- თქვენი საქმიანობის სფერო?

- აფერისტი!

- როგორ თუ აფერისტი?! რას აკეთებთ ასეთს?

- აფერს!

 

*   *   *

გურული გადავიდა მეზობელთან:

- მასესხე, ძამა, 5 ლარი, სატირალში მივდივარ..

- 5 ლარი თუ არ გაქვს, რა გინდა, ძამა, სხვის სატირალში, დაჯექი სახლში და იტირეო, - მეზობელმა.

 

*   *   *

- ქალბატონო, რატომ ჩაარტყით ქმარს თავში ტაფა?

-დედაია, ამასაც ნებართვა უნდა?! - შეიცხადა გურულმა ქალმა.

 

*   *   *

ამერიკაში წასული შვილი დედას ურეკავს გურიაში.  

- მენატრები, შვილო, რეიზა არ ჩამოი ამდონხანს?! - გადირია სიხარულით დედა.

- კი მინდა, ნენა ჩამოსვლა, მარა მრცხვენია!

- რა ქენი, ნენა, ამფერი, სახლში დაბრუნება რომ გრცხვენია?!

- ცოლი მევიყვანე!

- მაგას რა ჯობია, შვილო?!  

- ... ზანგია, ნენა!

ყურმილში პაუზაა... - სიყვარულს ფერი არა აქ შვილო, ჩამოი და ჩამეიყვანე!

- ოთხი შვილი ყავს, ნენა!

კიდე პაუზა...

- არა უშავს, ნენა, გეიხარებს კუთხე, ეზოში შავტუხიე ბაღნები რომ ირბენენ! ჩამოით!

- კი მარა, სად დაგვაწვენ ამდენ სულს?

- შენს ძმას ნალიაში, მამაშენს საწნახელში...

- შენ, ნენა, შენ სა დაწობი?!

- მე, ნენა, რავარც დავკიდებ ყურმილს იმ მინუტში კუბოში ჩავწობი ნენაააა !!! 

 

*   *   *

გურულ ქალს ჰკითხეს, - რა უნდა ქნა თუ შენს მიმართ კაცი გაცივდაო?

- უნდა დამარხო! - უპასუხა ქალმა.

 

*   *   *

გურიაში ჭორიკანა ქალი გარდაიცვალა. მეზობლები დასტირიან: 
- ადე, ცა, ზეზე, რაფერ გვტიებ ინფორმაციულ ვაკუუმშიიიი! 

 

*   *   *

პირველი ღამეა და გურული ეუბნება ცოლს: _ ახლა ცოტა გეტკინება.

გავიდა რამდენიმე წუთი და ცოლი გაკვირვებული ეკითხება:

- როდის უნდა მეტკინოს?

- როის და ახლა რომ შემოგცხებ, მაშინ!

 

*   *   *

გურული დამლაგებელი თავდაცვის სამინისტროს ტუალეტში:
- ჰმ... კაცმა რო გკითხოთ, ტყვიას ტყვიაში აჯენთ! 

 

*   *   *

გურული ცოლი ეკითხება ქმარს :

- რა გაჩუქო დაბადების დღეზე? 
- წუთიერი დუმილი. 

 

*   *   *

გურული აზიდვებს აკეთებს. გამოიარა მეორემ და ეკითხება:
-ქალი რო უყავი ძამა,მოგპარეს? 

 

*   *   *

გურული იმპოტენტი გახდა და გაეხარდა, - ძლივს არ გევიარე ჩემ ჭკუაზეო?!

 

*   *   *

გურულს პოლიციაში დააწყებინებენ მუშაობას. მისცემენ მკვლელის სურათს, - ეს დასაჭერიაო.. - ნენა, რო უღებდით აი სურათს, დეგეჭირათ მაშინ, სა ვდიო ახლა! 

 

*   *   *  

გურული დედამთილი ჩამოვიდა თბილისიდან და ქოთქოთებს:
- არა, რავა ყველა უსაქმური მე უნდა შემხთეს?!
- რა იყო ქალო?
- რა იყო და.. დილას რომ დაჯდა ჩემი რძალი იმ რაცხა კომპიუტერთან, მთელი დღე ხომ ეგდო, მერე საღამოს სპალნაში შევიხედე და დოუდვია გულზე აი ლეპტოპი და ახლა იქანა გლახაობს რაცხას.
- რა უჭირს მერე ქალო, ხომ არ ბოზობს?!
- მაგას ბოზობა ჯობია, ნენა. წავა ერთი საათით, მეიხმარენ ქე მაინც, მუა მერე სახში დაწყნარებული და მიხედავს ბაღნებს. 

 

*   *   *

გურული სტუმრადაა...

ოთხჯერ ამოუსვა კოვზი ჩახოხბილში და ოთხივეჯერ ფრთა ამოვიდა. 
- რაია აი, ვერტალიოტი დაკალით თუ?! 

 

*   *   *

ჩოხატაურში ერთმა ბებომ ძროხის სანახავად დოუძახა ახალ გამომცხვარ ვეტერინარს, რომელიც ველოსიპედით მივიდა, შეათვალიერა ,,პაციენტი ძროხა, მერე მიუბრუნდა ბებოს და უთხრა:
-აი ატეხილია ნინა ბებია?
-აუფ! რა წეიყვანს ამ სამგლეს ახლა ერკეთში?!?!?
(მე -3 სოფელში იქედან)
- ვეტერინარს შეეცოდა ბებო, გახსნა ჩემოდანი, შპრიცით დალუქული კონტეინერიდან ამოიღო სპერმა და საჭირო ადგილას გაუკეთა, ერთი სიტყვით ხელოვნური განაყოფიერება ჩაატარა...
-ვსიო აღარ უნდა ამას არაფერი, მაკეთაა უკვე!!!!
-რას ჩივი ნენა? ამას ბუღა არ უნდა?(გეიკვირვა ბებიამ)
-არა ნინა ბებია მაკეთაა უკვე მაი!
-რაფერ ნენა... ამაზე ახლა კურომ არ უნდა გადეიაროს ზეეთ? (დაუკონკრეტა ზდილობიანად)
-100 ჯერ ხომ არ გეტყვი ნინა ბებია?!?! არ უნდა მაგას აფერი...
- ბებო შემობრუნდა, მაღლა აწია თავი, გარდაისახა პირ-ჯვარი და თავისთვის ჩაილაპარაკა?
-ამ ხნის ქალი ვარ, დავბერდი ნენა და პირველად ვნახე ბუღა ველოსიპეტით დეიარებოდეს და ყ@@ეი ჩემოდნით დაქონდესო... 

 

*   *   *

ორი გურული კამათობს:

- აგი პრტყელი ლიანდაგი როა გასტორებულ-გაშვლიპინებული, აგი მრგვალი ბორბლები რეიზა რახუნობენ ზეთ?

- დამაყურე აგერ, ყაზილარო. აპა, შენ თუ მეტყვი, რას უდრის წრის ფართობი?

- რას და.. პი ერ კვადრატს.

- ხოდა, მაი კვადრატია რო რახუნობს.

 

*   *   *

გურული მივიდა ექიმთან, -ექიმო, ვკვდები კაცი, მიჭირს, ნელ-ნელა ვშარდავო...
ექიმმა გასინჯა, და პროსტატის წამლები გამოუწერა.
მივიდა გურული აფთიაქში, იანგარიშა გოგონამ და უთხრა, 87 ლარისაა თქვენი წამლებიო.
- მომე, ჩემო დაია, მაი რეცეპტი და წევედი სახლში, ნელ-ნელა მოვფსამ, არსა არ მეჩქარება მე! 

 

*   *   *

ექიმო, ძალიან მტკივა ჭიპქვეშა ალაგი, - ეუბნება გურული ექიმს.....
- აბა, გაიხადე და გაგსინჯავ!
- რავა ჩემი არ გჯერა, თუ?!

 

*   *   *

გურულს დაპატიჟებენ კახეთში ქელეხზე. გადახედავს სუფრას და გადაირევა - ხაშლამა, შილაფლავი, მწვადი, შემწვარ-მოხრაკული... აღფრთოვანებული წამოიძახებს:

-ა, ძამა, ხალხი! ა, ძამა, სუფრა! რა უნდა კტარს გურიაში?! კტარი სულ კახეთში უნდა იყოს!

 

*   *   *

გურული ქალების დიალოგი:
- შენი მევიდა? - არა, მაი ვნახე მიწაშიიი!
- შენი?!
- მევიდა მარა, იმფერი სანახავია, მუუწვეს შენსას გვერდშიიი!

 

*   *   *

გურულმა, როგორც იქნა, დაარწმუნა კომისარიატის ექიმი, რომ მხედველობა არ უვარგოდა და იმ საღამოსვე კინოში შევიდა ახალი ამერიკული ფილმის სანახავად. ფილმი დაიწყო და, ჰოი, საოცრებავ! ეს ექიმი გვერდით არ უზის?! გურული არ დაბნეულა, მიუბრუნდა ექიმს და ეკითხება:

- უკაცრავად, ბატონო, აი ავტობუსი ჩოხატაურში ხომ გეიარს?

 

*   *   *

- ბაღანიზა ვიტამინები მინდა, - ეუბნება პროვიზორს გურული.

- რომელი, ბატონო?

- მრგვალი როა.

- გასაგებია, მაგრამ ა, ბე თუ ცე?

- მაი სულ ერთია, პატარაა, კითხვა არ იცის ჯერ.

 

*   *   *

გურული მატარებლით მგზავრობს. ხედავს, რომ მის წინ მჯდომი ქალი ძალიან ნერვიულობს.

- რა განერვიულებთ, ქალბატონო?

- ჩემი ქმარი ჟურნალის საყიდლად ჩავიდა, მატარებელი დაიძრა და ის დარჩა. რა მეშველება ახლა მე?-აქვითინდა ქალი.

- ეუჰ, მაგიზა დარდობთ?!  მაი აფერი, აგერ მე გათხუებ ჟურნალს.

 

*   *   *

გურული თოფს ჰყიდის:

- შეიძინეთ უნიკალური ნივთი, იმფერი უნიკალურია, რომეეე...

- რა აქვს მაგ ჟანგიან თოფს უნიკალური? - დაცინვით ეკითხება გამვლელი.

- ამ თოფით ხვიჩამ გოჩა მოკლა. არ იცი, შე აბდალა, "მამელუქი"?

- ხვიჩამ გოჩა ხომ ხმლით მოკლა?!

- ხოდა, იმიტომაა იშვიათი და უნიკალური აგი თოფი.

 

*   *   *

გურული ღმერთს ეხვეწება:

- ღმერთო, რომ ხარ, ქე ვიცი! რა მინდა - ქე იცი! აბა, შენ იცი!

 

*   *   *

წარწერა გურულის საფლავზე:

"ვიძახე, გლახათ ვარ, გლახათ ვართქო და ე!"

 

*   *   *

წარწერა მეორე გურულის საფლავზე:

"მე აქ უნდა ვიწვე და შენ მაგას უნდა კითხულობდე?!

 

 

*   *   *

გურულს საფლავში გამოეღვიძება, წამოჰყოფს თავს და იკითხავს:

-რავა, მოკვდით თუ რაია აი?"

 

*   *   *

დილით 2 გურული შეხვდება ერთმანეთს:

- რაფერ ხარ, ძამა? სით მიხვალ?

- მამაჩემის საფლავზე.

- მერე ამ დილაუთენია?!

-რავა, ეძინება, თუ?!

 

*   *   *

- გურული ხარ? - ჰკითხეს გურულს

- კი, მაგრამ ვმკურნალობ!

 

ავტორი: ემილი.

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO