მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2021    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
საქორწინო კაბის ფერი პატარძლის ხასიათზე მეტყველებს

ბოლო ხანებში აქტუალური გახდა ფერადი საქორწინო კაბები. პატარძლები იმ ფერს ირჩევენ, რომელიც მათ სახეს, თვალებს, სხეულს ყველაზე მეტად უხდება და მათ სილამაზეს ხაზს უსვამს. ფსიქოლოგთა აზრით, იმის მიხედვით, თუ რა ფერის კაბა აირჩია პატარძალმა, შეიძლება მისი ხასიათი გამოვიცნოთ.

alt

თეთრი ფერის მოყვარული ადამიანი არის გულწრფელი, გაწონასწორებული, კეთილი და მორჩილი.  ეს ფერი უმანკოების, ჭეშმარიტების, უბიწოების და ღვთიურობის სიმბოლო გახლავთ.

alt 

მოცისფრო-მოლურჯო ფერის კაბაზე არჩევანს აკეთებენ მშვიდი ხასიათის გოგონები. მათ ტრადიციული შეხედულებები აქვთ, სანდონი და საიმედონი არიან.

alt 

ყვითელ საპატარძლო კაბაში გამოწყობილ პატარძალს უყვარს ცვლილებები, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდება. ასეთი გოგონა ბედნიერებას ჰპოვებს სექსშიც და რელიგიაშიც. ის მრავალმხრივი და ჭკვიანია.

alt 

წითელ კაბას ირჩევენ აქტიური და ძლიერი ადამიანები, რომელთაც შესწევთ უნარი ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწიონ.

alt

შავი ფერის საქორწინო კაბას შეუცნობელი, იდუმალი, საინტერესო, მისტიური, მკაცრი ხასიათის ადამიანები ირჩევენ. ისინი ხშრად პროტესტს უცხადებენ თავიანთ ბედისწერას.

alt 

მწვანე ფერის საქორწინო კაბა მისი მფლობელის ძლიერ სულზე, მიზანდასახულობასა და შეუპოვარ ხასიათზე, მდგრად შეხედულებებზე და მაღალ თვითშეფასებაზე მეტყველებს.

alt 

იასამნისფერი კაბა ქორწილისათვის შეიძლება აირჩიოს მეოცნებე გოგონამ, რომელსაც უნარი შესწევს მოხიბლოს და აღტაცებაში მოიყვანოს გარშემომყოფნი. ის საკუთარი ფანტაზიის სამყაროში ცხოვრობს.

alt

ვარდისფერ საქორწინო კაბაში გამოწყობილი პატარძალი ძალიან ნაზი ბუნების, ქალური, უანგაროდ შეყვარებული, რომანტიული, კეთილი და ზედმეტად მგრძნობიარეა. 

 alt

მოყავსიფრო საქორწინო კაბის მფლობელი თავმდაბლი, მშვიდი, წყნარი, საკუთარ თავში დარწმუნებული და ოპტიმისტია.

ახალგაზრდულ ქორწილებში გვხვდება ისეთი გარდამავალი ფერის საქორწინო კაბებიც, რომელთაც ვერცერთ ფერთა კლასიფიკაციას და აღწერილობას ვერ მივაკუთვნებთ.  ეს მათ ორიგინალურობას, ექსტრავაგანტულობასა და ფანტაზიის უნარს უსვამს ხაზს. ბოლოს და ბოლოს ეს დღე მათია და მხოლოდ პატარძალმა უნდა აირჩიოს რა ფერის შეიძლება იყოს მისი საქორწინო კაბა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია უსაზღვრო ბედნიერება და ოჯახური იდილია ვუსურვოთ მათ!

 

ავტორი: ემილი.

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO