მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
შენ ხარ ქალი...

შენში არსებობს ეშმაკი და ღმერთი. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ხასიათზე ხარ. რთულია იმაზე ფიქრი, რომელი ხარ,  როდესაც ჩემ გვერდით ხარ, თუმცა ერთი კი ცხადია: მე მამშვიდებს შენი ოკეანასევით უკიდეგანო, ბრილიანტებით დატვირთული,  გემივით ჩაძირული უმანკო თვალები.

მე ცოდვილი ვარ.  ვდგავარ შენს წინაშე, როგორც მოუნათლავი პატარა ბიჭუნა და ველოდები განაჩენს. ველოდები როგორ დახრი სახეს, როგორ გამოუშვებ ანტიკური ყელიდან წმინდა დემონებს, როგორ აათამაშებ ანერვიულებულ და მთრთოლვალე ქვედა ტუჩს... ველოდები შენს გველივით მაცდურ და ვაშლივით ტკბილ თმებს, რომ აშრიალდნენ როგორც უკანასკნელი, მეამბოხე სულის გამოძახილი, რათა დაიპყრონ სივრცეები, იბატონონ, დაიმონონ, მართონ...

შენ იმაზე მეტი შეგიძლია, ვიდრე ქალებს! შენ იმაზე მაცდური ხარ, ვიდრე დედოფალი ელენა... გაცილებით მოსიყვარულე ხარ,  ვიდრე ქალღმერთი აფროდიტე...  იმაზე მონადირე,  ვიდრე დალი, ემოციური,  ვიდრე ატომის გახლეჩვის თეორია...  შენი ბავშვური სიგიჟე კი აჭარბებს ყველა ტირანის, მეფის თუ დედოფლის ინტონაციურ ამოკვიატებას. შენში არ არსებობს სიტყვა კი, შენ მხოლოდ ლაკონურ და დიალექტურ „დიახ"-ს ხარ შეჩვეული...  შენ არ იცი რა არის საფუძველი ურთიერთობისა, რადგან შეუძლებელია მიიღო ის,  რასაც შენ ასხივებ.  შენში არის როგორც რადიაციული ენერგია,  რომელიც შენ თვითონ გკლავს, ასევე ატომური სადგური, რომლის აფეთქების შემთხვევაში ჩვენ - ადამიანებს საფრთხე გვემუქრება.

არასდროს გვისაუბრია ერთმანეთთან თუ როგორ მოვიქცეოდით რომ ერთმანეთს ვერ ვხედავდეთ, მაგრამ გეტყვი: მე დროს ვერ გავუძლებ - არ ვარ ისეთივე მარადიული როგორიც შენ ხარ... მე ვარ წილადი, რომლის არაწესიერება განისაზღვრება მისივე უსასრულობაში გადაგდებით... შენ ხარ "პი"! თუმცა, ალბათ, პასუხი იმაზე თუ როგორ მოვიქცეოდი, არ მაქვს. შენთან შეხვედრის შემდეგ მე დავიჯერე რომ არ არსებობს საზღვრები, სახელმწიფოები, ავტონომია, დემოკრატია, იერარქია...  არ არსებობს რომის პაპი, არც მასონური ჯოხი, არც მეფე ესპანეთში, არც ტომის ბელადი სადღაც გარყვნილ ამაზონის ტყეებში... შენ ერთი ხარ ესპანეთშიც, რუსეთშიც, ამერიკაშიც, თვით სამხრეთ პოლუსზეც კი...  შენ არ გაქვს ეროვნება. უბრალოდ შენ ამ სამყაროს შვილი ხარ.

მე უკვე ვიცი პასუხი კითხვაზე - რა შეიქმნა პირველი. არ არსებობს არანაირი 7 დღე სამყაროს შექმნის თაობაზე, რადგან შენ იმ დროიდან არსებობდი რაც ღმერთი არსებობს... თვით ღმერთიც კი შენ შექმენი, შენ გყოფნის სიძლიერე რომ ჩვენ შენ შვილებად ვიწოდებოდეთ...

შენს წინაშე ყველა უძლურია: ავადმყოფები, ლოთები, გიჟები, მაინიაკები, მკვლელები, უბრალო მოკვდავები, პოეტები, მხატვრები, მეფეები, თაღლითები... უბრალოდ შენ იმდენად ძლიერი ხარ,  რომ ხშირად ცდილობენ შიშის ნიადაგზე ზიანი მოგაყენონ... თუმცა ეს არის მცდელობა მოკვდავისა, ჰომოსაპიანსისა, რომელიც თავისივე აზრებში იხლართება და საბოლოოდ მაინც შენში პოულობს ცხოვრების აზრს.

შენ ხარ დრო... შენ ხარ საუკუნე... შენ ხარ წელთაღრიცხვა... შენ ხარ ქალი!

ავტორი: ტატო საკანდელიძე

 

შეაფასეთ სტატია :
         

(2013-02-07 23:20:55)

როცა ამ საიტზე შემოვედი, პირველად ეს სტატია წავიკითხე, და სწორედ ამან გადამაწყვეტინა დარეგისტრირება, ყველაფერი შესანიშნავია აქ! ამ სტატიაზე კი კომენტარს ვერ გავაკეთებ, ბრავო!

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO