მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2017-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2017-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2017-06-01
ბოლო ზარი - 2017-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2017-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
კურიოზები

გიგა:

მეგალაინიდან გამოვედი ელიავას მხრიდან. ორმა მიკროავტობუსმა არ გამიჩერა. ვდგავარ. ველი შემდეგს. გოგონამ წერეთლის მხრიდან გზაზე გადმოირბინა. ყურებში ყურსასმენები ჰქონდა და ეტყობოდა საკმაოდ ხმამაღლა უსმენდა მუსიკას, რადგან თითქმის მიყვირა, როცა მკითხა, - "სმაილის" მაღაზია ხომ არ იცით სად არისო? - მეგალაინში-მეთქი, ვუთხარი და მომავალ მიკროავტობუსს ავუქნიე ხელი. გოგონამ ხელს გააყოლა თვალი და ელიავასკენ გადაირბინა. - მანდ არა, მეგალაინში! - დავუძახე. მომხედა მაგრამ მივხვდი ვერ გაიგონა და ხელი გავუქნიე - არაა-მეთქი. გოგონამ ფართოდ გამიღიმა და ხელი დამიქნია დამშვიდობების ნიშნად, თან ჰაეროვანი კოცნაც გამომიგზავნა. გამეღიმა, ღირდა მესამე მიკროავტობუსის გაშვებად. ხო მესამე, რადგან როცა გოგონას ხელით ვანიშნებდი "მანდ არაა"-მეთქი, მიკროავტობუსის მძღოლს ეგონა, აღარ ვაჩერებდი და გაზს ისე მიადგა მგონი ახმეტელამდე ვეღარ გააჩერებდა. 

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

ნათია მანჯგალაძე:

ერთხელ გათბობის ქვაბი გამიფუჭდა და ხელოსნები გამოვიძახე. ორი ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა და შეუდგნენ მუშაობას თავისთვის...  ამ დროს ტელეფონმა დამირეკა და მახარეს, რომ მოსკოვში ძმისშვილი შემეძინა. გახარებულმა ავიღე ტელეფონი და ჩემს დას გადავურეკე (იქვე ცხოვრობს), სასმელი წამოიღე და გადმოდითქო!.. ..ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს...

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

ემილი:

ამ ზაფხულს დამკვეთებისთვის დიზაინს ვაკეთებდი. ახალგაზრდა, ახლად დაქორწინებული წყვილი იყო.  მარტო უნდა ეცხოვრათ ბინაში. ცოლმა დაიჟინა, გინდა თუ არა, მინდა შემოსასვლელი რკინის კარი განიერი და ორ-ფრთიანი იყოსო. შიგნიდან რომ გავიხედე, თითქოს პრობლემა არ იყო, მაგრამ გარედან მხოლოდ 90 სმ იყო სადარბაზოს კიბეებსა და ლიფტს შორის კარისთვის ადგილი...  ვუხსნი, რომ არ გამოვა, ადგილი არაა საკმარისი.. შესასვლელი კარი ხომ მარტო ინტერიერში არაა, მისთვის სივრცე გარედან, სადარბაზოს მხრიდანაც უნდა გავთვალოთ და ჩვენს შემთხვევაში გამორიცხულია ამის გაკეთება... ვერც მე შევაყურე ვერაფერი და ვერც მისმა ქმარმა. გაბრაზდა ბოლოს ქმარი და ეკითხება, - კი მაგრამ, გამაგებინე რისთვის გინდა ეს განიერი კარებიო?! - როგორ თუ რად მინდაო, კუბო ვერ უნდა გავიტანო სახლიდანო?! - რაოოოოოო?! - ადვილად წარმოიდგენთ იქ რა ამბავიც დატრიალდებოდა... 

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

ნათია ფოტინე:

პაციენტი მირეკავს მაღალი წნევა მაქვს და რა ვქნაო? ფეხები ცხელ წყალში ჩაყარე და ენის ქვეშ კაპტოპრილი დაიდე, მერე დამირეკე როგორ იქნებითქო... ერთ საათში მირეკავს ისევ: დამიწია, როგორც მითხარით, ფეხები ცხელ წყალში ჩავდე და ენის ქვეშ კარტოფილი დავიდე, მართალია თქვენ არ გითქვამთ, გათლილი, თუ გასათლელი, მაგრამ მე მაინც გავთალეო!
მოკლედ, კარტოფილი წნევის დასაწევად კარგი ყოფილაა! 

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

მირიან დვალი:

ქუთაისში სადგურზე ვართ მე და ჩემი ცოლი, თბილისის მარშუტკას ველოდებით. კაცი მოგვადგა ქადით: - იყიდეთ, ბაბულია, კარგი ქადებია... ჩემმა ცოლმა არ მიაქცია ყურადღება.  ეს კაცი არ ეშვება, -იყიდე ბაბულია, არ გაწყენს... ბოლოს ჩემი ცოლი ეუბნება : - როგორ იცით ხოლმე, საშველს არ მისცემთ ადამიანს, მომეცით ერთი ცალი! -  ცოტა ხნის შემდეგ ის კაცი ისევ ბრუნდება: - იყიდეთ ბაბულიკა ქადა, გასკდა გული... არა ამ ქალთან მეორეჯერ ვეღარ მივალ (ამბობს ჩემი ცოლის დანახვაზე). ცოლმა დრო იხელთა: - სხვათაშორის, არც ისეთი კარგი იყო ის ქადა როგორც აქებდით. -  რა ვიცი, ბაბულიკა, კი შეგიჭამია და... - უპასუხა ბაბულიამ. 

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

ქეთი დუვარდი:

როცა სამზარეულოში ვტრიალებ, აუცილებლად მახურავს მზარეულის ქუდი (თმის დასაცავად). თავს უფლებას ვაძლევ, სტუმარმაც მნახოს ასე. ერთ-ერთმა სტუმარმა რამდენჯერმე მხოლოდ ასე წინსაფრიან-ქუდიანი მნახა. ერთხელ საზოგადოებაში შევხვდით ერთმანეთს, მივესალმე და შინაურულად მოვიკითხე. ცოტა ხნის შემდეგ მეუბნება: -ბოდიში, ქალბატონო ქეთი, ჩაცმული ვერ გიცანიო. 

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

შორენა გეგიძე:

მეზობელი მყავდა - ირა დეიდა - ქუთაისში გათხოვილი.. ერთ დღესაც ქმარმა ჰკითხა, - "ირა, ხილი არაფერი გვაქვსო?" - "მაცივარში "შამბალაა" და გამოიღეო!" - გადაირია ეს კაცი.. შავ ბალს გულისხმობდა თურმე...

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

წუ წუნა: 

მილანში ვარ და... ფეხსაცმელების ბუტიკს გვერდს ვერ ავუვლიდი (ფეხსაცმელები ჩემი სუსტი წერტილია). შესვლისთანავე მომსახურე პერსონალი გამომეცხადა დაგეხმარებით არჩევანის გაკეთებაშიო (მომსახურეობა, მოგეხსენებათ, მართლაც რა დონეზეა)... მოკლედ, ავირჩიე საშემოდგომო ფეხსაცმელი და გასასინჯად ჩამოვჯექი.  ერთ-ერთმა ჩაცმაში დაგეხმარებიო... ვახ, ფეხი 36 ზომა მაქვს, მაგრამ გამიჭირდა ჩაცმა... ამ გაწამაწიაში ვართ, ამიცდა ფეხი და ამ ბიჭს ფეხებს შუა მთელი ძალით ამოვარტყი  ....დამიჯერეთ ეხლა მეცინება, თორემ იქ სიტუაცია შეიქმნა... იასამნისფერი დაედო საწყალს!.. წყალს ხან მე მაწვდიდნენ და ხან დაზარალებულს... ფეხსაცმელი როდის ვიყიდე აღარ მახსოვს! 

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing  Laughing Laughing

ნათია მანჯგალაძე:

ერთხელ მეუღლემ მიმიყვანა ატელიეში.  მანქანისთვის გასაჩერებელი ადგილი ვერ გამონახა, ცუდად გააჩერა და მთხოვა სწრაფად გამოდიო. შევვარდი ატელიეში, ავიღე კაბა, გამოვვარდი, გავაღე მანქანის კარები, ჩავჯექი.. თან პირს არ ვაჩერებ - „ეს არ გააკეთა, აქ ვერ გამიკეთებენთქო" და ქმრის სიჩუმემ გამაოცა თანაც არც მანქანას ძრავს..  გაკვირვებულმა შევხედე, რატომ არ მივდივართთქო და.. მიყურებს ვიღაც სიმპატიური, ქერა, ცისფერტვალება ბიჭი დაჭყეტილი თვალებით... გადმოვხტი მანქანიდან, შევხედე და ზუსტად ჩვენნაირი მანქანა დაუყენებია იქვე.. მე კი გავუხეთქე გული...

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

ბუკი:

I კურსის სტუდენტი ვარ და დასაქმების პროგრამა გამოაცხადეს. სასტუმრო მეტეხში იყვნენ 40 კომპანიის წარმომადგენლები ვისთანაც CV უნდა ჩაგვებარებინა... ჭკუაზე არ ვარ, სიხარულით დავხტივარ, უკვე ოცნებებში ვარ - ჩემი პირველი სამსახური პირველი ხელფასი და ა.შ... მივედი ერთ ფირმასთან, გამოვკითხე ყველაფერი და CV-ს რომ ვუტოვებ - ჩვენ ვაკანსია არ გავქვს, მაგრამ დაგიკავშირდებითო... იგივე განმეორდა მეორესთანაც, მესამესთანაც... - მე თქვენ გასწავლით ჭკუასთქვა!.. ამის მერე შემდეგი ტექსტით მივდიოდი - "ვიცი, ვაკანსია არ გაქვთ, მაგრამ მე კარგი ბიჭი ვარ, აუცილებლად დაგჭირდებით და აი ჩემი ტელ. ნომერი (თან CV-ზე ვუთითებდი)" ხოდა, ერთერთ ასეთ აბრევიატურიან ფირმასთან მივედი ჩემეული ტექსტით და რომ გამოვტრიალდი, ჩაბჟირდნენ... გამიტყდა... და მეგობარს ვეუბნები, რატომ დამცინიანთქო?! - მანდ CV რატო ჩააბარეო? ეგ არასამთავრობო ორგანიზაციაა მარტოხელა დედების დასაქმებისთვისო! 

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

გიგა:

მე და ჩემი ბიძაშვილის მეუღლე შევდივართ მაღაზიაში. მე სარდელს ვყიდულობ და ის იქვე ქათმის ბარკლებს ელოდება. მოუწია რიგი. გამყიდველმაც რამოდენიმე ცალი აიღო და წონის. ამ დროს თითქმის სირბილით მოდის სიმპატიური ბიძაკაცი და გამყიდველს ეკითხება - რამდენისააო?  ჩემმა რძალმა - როგორ, ბატონო, ეგ ჩემი ბარკლებიაო! კაცი უკან გაიწია, აათვალიერ-ჩაათვალიერა უცბად ჩემი რძალი და - ეუფ! მაშინ კიდევ ოთხი დამიმატეთო! -  მიუბრუნდა გამყიდველს... აი, იქ ჩვენი სიცილი უნდა გენახათ და იმ კაცის ბოდიშები მერე...

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

ქეთი დუვარდი:

ერთხელ რაიონში მიმავალს მიკროავტობუსში ახოვანი მამაკაცი მომიჯდა გვერდით. ალბათ გადაწყვიტა გამცნობოდა და რამდენჯერმე ,,დაყენებული ხმით" მოიტანა იერიში. მე ,,შეუვალი" ვიყავი და გაზეთაფარებულმა მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე. იმისათვის, რომ ჩავსულიყავი, ჯერ ეს მამაკაცი უნდა ჩასულიყო და გზა დაეთმო...  მე - ამაყი - ჩავდივარ...  ამ დროს საფეხურს ჩამოვკარი ჩემი 12 სმ-იანი  ქუსლი, ხელის გაშლა კი მოვასწარი და კართან მდგარ თანამგზავრს ჩამოვეკიდე კისერზე. მან - ცხვირი ცხვირთან მიდებულმა - ისე გამიღიმა, თითქოს შური იძია.

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

ემილი:

ზამთარია. 18 წლის თავმომწონე გოგო ვარ და დეიდაშვილებს ვესტუმრე.. მათი სახლი აღმართში დგას. გზები სულ მოყინულია და მთელი უბანი სრიალებს ციგებით. არის ერთი ჟრიამული. იქიდან შებინდებულს გამოვედი და ფაქტიურად შეუძლებელია  იმ თავდაღმართში ჩამოვლა. ჭიშკარი გამოვიხურე თუ არა, პირდაპირ ფეხებში მომიყენა ციგა იმ უბანში ხულიგნობით ყველაზე სახელგანთქმულმა ბიჭმა,  - დაჯექი, ჩაგიყვანო! - აბა, მაგ ციგაზე დავჯდები ახლა-მეთქი! - ვიუკადრისე. დამთავრებული არ მქონდა ამისი თქმა და ამიცურდა ფეხი,  კივილით დავასკდი ყინულს.. - იჯექი, აბა, მანდო! - მოაჯდა თავის ციგას და სულ ღიღინ-ღიღინით დაუყვა დაღმართს!

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

პაატა ტურძელაძე:

გურიაში ვარ და "პატივი  მცეს". - მარტო თბილისში კი არაა, ბიძია, „ნაშობა", აქანეცააო! - და ქალი მომიყვანეს... ხოდა, ამ ქალს ვეკითხები, - რაფერი სექსი მოგწონს, ცა-თქვა? - წაკუნცხულიო, - მითხრა...

Laughing Sealed Laughing Laughing Laughing Sealed Laughing Laughing Laughing Laughing Sealed Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

ნათია:

დედაჩემს და მის მეგობარს ყინულზე ფეხი დაუცურდათ  და ზედ კანალიზაციის ჭასთან მოადინეს ზღართანი, თან სიცილით იხოცებოდნენ და ფეხზე ვეღარ დგებოდნენ...  ბოლოს გაწვნენ და ისე ხარხარებდნენ.  ამ დროს ვიღაც კაცი დაადგათ თავზე: უი, გოგოებო, მე ტელეფონის გამკეთებლები მეგონეთო!

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

ნათია მანჯგალაძე:

ჩემი გურული ბებია გამოპრანჭული გამოვიდა გზაზე (გურიაში), გამგეობაში მიდიოდა. ის პერიოდია, ავტობუსი ან ჩამოივლის, ან - არა. გაუჩერა ახალგაზრდა ბიჭმა და კი ჩაუჯდა ბებიაჩემიც. გამგეობამდე გრძელი გზა იყო. - სად მიბრძანდებით, ქალბატონოო? - აგერ, ბებია, ჩოლობარგშიო! - უპასუხა ბებიაჩემმა.  - მე მეგონა, თბილისში მიბრძანდებოდითო, დაღლილი ვარ და ვიფიქრე, რომ არ ჩამომეძინოს, გამომელაპარაკებაო.. - ნუ გეშინია, ბებია, ჩოლობარგამდე იმდენს გეტყვი, თბილისში ჩასვლამდე გეყოფაო! - დაამშვიდა ბებიაჩემმა.

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

მირიან დვალი:

ლისაბონში ვარ და ტუალეტში შევედი.  აღმოჩნდა რომ შემეშალა და ქალების ტუალეტში შევსულვარ. კინაღამ შევწუხდი - ჯერ ხომ არ გამოილია ეს ქალები, რომ გამოვსულყავი, მერე მათმა საუბარმა სულ გადამრია  (კიდევ კარგი, კარგად არ მესმის პორტუგალიური)! გავისუსე, ავწიე ფეხები, ფეხსაცმელებზე არ მიმხვდარიყვნენ კაცი რომ ესტუმრათ (ტიხრებიც და კარებიც საკმაოდ მაღალზე იყო)... არ ვიცი რამდენი ხანს ვიჯექი იქ და რაღაც მომენტში როცა არავინ იყო, უცებ გამოვვარდი, მაგრამ რა - მაინც ვიღაც ქალს შევეჩეხე კარებში  - დავიწვი სირცხვილისგან... 

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

გიგა:

კომუნისტების დროა. ჩემი გორელი ძმაკაცი დადის რუსეთში და დააქვს ვაშლი. მოეწონა ბიჭს რუსეთში „გულაობა", მაგრამ ვეღარ ასწრებდა „ტუდა-სუდა" სიარულს და წაიყვანა პაპამისი. პაპამისია 185 სმ და 47 კილო, სკილეტივით. ხოდა, ზის პაპა და ყიდის ვაშლს. მოდის კარგი რუსის ქალი, ფერხორციანი, სავსე...  მიდის პაპასთან და ეუბნება, - თქვენ მომეწონეთ და აუცილებლად უნდა მესტუმროთო. აი, ის სახლიაო... - დაანახა -  აი, მისამართიცო. - ფურცელზე დაუწერა და წავიდა. ქართველების ამბავი ხომ იცით, - ე, პაპი, ბედი გაგეხსნაო! - ატყდა გარშემო ამბავი.  ამანაც იფიქრა ერთი კიდევ გავისვრი ავრორასავითო, საღამოს ჩაალაგა კარგი ვაშლები და წავიდა... ავიდა, დააკაკუნა. კარი ხალათში ჩაცმულმა ქალმა გაუღო. ვაშლი გამოართვა და აბაზანაში შებრძანდითო, უთხრა. პაპა შევიდა გაიხადა და დადგა დუშის ქვეშ. 2 წუთში კარი იხსნება. გარეთ დგას ქალი და ორი 6-7 წლის კაი პუსკუნა ბავშვი და დაჭყეტილი თვალებით უყურებენ პაპას. დედა მიუბრუნდა - აი, არ შეჭამთ და ამ პაპას დაემსგავსებითო! - უთხრა და გაიყვანა ბავშვები. პაპასთან მობრუნდა, - დიდი მადლობა, მალე ჩემი მეუღლე უნდა მოვიდეს და თუ შეიძლება სწრაფად წადითო... ხო, ჯიბეში ასდოლარიანიც  ჩაუდო...

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

ნ. ე.

აი, მეზობელი მყავდა,  ჩემს ზედა სართულზე ცხოვრობდა... ზუსტად 12-ი რომ შესრულდებოდა, ისეთი განწირული კივილი გამოდიოდა, გეგონებოდათ, კლავდნენ...  თურმე სად დაფრინავ - კვლა კი არა...

ნუ, იმდენად შემაწუხებელი იყო, იძულებული გავხდი ავსულიყავი,  გამეგო რა ხდებოდა.  დავრეკე  კარებზე...  არ ვიცი, ვის ელოდებოდნენ, მიღებენ კარს და დგას ტიპი -  სულ შიშველი... გამოვვარდი (რომ მახსენდება, ახლაც გავრბივარ)... ის ზემოდან მეძახის -  „სასედკა,  მობრუნდი ნუ გეშინიაო!" - არ მინდოდა ჯერ სიკვდილი!..

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

შორენა გეგიძე:

სკოლაში ქიმიის ღონისძიება ჩატარდა. ყველას მოგვცეს როლები. მე ლითოფონის მტვრის როლი მერგო. შემიკერეს მტვრის ფერის ბიაზის კაბა. გამოვედი ღონისძიებაზე და ვამბობ შემდეგ სიტყვებს: - „მე ლითოფონის მტვერი ვარ.. ხან ცხვირში ვუვარდები ადამიანებს, ხან ყურში, ხან თვალში...", ამ დროს დარბაზიდან უფროსკლასელი ბიჭის რეპლიკა ისმის: „ამხელა მტვერი ჩემს მტერს ჩაუვარდი თვალშიო"... ვიღას ახსოვდა ჩემი სიტყვები, ყველა ხარხარებდა...

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

ტასო:

სტომატოლოგთან ვარ. ფესვიდან ნერვი უნდა ამოეღო, მაგრამ წვერი მოსწყდა და ჩარჩა კბილის ფესვში, ვერ იღებს...  გავიდა 15 წუთი, ბიჭს (სტომატოლოგს) ფერი ეკარგება. ვანიშნე, რა ხდება მეთქი? - გაუჭირდა თქმა, მაგრამ რაღას იზამდა: - მსგავსი რამ არ დამმართნია.., ასე, რომ შევდევი.. მოწყდა წვერი და დარჩა შიგნითო... გავგიჟდი, - ახალბედა თუ იყავი, რად მიბარებდი, ასე თუ გიწყდებოდა წვერი შედებისას, რაღა წვერს ტოვებდი და მტანჯავდი, დაგეტოვიბინა ბოლომდე ბარემ და ერთიანად ამოიღებდი მეთქი... ატყდა ხარხარი.. გავარდა ეს ბიჭი ჰოლში და ძლივს მოაბრუნეს, იმდენი იცინა... სახვეწარი გამიხდა, მოდი და ამომიღეთქო...

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

მირიან დვალი:

ესპანეთში ვართ მე და ჩემი მეგობარი (მაგარი მორცხვი ვინმეა) და ამიტყდა, ბორდელში შემყევი, მარტო მრცხვენიაო...  - შენ გრცხვენია და მე იქ რა გავაკეთოთქო? -შენ ლუდი დალიეო... არ მომეშვა. მეც ხათრი  ვეღარ გავუტეხე და შევყევი.  ოთხი ლუდი აიღო, სანამ ეს მორცხვი ვინმეს შეარჩევდა (თან ერთი ქალის ფასი ლუდში გადაიხადა). ბოლოს, როგორც იქნა, აირჩია ვიღაც და გავიდნენ.  მე ბართან ვდგევარ...  უკან ეს ამორძალები რაღაცას ჩურჩულებენ... ერთი მოდის ჩემთან და კატამ რომ იცის გახახუნება,  ისე გამედო მთელს ტანზე და სიგარეტს მთხოვს. - არ ვეწევი-მეთქი,  - რამე ხომ არ გინდაო? - მეკითხება. - არა, არაფერი არ მინდათქო - და ვწითლდები. ეს ქალი შუა დარბაზში დგება და მთელ დარბაზის გასაგონად ამბობს, - ამას არც სიგარეტი აქვს და არც არაფერი უნდაო!.. მიწა რომ გამისკდეს ის მინდა...  არა, რა, ხათრიან კაცს რა ვუთხარი მე!..

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

ემილი:

ერთ ჩემს მეგობარს მამა გარდაეცვალა. დაკრძალვის წინა ღამეა  და დედამისი ფუსფუსებს, - არაფრის ჩატანება დაგვავიწყდესო, -  ხან რას გამოიტანს, ხან რას...  ბოლოს "ჰალსტუხების" მთელი დასტა გამოიტანა -  ძალიან უყვარდა საწყალსო, -  თან დაატირა... ეს ჩემი მეგობარი ზის და უყურებს შეკრული კოპებით, უკვე ყელში აქვს ამოსული... ვეღარ მოითმინა და: -  "გამოდი, ქალო, აქეთ, თორემ მე ვიცი რაც უყვარდა მაგას ყველაზე მეტად, ჩაგაყოლო მგონიო!"

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

ნ.ე.

სანაპიროზე  ვდგევართ მე და ჩემი დაქალი. თოვს, თვალებში ვერ ვიყურებით, თან საშინლად ყინავს. ტაქსს ველოდებით და არ ჩანს...  გავიხედეთ, -  გაჩერებულია მანქანა მოპირდაპირე მხარეს...  ვეუბნები ჩემს დაქალს, -  მივიდეთ, იქნებ წაგვიყვანოსთქო... ისეთი დათოვლილია გარედან მანქანა, არ ჩანს შიგნით მძღოლი ზის თუ არა... მივადექი...  ვა! -  ახლოს, რომ მივუახლოვდი, ირწევა აკვანივით... მაიმუნივით ხან მარჯვენა მინას მივახტი გასაწმენდად, გარედან ჩავიჭყიტები, ხან მარცხნიდან მივაფრინდები, შიგნით ,რომ ჩავიჭყიტო....სულ გადავუთოვლე მთელი მანქანა და დედააა, რას ვხედავ... რა ამბავია მანქანაში....მე არ ვეშვები. ვუკაკუნებ, ვუწმინდავ მინებს... ჩემი გამჭირვებია, სულ არ მცხელოდა იქ რა ხდებოდა...?! გამწარებულ გულზე გადმომიხტა მძღოლი მანქანიდან . არ მოისვენებ ახლა მანამ შენ არ შეგათრევ მანქანაშიო...?! პირველად მართლა ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მაგრამ ბოლოს სულ ინტერესის გულისთვის გადავასუფთავე თოვლით მანქანა ! ფუ უნამუსოები..!

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing 

გიგა:

პატარა ყაზახეთში შემეძინა. ნუ,  ცოტა ხნის მერე გამოვიდა განყოფილების გამგე და თუ გნებავთ ბავშვის ნახვა შემოდითო. ჩამაცვეს „პა ფორმე" და შევედი ბოქსში. წევს ჩემი თეთრი დიდთვალება 4,300 კგ-იანი და სამი შავი, წვრილთვალა, 2 კგ-იანი ყაზახის ბავშვი. ვუყურებ და ექთნებს ვეკითხები, ჩემი რომელია მეთქი. აი, ესო! -  ჩემსაზე მითხრა ერთერთმა. - მართლა ეგაა? ხომ არ შეგეშალათ ბირკები მეთქი. განყოფილების უფროსი მიხვდა რო ვღადაობდი და კარგად გაეცინა, ის გოგოები კი კაი ხანს ისევ გიჟივით მიყურებდნენ.

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

ნანა შამუგია

ბავშვობაში ძალიან ქაჯანა გოგო ვიყავი, გმხდარი ჩხიკვივით და პატარა, ლამაზი... კლასში საუკეთესო მოსწავლე... ჰოდა, სკოლელი ბიჭები დამსდევდნენ - მიყვარხარო! ერთხელ ერთმა ჩემი სურათი დამანახა შორიდან, საიდან მოიპოვა, არ ვიცი.. გავმწარდი... მორევით ვერ მოვერეოდი, ავდექი და ქვა ვესროლე... მოხვდა წარბში და გაუსკდა.. გააქანეს ექიმთან.. მოგვივარდა დედამისი სახლში და დედაჩემს უთხრა ყველაფერი.  დედაჩემს ჩემი ცემა უნდოდა, მაგრამ ჩემმა ძმამ მიშველა და გადავრჩი. მეორე დღეს შრომის გაკვეთილზე ბაღში ვრგავდით ყვავილებს, გამოვედი იქიდან, გავაღე რკინის კარი და... მომხვდა პირდაპირ სახეში.. გამისკდა წარბი! დღესაც დავიარები შრამით.. არ მერჩია დედაჩემის ხელი მომხვედროდა?!

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

ბუკი:

მოკლედ, საკრებულოში ვმუშაობ... რაღაც საქმეზე გამაგზავნეს და უკან რომ დავბრუნდი ოთახში სუფრა დამხვდა გაშლილი ისე, რომ ყველა ადგილი დაკავებული იყო. ხოდა, უფროსის მძღოლი დგება, რომ ადგილი დამითმოს... - ბრძანდებოდეთ, ბატონო, სხვის ამდგარზე არ ვჯდებითქვა! 

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

ქეთი დუვარდი:

სოფელ ერთაწმინდაში (ქართლი) ვიყავით სტუმრად. 2 ჭიქა თავკვერის შემდეგ სუფრა დავშალე და ყველა საციგაოდ გავიყვანე. მთის წვერზე ერთმა ბავშვმა გაგვაფრთხილა, ის ღობე არ დაშალოთ, მოერიდეთ, თორემ ძალიან ბრაზიანი კაცი ცხოვრობსო. 
ნაქეიფარ მეუღლეს "საჭემ" უმტყუნა და ზუსტად იმ ღობეში გავიჭედეთ. იქ კი სარმომარჯვებული პატრონი იყო ჩასაფრებული. ხომ წარმოგიდგენიათ მომენტი, როცა იმან სარი მოიქნია და ჩვენ შევრჩით ხელში.  

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

პაატა ტურძელაძე:

ჭყონაგორაში ვარ გასვენებაში, ახლობლის ბებია მოკტა... ხოდა, დასაფლავების დღეა... მოკლედ, ცხონებულს ზოგი რას ატანს და ზოგი რას... - ქსენიააა, ცაა, აა, აი პაპიროსი და მუშტუკი წოუღე მინაგოს, ცააა, ხო იცი, რაფერ უყვარდააა! უთხარი შურაიამ გამომატანაოოოო, ნენააააა! - დასტიარიან გურულად... ხოდა, გევიხედე და რძალმა საბანი გამოიტანა, -  ა, აი ჩოუდევით, უყვარდა ცხონებულსო!.. გამევიდა ქმარი და - გამოი, ქალო, შენ აქეთ! რაის საბანს ატან, ცა, ბახმაროში ხო არ უშობ კი მარაო?!  

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

Lux's Page

ბავშვები სოფელში ვართ ბებიასთან... ერთხელაც ბოსელში შევიპარეთ და ვხედავთ ბებოს წარწერას ხის კედელზე ნახშირით:  "ინდოურმა იმაკა ამა და ამ რიცხვშიო. " გავიქეცით ბებოსთან სიცილ-ხარხარით .. ბებომაც ჩაიღიმა - " ბებია, აპა "დავაჯინე" რო დემეწრა გრძელი სიტყვა იყოო და მოკლედ დავწერე, მე ქე მივხვდებოდი მაინცო".

Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing Laughing

წუ წუნა:

წინა საახალწლო დღეებში დაქალი მირეკავს პეტერბურგიდან....გელოდებით ბარში თითო ჭიქა ტეკილა დავლიოთო... მიხსნის მდებარეობას და მეც ნავიგატორს ვაპროგრამებ... ბარის სახელი რომ ამომიგდო პირველად ხუმრობა მეგონა... მაგრამ როცა მეორე დაქალმა დამირეკა სად ხარო, ძალიან გამიტყდა იმის ახსნა რომ "ტრ.კში" ვიჯექი და ლუდს მივირთმევდი.  დაქალმა ტელეფონი გამითიშა და იმის მაგივრად, რომ ვენუგეშებინე „სამ ასოზე" გამაგზავნა .....არ გჯერათ ხომ?.....აი ნავიგატორის პასუხი:

alt

 

2015-01-19.

ავტორი: ემილი.

        

 

 

 

შეაფასეთ სტატია :
         

(2015-01-19 18:47:05)

ზედ მიწევით ვასრულებ იმასაც ,იმასაც და იმასაც ემილია alt

emili .
(2015-01-19 05:26:01)

მთლად იუმორის იმედადაც ნუ დარჩები, ამბერ, თან საქმე, თან საქმეეეეე!alt


(2015-01-19 00:51:30)

იუმორი გადაგვარჩენს ადამიანებო alt

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
ჯადოსნური ყინულები
გადმოცემის მიხედვით, თამარ მეფეც მიმართავდა ამ მეთოდს. მისთვის ზაფხულობითაც კი ჰქონდათ ყინულები გამოქვაბულში შენახული. ყინულებს იყენებდნენ მერილინ მონრო და გრეტა გარბო ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO