მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    აგვისტო    » «    2020    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ბიჭი კივისფერი თვალებით

ერთ კივისთვალება ბიჭზე მინდა მოგიყვეთ, რომელმაც შემოდგომის ერთ წვიმიან ღამეს მოულოდნელად არათითზე ბეჭედი გამიკეთა... როცა შევიშმუშნე და ამას არ ავიღებთქო - ვუთხარი, დამამშვიდა: -მშვიდად, ძვირფასი არ გეგონოს, "ჟუვაჩკის" ბეჭედია, დღეს მოვიპარე შენთვის... მინდა ჩემგან სახსოვრად გქონდესო.

ახლაც მაქვს, თუმცა იმ ღამით მეკეთა თითზე ერთადერთხელ...

ჰო, ერთ კივისთვალება ფეხბურთელზე მინდა მოგიყვეთ... არშემდგარ ფეხბურთელზე, რომელმაც (როგორც თვითონ ამბობს) კარიერა ჩემდამი გრძნობას ანაცვალა... 
ბიჭზე, რომელიც ქვეყნის სიყვარულზე წინ მაყენებდა, რომელიც ყველა სუფრაზე არძიმბასა და შევარდნაძის სადღეგრძელოს სვამდა, რადგან თვლიდა, რომ მათი მონდომების გარეშე, ის აფხაზეთიდან ჩემს ქალაქში ვერ მოხვდებოდა და ვერ გამიცნობდა...
ბიჭზე, რომელიც ჩემი საყვარელი ფეხბურთელის - Michael Owen-ის ფორმით თამაშობდა ყველა მატჩს... რომელიც ეჭვიანობისგან ოუენის ყველა პლაკატს მიხევდა და მერე თვითონვე მყიდულობდა...
...რომელიც თვეების განმავლობაში ყოველ დილით მერხზე ჩემს საყვარელ "ბაუნტის" მახვედრებდა...
ბიჭზე, რომელსაც თმაზე მოქაჩვის გამო გავებუტე მეექვსე კლასში და მხოლოდ წლების შემდეგ შევურიგდი ჩემს დაბადების დღეზე...
...ბიჭზე, რომელსაც მარჯვენა ხელი მუდმივად უკანკალებდა ჩემთან ცეკვისას, ან თუნდაც უბრალო შეხებისას... 
მინდა გესაუბროთ მწვანეთვალება ბიჭზე, რომელმაც მეცხრე კლასის ექსკურსიაზე, ბათუმის გზაზე ავტობუსში ამიხსნა სიყვარული და რომელიც მოთმინებით ელოდა იმ შვიდი წლის გასვლას, რომელიც ჩემი თქმით სწავლისთვის მჭირდებოდა და სიყვარულისთვის ვერ მოვიცლიდი... ბიჭზე, რომელმაც ზუსტად შვიდი წლის მერე შემახსენა, დრო გავიდაო...

მინდოდა მომეყოლა კივისფერ თვალებში სევდაჩამდგარ მამაკაცზე, რომელიც დღეს შემთხვევით ვნახე გაჩერებასთან და რომელსაც არც ისე სუფთად და მოწესრიგებულად ეცვა, როგორც წლების წინ, როცა დედისგან მიტოვებული თვითონ ირეცხავდა და იუთოვებდა სამოსს, ჩემთვის თავის მოსაწონებლად და გასაპრანჭად...

მინდოდა მომეყოლა ბიჭზე, რომელიც არ ვიცი იყო თუ არა ჩემი პირველი სიყვარული...

ავტორი: მე-კალ-მე.

2016-04-03.

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO