მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მაისი    » «    2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
რჩევები პატარა ფართის ბინის მოწყობისათვის

ყველას სურს იცხოვროს ლამაზ და კომფორტულ სახლში და ამასთანავე არ გაკოტრდეს მისი მოწყობით. 
პატარა ფართის ბინის რეკონსტრუქცია _ ეს დიდი პრობლემაა. სარემონტო სამუშაოების ჩატარების შედეგად, შეიძლება თქვენი ბინა უფრო მოხერხებული და ვრცელი გახადოთ. ამისათვის პერლას დიზაინერი მოგცემთ რამოდენიმე გამოსადეგ რჩევას.

უნდა მოახდინოთ საცხოვრებელი ფართის ორგანიზება და შეეცადოთ გაზარდოთ გამოსადეგი ფართი.

• დავიწყოთ ყველაზე პატარა ზონით. ესაა სააბაზანო და საპირფარეშო. მათი გაერთიანებით მეტ სივრცეს მიიღებთ. ცოტაც შეგიძლიათ კორიდორის ხარჯზე მიუმატოთ.

• შესაძლებელია თქვენი ბინის გადაკეთება ეგრეთწოდებულ “სტუდიად”, ასეთ ვარიანტში სამზარეულო გაერთიანებული იქნება მეზობელ ოთახთან და კორიდორთან. ამ შემთხვევაში სასარგებლო ფართიც საგრძნობლად გაიზრდება და შედეგად ერთიანი ვრცელი სივრცე შეიქმნება.

• არ არის რეკომენდირებული სველი წერტილების სხვა ადგილზე გადატანა. არ შეიძლება ის გადაიტანოთ თქვენი მეზობლის საცხოვრებელი ოთახის თავზე. ეს ადრე თუ გვიან დიდ პრობლემებს შეგიქმნით.

• რაც შეეხება საძინებელ ოთახს, კარგი იქნება თუ ჯერ შეიძენთ მხოლოდ ყველაზე აუცილებელს, მაგალითად საწოლს და შემდეგ მასზე ორიენტირდებით. შეუძინეთ მას ორი შესაფერისი პატარა ზომის ტუმბო. ოთახში დარჩენილ თავისუფალ ადგილას მიაშენეთ შესაფერისი ფორმისა და ზომის კარადა და სარკისათვის თუ ადგილი აღარ დაგრჩებათ, შეგიძლიათ კარადას სარკიანი კარები გაუკეთოთ და ამით დაკმაყოფილდეთ.

• ვიზუალური ზომების ოპტიკურად გადიდება ან შემცირება ფერებითაც შეიძლება. მაგალითად ღია ცისფერ ტონალობაში შეღებილი ოთახი, უფრო დიდი მოცულობის ჩანს, ვიდრე ის სინამდვილეშია. და პირიქით, წითელ, ან ინტენსიურ ნარინჯისფერში შეღებილი კედლები, ოპტიკურად უფრო მცირე ზომისას აჩენს ოთახს.

• აქედან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ პატარა ფართის ბინაში კედლები უნდა შეიღებოს ძალიან გაზავებული, ღია ფერებით (მონაცრისფრო-მოცისფრო, მონაცრისფრო-მომწვანო, კრემისფერი...).

• ფერები ოპტიკურად ასევე მოქმედებენ ჭერის სიმაღლეზეც. ის რომ უფრო მაღალი გამოჩნდეს, კედლები და ჭერი ერთ ფერში უნდა შეიღებოს.
უმეტესად ჭერს თეთრად ღებავენ. მაგრამ ოთახი უფრო მყუდრო რომ გახდეს, ჭერი შეიძლება შეიღებოს ღია ნაცრისფერ ან მოყვითალო (ბეჟი) ფერში.

• ასევე მნიშვნელობა აქვს ორნამენტებსაც. შპალერის არჩევის დროს. ვერტიკალური ზოლები ჭერს ვიზუალურად ამაღლებს. ჰორიზონტალური კი კედლებს უფრო განიერს აჩენს. დიდი ზომის ორნამენტები ოპტიკურად ამცირებს ოთახის მოცულობას. ამიტომ რაც შეიძლება პატარა ზომის ორნამენტებიანი შპალერი უნდა გამოიყენოთ, რის ხარჯზეც მოახერხებთ ფართის ვიზუალურად გაზრდას.

• ოპტიკურად ფართის გაზრდის ყველაზე საუკეთესო ხერხია სარკის გამოყენება თქვენს ინტერიერში. თუ დიდი ზომის სარკეს პირდაპირ, ჩარჩოს გარეშე მიამაგრებთ კედელზე, ის თქვენს ოთახს ორმაგად დიდს გამოაჩენს.

ავტორი: ემილი


ნებისმიერი კითხვით, პერლას დიზაინერთან, მოგვმართეთ მისამართზე: dizaini@perla.ge

alt

შეაფასეთ სტატია :
         
emili .
(2016-05-11 01:16:52)

მოგვწერეთ მეილზე dizaini@perla.ge და რა თქმა უნდა, დაგეხმარებით! :)


(2016-05-10 17:38:23)

13კვ ოთახი მინდა 9წლის გოგონასათვის და მჭირდება თქვენი რჩევები როგორ მოვაწყო ეს ოთახი რომ იყოს საძინებელიც და სამეცადინო ოთახიც ... თუ არის შესაძლებელი 3D სურათის გაკეთება რათქმაუნდა თუ ფასიანია გადავიხდით ... მადლობა 


(2014-11-21 15:04:58)

gamarjobat!!! maqvs 70 kv.m bina da aqvs 2 aivanze gasasvleli kari,sxva fanjara ara aqvs sigrdzit daaxloebit 10 metroa,siganit 7. 3 sadzineblis gaketeba ramdenad realuria?

emili .
(2014-10-29 21:00:27)

თქვენ ბინის ნახვა გინდათ თუ მისი დაპროექტება?! :) გიპასუხებთ, რომ ბინის ნახვა და აზომვა სრულიად შესაძლებელია, თუ ბინა თბილისშია. თუ თბილისიდან შორსაა, მაშინ გამოგვიგზავნეთ ბინის გეგმა დეტალური ზომებით და დაგიპროექტებთ. დანარჩენ პირობებზე მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: dizaini@perla.ge


(2014-09-30 11:56:42)

ბატონო ემილ ზალიან გთხოვთ რა მიპასუხოთ ჩემს წინა კითხვაზე?

 


(2014-09-30 01:26:15)

გამარჯობათ,მაქვს 50-კვადრატული მეტრის ბინა ახალი აშენებული დაპროექტება მინდა ბინის რომ სად რა უნდა განთავსდეს რომ მირჩიოთ,რამდენად შესაძლებელია ადგილზე ნახვა ბინის?

emili .
(2014-09-15 02:30:52)

42 კვ.მ არაა ისეთი პატარა ფართი, რომ 2 ოთახიანი ბინა ვერ მოეწყოს (მისაღები სამზარეულოთი, საძინებელი და ვანა-ტუალეტი). დაგეგმარებისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სად და რამდენი ცალი ფანჯარაა ბინაში და რა ადგილზეა განკუთვნილი ადგილი სველი წერტილებისთვის. ფანჯრიანი მხარე აუცილებლად საძინებლისთვის გამოჰყავით, რადგან უჰაეროდ ძილი საზიანოა ჯანმრთელობისათვის. შესაბამისად საძინებელი ზონა (ისევე როგორც სხვა საცხოვრებელი ზონა) კარგად უნდა ნიავდებოდეს. 

ფართი რომ მოიგოთ საძინებელში, ისევე როგორც დანარჩენ ზონებში, უნდა შემოიფარგლოთ მხოლოდ აუცილებელი ნივთებით. მაგალითად, საწოლით, ტუმბოებითა და ჩაშენებული კარადით. თუ სარკიანი კომოდისთვის ადგილი არ დარჩება, ტანსაცმლის კარადა გააკეთეთ სარკიანი კარით და ეს იკმარეთ. მინიმალური ფართი საძინებელი ზონისთვის 9-10 კვ.მ იქნება.

ასევე მოიქეცით ვანა-ტუალეტის დაგეგმარების დროსაც. თუ დუშის კაბინას, უნიტაზსა და პატარა ზომის ნიჟარას დაჯერდებით, 2 კვ.მ ფართში მოათავსებთ ამ ყველაფერს.

დანარჩენი ფართი გააერთიანეთ, 1,5-2  კვ.მ შესასვლელი კარიდან ჰოლისთვის განსაზღვრეთ, ისე, რომ მისაღებისაგან მხოლოდ კარადა ან რაიმე დეკორატიული ტიხარი ჰყოფდეს. 1 კუთხე - დაახლოებით 6 კვ.მ - სველ წერტილთან რაც შეიძლება ახლოს, დაუთმეთ სამზარეულოს. დანარჩენი - დაახლოებით 20 კვ.მ-ზე მეტი - დაგრჩებათ მისაღებისთვის. კარგი იქნება, თუ მისაღებ ზონას ფანჯარა ექნება. მაგრამ თუ ბინაში 1-ის მეტი ფანჯარა არაა, მაშინ შეეცადეთ დღის სინათლის წყარო არ დაკარგოთ, ამისათვის გამოიყენეთ ისეთი ტიხრები, რომლებიც სინათლეს გაატარებს (მაგალითად შუშის ვიტრაჟი, რომლიდანაც სინათლე შემოვა, მაგრამ მის მიღმა გამოსახულება არ გამოჩნდება).

გისურვებთ წარმატებებს! 


(2014-09-12 12:38:29)

rogor motavsdeba 42 kvadratian binashi sadzinebeli da kuxna+misagebit ??

თამუნა ახალკაცი
(2011-06-03 15:40:30)

ძალიან დიდი მადლობა,გამოვაგზავნე ინფორმაცია და დაველოდები პასუხს :)

emili .
(2011-05-22 15:00:42)

თამუნა, მართლაც რთული საქმეა შენი ოთახის 3 ზონად მოწყობა, მაგრამ შეუძლებელი სულაც არ არის. მთავარი მონდომებაა. საინტერესოა რა ფართისაა შენი ოთახი. თუ სურვილი გაქვს, dizaini@perla.ge -ზე გამოაგზავნე შენი ოთახის ზომები და პერლას დიზაინერი დაგეხმარება.

თამუნა ახალკაცი
(2011-05-19 11:00:50)

დიდი მადლობა,კარგი რჩევებია გავითვალისწინებ აუცილებლად. მაგრამ მე უფრო რთულად მაქვს საქმე.ერთ ოთახში მისაღები,საძინებელი და ბავშვის ოთახი მაქვს მოსაწყობი:( ალბათ გამიჭირდება ამდენი ფუნქციის შეთავსება ერთი ოთახისთვის:(

zura chikviladze
(2011-01-16 20:53:49)

ughrmes madlobas mogaxsenebt , aghprtovanebuli var  aucileblad gavitvaliswineb tqvens  rchevevs da megobrebsac  vurchev shemovidnen tqvens saitze da gaecnonda sheiswavlon tqveni gamocdileba da rchevebi

emili ..
(2011-01-16 00:33:59)

guls nu gaitext, shavleg, samagierod shemdegi remontistvis gecodinebat! xom gagigiat: swavla sikvdimdeo...

shav legi
(2011-01-16 00:26:03)

sawyenia es yvelaferi remontamde rom ar vicodi

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO