მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    თებერვალი    » «    2021    »
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
,,5 სიმპატიური მამაკაცი,,

,,5 სიმპატიური მამაკაცი,,

ალბათ ყველას გაგიგიათ კასკადიორების არსებობის შესახებ. მას შემდეგ რაც კინემატოგრაფია არსებობს, არსებობენ დუბლიორები. იმისათვის, რომ კადრი შთამბეჭდავი გამოვიდეს, რეჟისორების მოთხოვნა ხშირად აღემატება ხოლმე მსახიობების შესაძლებლობებს. სწორედ ასედი დელიკატური შემთხვევებისთვის არსებობენ მსახიობის ,,ორეულები,,. მათი პროფესიონალიზმის წყალობით, შეუმჩნეველი რჩება ის ფაქტი, რომ მსახიობის ნაცვლად, შემცვლელი აკეთებს ამა თუ იმ ტრიუკს და მაყურებელი მოხიბლული რჩება.

ადრე, ქართულ ფილმებში ძირითადად ომის სცენებისთვის სჭირდებოდათ ცხენოსანი კასკადიორები და ამისათვის კინოსტუდიას საცხენოსნო ცენტრი ჰქონდა. დღეს ეს ცენტრი აღარ არსებობს.

საბჭოთა კავშირში, ბევრ ქვეყანას ჰყავდა კასკადიორთა ჯგუფები, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ,,ქართული ფილმისა,, და ,,ლენფილმის,, ჯგუფები წამყვანი ძალა იყო ამ სფეროში. 


ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ საქართველოში კასკადიორთა ასოციაცია არსებობს. ვიცი ბევრ თქვენგან ამის შესხებ არც გაუგია, რაც იმის დამსახურებაა, რომ ეს სფერო, უყურადღებოდ არის დატოვებული.

 

alt

ასოციაციის პრეზიდენტი, დამფუძნებელი, მამა მარჩენალი და სულის ჩამდგმელი, ზურაბ ნანობაშვილია.
მან მაშინ შექმნა კასკადიორთა ფედერაცია, როცა არა თუ კასკადიორებს, მსახიობებსაც არ წყალობდათ ბედი და ზოგადად ქართული ფილმი საღათას ძილში იმყოფებოდა. მასთან საუბარში დავრწმუნდით, რომ საყვარელი საქმის ერთგულება დაუფასებლობის, უყურადღებობისა და უსახსრობის პირობებშიც შესაძლებელია. ქართული კინოსათვის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი შეინარჩუნა ფორმაში ყოფნის ხალისი და მონდომებით მუშაობდა იმისთვის, რომ ერთ დღესაც დააფასებდნენ მის საქმიანობას და ამ დღეს მომზადებული უნდა შეხვედროდა.

გიგა ლორთქიფანიძის რექტორობის პერიოდში, თეატრალურ ინსტიტუტში კასკადიორის ხელოვნებას ასწავლიდა. დღეს სწორედ თავისი გაზრდილები უდგას გვერდით.

მერე მოხდა, ის, რომ გიგა ლორთქიფანიძის მოწონებული საქმიანობა, სხვამ არასაჭიროდ ჩათვალა. ზედმეტ ბარგად მიიჩნია და დღეს უკვე კასკადიორის ხელოვნებას აღარავინ ასწავლის მომავალ მსახიობებს.

მერაბ კაკოჩაშვილის სახელს  უკავშირდება ზურას დებიუტი ქართულ კინოში. იგი მონაწილეობას ირებდა ჩხუბის სცენებში, ფილმში ,,ნუცას სკოლა,,

alt

ამას მოჰყვა, გიგა ლორთქიფანიძის ,,ღმერთო, რისი გულისთვის..,,  შემდეგ იყო ქართული სერიალები, ,,ცხელი ძაღლი,, ,,დეტექვივები,,...

როცა ქართულმა ტელევიზიებმა ტელესერიალის გადაღებებს მოუხშირეს, იმედი გაჩნდა, რომ კასკადიორები ახლა მაინც დაჭირდებოდათ. მაგრამ ხშირად რეჟისორები იოლ გამოსავალს პოულობენ და ამით არა მხოლოდ ხარისხის ხარჯზე ზოგავენ თანხას, არამედ, არაპირდაპირი გზით ასამარებენ კასკადიორის ხელოვნებას.

იმ ქვეყნებში, სადაც კინემატოგრაფია ობოლი ბავშვივით მიუსაფარი არ არის, იციან კასკადიორების ფასი. მათ იმათზე მეტად აფასებენ, ვიდრე ცნობილ მსახიობებს. სათანადო ხელშეწყობა აქვთ. მაგალითისთის მინდა მოვიყვანო პატარა შედარება, ქართველი და უცხოელი კასკადიორების საქმიანობიდან.

განვითარებულ ქვეყნებში, არსებობს კასკადიორების დაცვის არაჩვეულებრივი მეთოდები. მართალია კასკადიორი მაღალი სართულიდან ხტება, მაგრამ დაბლა მას ბალიში ხვდება და ტრავმა თითქმის გამორიცხულია.

ქართველი კასკადიორებიც ხტებიან მაღალი სართულებიდან და დაბლა მათ მუყაოს ყუთებისგან დამზადებული ხუხულა ,,იცავს,,..

ქართველებიც შედიან ხანძარში, ქმნიან ნამდვილ საომარ სცენებს, ისვრიან, ,,კლავენ,, ყელს ჭრიან.. და დაცვის მექანიზმი? რომელი დაცვის მექანიზმი? ქართველებს, ფული არა გვაქვს, რის დაცვა, რა დაცვა, თუ მაგარია გადმოხტეს მე-6 სართულიდან და შევიდეს ცეცხლში, მაინც უნდა გადარჩეს!

აი, ეს დამოკიდებულება არაფერია, თუ არა სხვისი საქმის დაუფასებლობა.

მიუხედავად ყველაფრისა, დღეს საქართველოში კასკადიორთა ასოციაცია და სკოლა არსებობს. გეგმები სერიოზულია. იგეგმება ახალგაზრდების მომზადება და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ერთი შეხედვით ხმამაღალი პერსპექტივა, ადვილად შესასრულებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზურას აქტიური კონტაქტები აქვს ჰოლივუდის პროდიუსერებთან. მან არაერთხელ მიიღო მიწვევა კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარებზე და კურსებზე, თუმცა, ამერიკის საელჩომ საეჭვოდ მიიჩნია ენთუზიამზე მომუშავე კასკადიორის მონდომება და არც ერთხელ გაუშვეს საქართველოდან.. დასანანია.

altჰოლივუდთან თანამშრომლობის შანსი საქართველოშიაც მიეცათ. საქართველოს კასკადიორთა ასოციაციის 5 წარმომადგენელი მონაწილეობდა ფილმ ,,ჯორჯიას,, გადაღებებზე. გადამღები ჯგუფი ქართველ კასკადიორებს ასე მოიხსენიებდა: პროფესიონალთა ჯგუფი, სახელწოდებით ,,5 სიმპატიური მამაკაცი,,

მათ მრავლისმნახველი პროდუსერებიც კი გააოცეს, ტრიუკების ერთი დუბლით გადაღებით დ უნაკლო შესრულებით..

ვუსურვოთ მათ წარმატებები და გვახსოვდეს, რომ საქართველოში არსებობს კასკადიორთა ასოციაცია და ,,5 სიმპატიური მამაკაცი,,

სრული ფოტომასალა იხილეთ ფოტოალბომში

შეაფასეთ სტატია :
         
ucha dolidze
(2011-04-21 18:25:47)

gaixaret "emili" da "shav legi" 

ninikela baia
(2011-04-06 23:35:45)

ამ სულ ყველას მაიკლ ჯექსონი მირჩევნია

emili .
(2011-02-12 14:08:58)

moxibluli var!

shav legi
(2011-02-01 01:14:44)

maladec, bichebo!


(2011-01-22 21:48:35)
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO