მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ივნისი    » «    2019    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
სამზარეულოს დიზაინი

    გადაწყვიტეთ შეცვალოთ თქვენი სამზარეუოს დიზაინი, ან შეიტანოთ მასში ახალი დეტალი?  გახსოვდეთ, რომ ეს პროცესი საკმაოდ რთული და ძნელი დასაძლევია, თუ არა გაქვთ საკმარისი შთაგონება.

    შთაგონება, კარგად არჩეული სტილი და თანამედროვე სამშენებლო მასალები, თქვენს სამზარეულოს განუმეორებელ შემოქმედებით ნიმუშად გადააქცევენ. მაგრამ სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგიღიათ, ვეცდებით ცოტათი დაგეხმაროთ და შემოგთავაზოთ რამოდენიმე საჭირო წესი სამზარეულოს დიზაინისათვის:

  • შთაგონება. იპოვეთ ის ძირითადი დეტალი, რომელიც თქვენ აღგაფრთოვანებთ და რომლის გარშემოც მოახდენთ სამზარეულოს სხვა დანარჩენი ელემენტების განთავსებას და შეხამებას. არა აქვს მნიშვნელობა ეს რა იქნება, საინტერესო სანათი ავეჯი თუ ჭურჭელი. მთავარია, რომ ეს იყოს ბაზა მუშაობის დაწყებისათვის რათა დანარჩენი ყველაფერი მას შეუხამოთ და მოარგოთ.
  • ფერების არჩევა. ამ საკითხში თქვენი ფანტაზია შეუზღუდავია. შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც კლასიკური, ისე კაშკაშა, ავანგარდული ფერთა პალიტრა. მთავარია, სწორად იყოს მოფიქრებული მათი შეხამება. სამზარეულოს კედლები ჰარმონიაში უნდა იყოს ავეჯთან და მის მოწყობილობებთან. ჭერი ისეთი უნდა იყოს, რომ ვიზუალურად გაადიდოს მოცულობა, ხოლო იატაკმა უნდა შემოიტანოს სითბოსა და მყუდროების შეგრძნება. ამასთანავე არ დაგავიწყდეთ, რომ თბილი ფერები მადას აღვივებს, ხოლო ცივი ფერები, პირიქით - აქვეითებს. ამიტომ სიმსუქნისადმი მიდრეკილმა ადამიანებმა უარი თქვით სამზარეულოს წითელ და ყვითელ ფერებში მოწყობაზე და უპირატესობა მიანიჭეთ ლურჯს, ნაცრისფერს...
  • მასალების არჩევა. ამ საკითხშიც ძალიან დიდი არჩევენი გაქვთ. თქვენს განკარგულებაშია საღებავები, პლასტიკატები, მეტლახი, სპეციალური შპალერი, მოსაპირკეთებელი ქვა, ხის მასალები... მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ მასალების ვიზუალური მხარე შეთანხმებუილი იყოს იმ ფიზიკურ და სპეციფიკურ ფაქტორებთან, რომლებიც სამზარეულოში გვაქვს. ეს არის წყალი, ცხიმები, მარილები, მაღალი ტემპერატურა, ორთქლი და ა.შ. აუცილებელია, რომ იატაკი აუცილებლად ნესტგამძლე იყოს. ამიტომ საუკეთესო მასალად ითვლება კერამიკული ფილები ან გრანიტი. ასევე იყენებენ ნესტგამძლე ლამინირებულ იატაკსაც. კედლებისათვის გამოყენებული მასალა (კაფელი, შპალერი, საღებავი) აუცილებლად უნდა ირეცხებოდეს, არ აფუჭებდეს სარეცხი საშუალებებით წმენდა რომ ცხიმის ლაქები ადვილად მოშორდეს. ასეთივე გამძლე უნდა იყოს ავეჯისთვის გამოყენებული მასალაც. განსაკუთრებული გამძლეობა მოეთხოვება ავეჯისა და მაგიდის სამუშაო ზედაპირს. ის უნდა უძლებდეს ნესტსაც, მაღალ ტემპერატურასაც და ასევე ნაკაწრების მიმართ მდგრადობა მართებს.
  • სტილის არჩევა. სტილი შეიძლება მკაცრად იყოს განსაზღვრეული, მაგრამ თუ ეს არ ხერხდება, საუკეთესო შედეგის მისაღებად ნურც სხვადასხვა სტილის შერევას შეუშინდებით. შეარჩიეთ ისეთი დიზაინი, რომელშიც შეიძლება ჩართული იყოს პლასტმასი და ხე, კლასიკა და ჰაიტეკი, ქრომი და მინა და ა.შ. სანამ ეს ყველეფერი თქვენს თვალსა და გულს არ გაახარებს.
  • მოხერხებულობა. ესთეტიკის დამუშავების დროს არ დაივიწყოთ ის მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც აუცილებელია სამზარეულოსათვის. არსებობს ძალიან ბევრი საშუალება იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სამზარეულოს ფუნქციონალურობა. მაქსიმალურად გამოიყენეთ არსებული მოცულობა, სამუშაო ადგილები დაჰყავით ზონებად, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი სამზარეულოს ტექნიკით და მოწყობილობებით. აუცილებლად გათვალეთ უჯრებისა და სათავსოების რაოდენობა, რომ ყველაფერს თავიანთი ადგილი მიუჩინოთ. არ დაგავიწყდეთ ადგილის გამოყოფა  ნაგვის ურნისთვის, რომელიც ყველაზე ხშირად დაგჭირდებათ სამზარეულოში ფუსფუსისას. 
  • სამზარეულოს კომფორტულობისათვის. იყავით მართალი საკუთარი თავის წინაშე და აირჩიეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ. მთელი მოცულობა, რომელსაც იყენებთ საჭმლის მოსამზადებლად, უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი. ნუ გადატვირთავთ მას იშვიათად გამოყენებადი ინსტრუმენტებით და მოწყობილობებით და ნახავთ რამდენად მოხერხებული გახდება სამზარეულოში საქმიანობა. პერიოდულად, თვეში ერთხელ შეამოწმეთ თქვენი უჯრები და მაცივარი რომ გაანთავისუფლოთ უსარგებლო ნივთებისა და დავიწყებული პროდუქტების ნარჩენებისაგან. პროდუქტების შესახნახად გამოიყენეთ კონტეინერები, ისინი ადგილის დიდ ეკონომიას იძლევიან როგორც გარდერობში, ასევე მაცივარში. ყველა საგანს უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი სამზარეულოში და უნდა შეეცადოთ ისინი განალაგოთ იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირად იყენებთ მათ. კარგი იქნება თუ ზედმეტ ნივთებს მოიშორებთ და მათ გამო დისკომფორტს არ შეიქმნით. მაგალითად ხალიჩას, რომელიც დალაგება-დასუფთავებას ყოველთვის გაართულებს. 

 

          ავტორი: ემილი.

          2011-02-01.

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

შეაფასეთ სტატია :
         
emili .
(2013-03-29 13:35:55)

ჩვენთან 1 კვ.მ-ის დიზაინი ჯდება 8-დან 20 ლარამდე სირთულის მიხედვით. თუ მხოლოდ საძინებლების დიზაინი გინდათ, იანგარიშეთ 1 კვ.მ - 8 ლარი. მაგალითად, 50 კვ.მ = 400 ლ.


(2013-03-28 20:00:00)

ra jdeba sashualod binis dizaini?farti 50 kvadratia,da ro gamogigzavnot naxazi tu gsmiketebt mokle monaxazs rogor gavaketo ori sadzinebeli


(2013-03-28 19:57:57)

mainteresebs ra jdeba dizaini daaxloebit 58 kvm mainteresebs tu gamova ori sadzinebeli ise ro sakmao farti darches misaxenistvis.ro gamogigzavnot naxazi tu metyvit miaxloebit rogor sheidzleba gaketdes?


(2011-08-23 02:06:00)

emi sauketeso saitiaaaa, erti atad gapasebt kvelas...

 

zura chikviladze
(2011-04-05 19:07:00)

aucileblad  gavitvaliswineb

cicila lomidze
(2011-02-17 00:42:38)

geniosi mavne xar shen :))) mtavaria kargad moishushos, magram ar unda davcvat :))

ninikela baia
(2011-02-05 00:19:52)

wow!!!

mavne 03
(2011-02-02 01:15:49)

me mokled getkvit, rac dizainerma amdeni ilaparaka, mokled, avigot cota tanamedrove masala, davamatot moxarshuli feri, cvrilad dachrili stili da moxaluli moxerxebuloba. shevdgat shtagonebis gumelshi da 30 cutshi samzareulo mzadaa. aba amden laparaks ase mokled ar jobda? geniosi var nu..

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO