მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    აგვისტო    » «    2020    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ქალური ენა და მამაკაცი

ქალსა და მამაკაცს სხვადასხვა სასაუბრო ენა აქვთ, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ისინი სხვა და სხვა ენზე მეტყველებენ. შეიძლება ორივე მათგანი ქართულად, ფრანგულად ან არაბულად საუბროდეს, მაგრამ არსებობს ქალური და მამაკაცური ენა.

ეს განსხვავება კი პრობლემას მხოლოდ მამაკაცებს უქმნის. იქედან გამომდინარე, რომ  ქალის თვითგამოხატვის მთავარი საშუალება მეტყველებაა, იგი პროფესიონალი ,,მეტყველია,, და ესმის ყველა ენა, სამაგიეროდ ხშირად ავიწყდება,  რომ მამაკაცთან ქალური ენით საუბარი,  დიდი შეცდომაა.

ის რომ მამაკაცისთვის ქალური ენა გაუგებარია, არ ნიშნავს, რომ საუბრიდან რომელიმე სიტყვის მნიშვნელობა არ ესმის, უბრალოდ ვერაფრით ხვდება, რა საჭიროა ამდენი საუბარი ასე ცოტა ინფორმაციის გადმოსაცემად. მაგალითად, როცა მამაკაცი დაკავებულია, ის ამბობს ,,არ მცალია,, და ამით ყველაფერია ნათქვამი. იგივე სათქმელს ქალი ასე გამოხატავდა:

,,ახლა სამსახურში ვარ და მოხსენებას ვწერ საერთაშორისო მიგრაციაზე, იმედია უფროსს მოეწონება, მაგრამ რაღაც მეეჭვება, დღეს ისეთ ხასიათზეა, ეტყობა ცოლთან იკამათა ან ნაბახუსევია. შეიძლება  არ სძინებია, დღეს უკვე მეხუთე ფინჯან ყავას სვამს. მდივანმა უსაყვედურა, ამდენი ყავა ცუდიაო. იცი ჩვენ მდივანს რა ლამაზი კაბა აცვია დღეს? აუცილებლად უნდა შევიკერო მსგავსი. ახლა არ მცალია, როცა მოვიცლი შეგეხმიანები საყვარელო,,

რა თქმა უნდა, ამდენ საუბარს კაცი უსარგებლო ყბედობად ჩათვლის, თუმცა ამით ქვეყანა არ დაიქცევა. ქალურ საუბარს იტანს მანამ, ვიდრე მასაც იგივე ენაზე არ მოსთხოვთ საუბარს და უარესს- ხმამაღლა ფიქრს.

ერთ საათიანი მონოლოგის შემდეგ, თქვენი წუხილის შესახებ, თუ მამაკაცისაგან მოკლე პასუხს, ან დუმილს მიიღებთ, ეს არ ნიშნავს რომ მისთვის სულ ერთი ხართ. უბრალოდ, მამაკაცის ენაზე ,,გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის,,.. ან სულ არ ითქმის.

შესაბამისად, მამაკაცის სიტყვაძუნწობა არ ნიშნავს, რომ მას წუხილი არა აქვს. ნუ ეცდებით ამის შესახებ რაიმე ათქმევინოთ, მითუმეტეს ქალის ენაზე. მამაკაცის ნათქვამი ,,დავიღალე,, ,,ცუდად ვარ,, ან უბრალოდ სევდიანი გამოხედვა, ქალის ენაზე ნიშნავს: ,,ყველგან პრობლემაა, სახლში, სამსახურში. შენც აღარ გიყვარვარ. თანაც ხვალ დაქალის დაბადების დღეა, არც კი ვიცი რა ჩავიცვა, წონაში 2 კილო მაქვს მოსაკლები..,,

თუ მამაკაცს ეჩვენება, რომ თქვენთან ძალიან ენაწყლიანია და ყველაზე მეტს თქვენთან საუბრობს, ესე იგი ეს ის შემთხვევაა, როცა არ ღირს მისი შეწუხება ისეთი კითხვებით: ,,რას ვნიშნავ შენთვის?,, ,,გიყვარვარ?,,  ,,მოგენატრები?,, ეს ისედაც ცხადია.

მამაკაცისთვის სასჯელად არ გამოდგება მუქარა ,,გაგებუტები,,. თუ მართლა გაიბუტებით და ხმას არ ამოიღებთ, ეს მამაკაცისთვის სასჯელად არ გამოდგება. თუ მართლა მისი დასჯა გსურთ, არასოდეს შეუსრულოთ ეს მუქარა და არ გაუხანგრძლივოთ ის ნეტარი წუთები, როცა ქალურ ენაზე საუბრის მოსმენა არ უწევს.

პ.ს.  ,,უცხო ენაზე,, საუბრის მოსმენით გადაღლილი ან უმიზეზო გაბუტვებით განაწყენებული მამაკაცის შერიგების ოქროს წესი: მოფერება და თბილი სიტყვა, ყველა პრობლემას მოაგვარებს, მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ მამაკაცს ქალური ენის მხოლოდ მოსმენა შეუძლია და არა გაგება. ამიტომ, პრობლემის მოსაგვარებლად, საერთო ენის გამონახვაა აუცილებელი და არა ქალური ჭირვეულობა.

 

 

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
emili .
(2011-06-25 16:56:32)

altმეგი, თუ ძალიან გაინტერესებს, როგორ უნდა გაიგო მამაკაცს ნამდვილად უყვარხარ თუ არა, წაიკითხე სტატია ”როცა მამაკაცი შეყვარებულია..”

megi shonia
(2011-02-10 23:55:50)

dZvirfaso mavne 03_o....ratoom ase gulacruebuLaaaaD????

mavne 03
(2011-02-09 22:43:47)

კომენტარის, კომენტარი: ძვირფასო მეგი, ბიჭი თუ გეტყვის მიყვარხარო, თუ გაგეცინა, ესე იგი ხუმრობს, თუ არ გაგეცინა ესე იგი უყვარხარ!. რა სიყვარული, რის სიყვარული! ამ პერლას სიყვარულებმა და გულუკებმა შემიკლა ხელში! აქ ყველა ეგეთი ,,სიკალულები,, ხართ??

megi shonia
(2011-02-09 15:48:32)

rogor unda gaigos gogom bichs martla uyvar tu ubralod xumroobs ??

emili .
(2011-02-05 01:57:33)

"enas dzvali ara aqvso" tyuilad ki ar utqvamt! saubari mxolod mashin aris kargi qalisganac da mamakacisganac, roca zed chkuac ertvis!

tiniko anasashvili
(2011-02-02 13:25:19)

kacis ena ramosatania qalis enastan shedarebit

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO