მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ბოლო ზარი - 2018-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2018-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2018-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2018-01-28
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2018-01-22
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მაისი    » «    2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
გრიფით ,,არასაიდუმლო,, ანუ, სიყვარულის ანა-ბანა

    თქვენ უკვე საწოლში მოხვდით პარტნიორთან, რომელთან დაკავშირებითაც შორს მიმავალი გეგმები გაქვთ. ეს ყველაფერი რომ ერთჯერადად არ დასრულდეს და შეინარჩუნოთ ის მრავალი წლის განმავლობაში, უნდა დაიმახსოვროთ შემდეგი წესები, რომლებიც დაგიცავენ საბედისწერო შეცდომებისაგან:

    1. გამოცდილება. პირველსავე მომენტიდან არ ღირს აჩვენოთ მას მაღალი კლასის გამოცდილება სასიყვარულო საქმეებში.

    შესაძლებელია თქვენ მართლაც დიდი გამოცდილება გაქვთ - წლების განმავლობაში მრავალ პარტნიორთან სრულყოფდით თქვენს უნარებს ამ სფეროში.  მაგრამ არ ღირს მათი ერთბაშად გამოვლენა. თქვენი პარტნიორი, უბრალოდ, შეიძლება შეშინდეს და შემდეგში ყველანაირად ეცადოს თქვენთვის გვერდის ავლას.   რა თქმა უნდა, გაუჩნდება კითხვა, რამდენი პარტნიორი გყავდათ აქამდე და არა მგონია დაიჯეროს, რომ წიგნებიდან გაქვთ 33 მეთოდი შესწავლილი.

    2. წინა პარტნიორების რაოდენობა. მართალია ჩვენს თანამედროვეობაში სექსის რაოდენობამ მოიმატა, მაგრამ კითხვა, თუ რამდენი პარტნიორი გყავდათ, კვლავ მტკივნეული და საჭირბოროტოა. რაც არ უნდა ამტკიცოს თქვენმა პარტნიორმა, რომ მისთვის სულ ერთია, რამდენი იყო, როდის იყო და როგორ იყო, არ დაიჯეროთ. სტუდენტობის პერიოდში ერთ "ბოიფრენდს" და ერთ შეყვარებულს, როგორღაც აიტანს (თუ გადაიტანს), მაგრამ არ შეიძლება მოსთხოვოთ მას აიტანოს, რომ მთელი ფეხბურთის გუნდია თქვენს საწოლში ნამყოფი. საზოგადოებრივი მოხმარების შეიძლება იყოს მხოლოდ საპირფარეშოები რკინიგზის სადგურებში და არამც და არამც ქალები. თუ ამ მომენტისათვის, როცა შეხვდით თქვენი ცხოვრების მთავარ პარტნიორს, თქვენი ქალიშვილობა წარსულში დარჩა, მოიფიქრეთ რამე აზრიანი ლეგენდა, რომლის შემოწმებაც შეუძლებელი იქნება. შეგიძლიათ ისაუბროთ მხოლოდ დიდ სტუდენტურ სიყვარულზე და არ დაიწყოთ ჩამოთვლა. ამ საკითხში გულახდილობა ძალიან მავნებელია.

    3. პორნო-ფილმის გმირი ქალი. მოიქეცით ბუნებრივად, ზომიერად. ეცადეთ გახსნილი იყოთ. არ ღირს პორნო ფილმის გმირი ქალის როლში შესვლა. რატომ? ამისათვის იხილეთ პუნქტი 1.

    4. შეეწყვეთ მამაკაცს. არ შეეცადოთ ინიციატივის თქვენს ხელში აღებას. ყველაფერს მოასწრებთ. პირველი ღამის გაძღოლა ეკუთვნის თქვენს პარტნიორს.

    5. არატრადიციული სექსი. არსებობს მრავალი აზრი იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა ორალური სექსი. უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ როცა ორი ადამიანი საწოლში მოხვდება და მათ საერთო სურვილები აქვთ, აქ აკრძალვები არ არსებობს. პრინციპში მართალია, მაგრამ ფსიქოლოგები ქალებს ურჩევენ მეტი მიიღონ, ვიდრე გასცენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა იწვეთ, როგორც კუნძი და ჰაიმორიტიანივით ქსუტუნებდეთ. უნდა აგრძნობინოთ პარტნიორს, რომ თქვენ ის აღგაგზნებთ, მაგარამ ეს მორიდებით უნდა გააკეთოთ. გახსოვდეთ რომ ის დღეს დამპყრობია, თქვენ კი მისი მსხვერპლი, რომელმაც თავი მიანდო გამარჯვებულს. ქალი ნელ-ნელა უნდა იხსნებოდეს, როგორც ყვავილი, რომ ჩაუნერგოს მამაკაცს სიამაყე მასში სექსუალურობის გაღვივებისათვის.

6. არავითარ შემთხვევაში არ იყოთ ჩუმად. არ ღირს ბოლო ფეხბურთის მატჩისა და არც ბოლო ნასყიდობების განხილვა, არც იმის შეკითხვა, მოსწონხართ თუ არა პარტნიორს. სრული სიჩუმე არ ვარგა, მაგრამ არც ხმამაღლა ყვირილია მომგებიანი.. აგრძნობინეთ პარტნიორს, რომ ხართ განცხრომის მწვერვალზე, მაგრამ ისეთი ყვირილი, რომ მეზობლები მოცვივდნენ საშველად, არ ღირს.

7. არ იხითხითოთ საწოლში. მან შეიძლება იფიქროს, რომ თქვენი მხიარულება, გამოწვეულია მისი ფიზიკური ნაკლის გამო, ან კიდევ უარესი, მისი ზომების გამო.

8. ექსპერიმენტების გარეშე. არ ღირს პირველ ღამეს პარტნიორთან ჩაატაროთ ექსპერიმენტი სექს-შოფის სათამაშოებითა და აკრობატული პოზებით. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველა ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს ორივე მხარის თანხმობით.

9. არ ღირს ტკივილის მიყენება და არც მისგან ტკივილის მოთმენა. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ მაზოხიზმის მიდრეკილება. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იმოქმედოთ ფრთხილად და ნაზად. რა თქმა უნდა მოვლილი ფრჩხილები ძალიან ლამაზია, მაგრამ თუ მათ ჩავარჭობთ ზურგში პარტნიორს, არც ისე სასიამოვნო გრძნობებს გამოიწვევს. ასევე არ ღირს კბენა და მის სხეულზე სხვა რაიმე ნიშნების დატოვება. თუ თქვენ ის ტკივილს გაყენებთ, უნდა უთხრათ მაშინვე. მოთმენა და მოცდა, რომ ალბათ თვითონვე მიხვდება, არ ღირს. მან შეიძლება იფიქროს, რომ ტკივილისგან კი არა, სიამოვნებისგან კვნესით და კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს მოქმედება.

10. ჰიგიენა. ქალის სურნელი, რა თქმა უნდა აღმგზნებად მოქმედებს მამაკაცზე, მაგრამ ყველაფერი ზომიერად. ყველა მამაკაცს არ შეუძლია, ნაპოლეონ ბონაპარტივით, რომელიც 1 კვირით ადრე სწერდა თავის საყვარელ ქალს: "არ დაიბანო, მოვდივარო". მძაფრი სუნი ნებისმიერ შემთხვევაში აფრთხობს მამაკაცს. არ ღირს დეზადორანტებითა და სუნამოებით გადაბრუება. ელემენტარული შხაპითა და ნეიტრალური გელით რომ დაკმაყოფილდეთ, სავსებით საკმარისი და მისაღები იქნება მისთვის.

11. იყავით ყველაფერში ბუნებრივი, რასაც აკეთებთ. სიყალბე ყოველთვის ადვილი შესამჩნევია და ყველაფერს ფასს უკარგავს.

 

და ბოლოს... ეს იმ შემთხვევაში თუ მამაკაცი გამოცდილია და ქალიშვილი არა. ზოგიერთ მამაკაცს ეშინია იყოს პირველი. ისინი ფიქრობენ, რომ გოგონა ვერ მიიღებს რეალურ სიამოვნებას, როგორც არ უნდა ეცადოს. გოგონები კი ხანდახან იმიტომ კარგავენ ქალწულობას, რომ დაიღალნენ ამ ტვირთის ტარებით. თუ მამაკაცისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ იყოს პირველი, ამიტომ სჯობს წინასწარ დაინტერესდეს ამ საკითხით. ყველაზე ცუდი ვარიანტია პირველი ღამის დროს ამ თემაზე საუბარი. სჯობს ქალიშვილმა ამის შესახებ თავის პარტნიორს წინასწარ უთხრას, რადგან შეიძლება ამის მოსმენის შემდეგ მამაკაცი უცებ აორთქლდეს და დიდხანს დასჭირდეს ლოდინი, ვიდრე უფრო მამაცი პრეტენდენტი გამოჩნდება.

 

ავტორი: ემილი.

 

შეაფასეთ სტატია :
         
shav legi
(2011-02-14 02:08:20)

ar unda sheimchnios, dzvirfaso, megi, torem ra daawynarebs mere magas?

megi shonia
(2011-02-10 23:50:18)

ra unda qnas gogom mag dros tu shishma dzlier sheipyro ??

megi shonia
(2011-02-10 23:48:08)

ise ra dzaan texavs roccccca pirveli s...xi ushedegoaaaaaa..!!

((ო, მაი გააააააააააააააააააააააააააააააად ))

mavne 03
(2011-02-09 22:52:43)

 აუ, აუუუუ, შენ რომ არა პერლა ჩემო, ხო გადავშენდებოდით! დემოგრაფიის დედა ხარ რა

zura chikviladze
(2011-02-08 15:48:40)

dzalian magaria

muto muto
(2011-02-06 12:58:32)

me siyvaruli MSHIA

shav legi
(2011-02-05 01:29:35)

shxapze da neitralur gelze rac itkva, 100%-iania

emili .
(2011-02-02 23:25:25)

ise, sul ar aris aucilebeli gamocdilebi iyot am saqmeshi!

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO