მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
ნახატების გამოფენა-გაყიდვა
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2018-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2018-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2018-06-01
ბოლო ზარი - 2018-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2018-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    თებერვალი    » «    2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
2018 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყოველი ნიშნისათვის

ვერძი

მოუთვინიერებელ და ჯიუტ ვერძებს ამ წელს გელით როგორც აღმაფრენა, ასევე დაცემა. მთელი 12 თვის მანძილზე მოგიწევთ გამოავლინოთ შეუპოვრობა, მიზანდასახულობა და რა თქმა უნდა, მუდამ ლიდერის პოზიციისკენ ლტოლვა. ეს წელი ენერგიით გავსებთ, რის შედეგადაც დიდი წარმატების მიღწევა შეგიძლიათ და კარგ მოგებასაც ნახავთ. თუმცა, მოგიწევთ რთული არჩევანი გააკეთოთ კარიერასა და ოჯახს შორის და თქვენზეა დამოკიდებული რომელს დააყენებთ პირველ ადგილზე.

კურო

ძაღლის წელი კუროებს სიმშვიდის პერიოდს გიქადით. თქვენ შეძლებთ ცოტა ამოისუნთქოთ და აღიდგინოთ ძალები. თქვენს წინაშე ორი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება შესასრულებელი - გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და იზრუნოთ ოჯახის სიმტკიცეზე. ამ წელს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცვალებადი იქნება, ამიტომაც მოგეთხოვებათ განსაკუთრებული ყურადღება და კონტროლი მასზე. პირველ ადგილზე თქვენთვის პირადი ცხოვრება წამოიწევს, კარიერა კი უკანა პლანზე გადავა. მარტოხელა კუროები ყველა ღონეს იხმართ თქვენთვის სასურველი ადამიანის ინტერესის სფეროში მოექცეთ. დაოჯახებული კუროები კი მეტ ყურადღებას დაუთმობთ მეორე ნახევარს და ბავშვებს.

ტყუპები

ტყუპები ხომ მრავალმხრივი და თავისუფლებისმოყვარე პიროვნებები ხართ და შეგწევთ უნარი მიიღოთ ცხოვრებისგან ყველაფერი, რასაც მოისურვებთ. ეს წელი თქვენთვის მკაფიო ფერებით გაფერადებული და განსაცვიფრებელი თავგადასავლებით სავსე იქნება. ძაღლის წელი ბევრ მოგზაურობას, ახალ რომანტიკულ ნაცნობობას და არაჩვეულებრივ მომენტებს გიმზადებთ. უფრო მეტად სასიხარულო პერიოდი შუა ზაფხულშია მოსალოდნელი, როცა თქვენ გელოდებათ ძალიან სასიამოვნო მოვლენები. ეს შეიძლება იყოს ნიშნობა, ქორწილი, დიდი ხნის ნანატრი ბავშვის დაბადება ან მსგავი მნიშვნელობის რაიმე სხვა მოვლენა.

კირჩხიბი

ამ წელს დიდ ფსონებს დებთ, მაგრამ მწვერვალების დასაპყრობად მოგიწევთ მიატოვოთ ძველი სამსახური და ახალ საქმეში ჩაებათ. თქვენთვის სივიწროვეა პატარა კანტორაში და დიდი სივრცე გჭირდებათ. გაგიჩნდებათ შიში, რომ შეიძლება დაკარგოთ ყველაფერი, რაც გაგაჩნიათ, მაგრამ ძნელი იქნება გაუძლოთ წინსვლის ცდუნებას. გახსოვდეთ, რომ არ ღირს საკუთარი პრობლემების სხვის ხარჯზე გადაჭრა, რადგან მსგავსი სურვილიც კი წინასწარვე განწირული იქნება მარცხისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოთ და ცვლილებებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგათ.

ლომი

საკუთარ თავში დარწმუნებული და ძლიერი ლომების მიმართ ყვითელი ძაღლი პატივისცემითაა განმსჭვალული. ამიტომაც შეგიძლიათ თამამად წახვიდეთ რისკზე დასახული მიზნის მისაღწევად. 2018 წელს ცვლილებებია მოსალოდნელი პირად ცხოვრებაშიც. ვარსკვლავები გირჩევენ,  მეტი დრო დაუთმოთ მეორე ნახევარს და ბავშვებს. შედეგად ოჯახი იქნება თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კარიერა და ფინანსები.

ქალწული

ქალწულები ძალიან გონივრულები ხართ და ყოველთვის წინასწარ გეგმავთ საქმეებსა და პროექტებს, ამასთანავე ყველაფერში წესრიგი გიყვართ და მკაცრად მისდევთ განაწესს. ჩვეულ ტაქტიკას არც 2018 წელს უღალატებთ. თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ მოემზადოთ მოულოდნელი სიურპრიზებისთვის. მათ შორის ზოგი სასიამოვნო იქნება და ზოგიც - არც ისე...

სასწორი

ყვითელი ძაღლის წელი კარგ კვალს დატოვებს სასწორების ცხოვრებაში. ამ ნიშნის წარმომადგენლები ცვლილებების აუცილებლობას იგრძნობთ. ამიტომაც სამუდამოდ გამოემშვიდობებით ყველაფერს, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე.

მორიელი

2018 წელს მორიელები განწყობილი იქნებით ფრთები შეასხათ ცხოვრებაში ყველა მიზანსა და ბიზნეს იდეას. ადრე არ თვლიდით საკუთარ თავს ასე გენიალურად და გამორჩეულ პიროვნებად, მაგრამ უკვე იანვრის პირველსავე რიცხვებიდან იგრძნობთ სამეწარმეო საქმეში ჩაბმის ძლიერ მიზიდულობას. ეს წელი ძალებითა და ენერგიით გავსებთ, რისი დამსახურებითაც შეძლებთ ერთდროულად საკმაოდ დიდი რაოდენობის საქმეს გაართვათ თავი. ამასთანავე, აუცილებლად ყურადღებით უნდა მოეკიდოთ საკუთარ ჯანმრთელობას და ოჯახურ ვალდებულებებს.

მშვილდოსანი

პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში ბედი თქვენს სასარგებლოდ იქნება მომართული. ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან იმპულსურები ხართ, ამიტომაც სამსახურსა და ოჯახს შორის გაიხლიჩებით. უდავოდ დიდ წარმატებას მიაღწევთ სამსახურში და შეგიძლიათ კარიერული წინსვლის იმედიც გქონდეთ, მაგრამ თქვენთვის უკიდურესად რთული იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრიორიტეტების განსაზღვრა და არჩევანის გაკეთება. გაგიჩნდებათ თამამი, მაგრამ საკმაოდ რთულად შესასრულებელი იდეები, რასაც ნაცნობები და ახლობელი ადამიანები აკვიატებად ჩაგითვლიან. ვარსკვლავები გირჩევენ შეუპოვრობა გამოიჩინოთ, რისი დახმარებითაც შეძლებთ ფრთები შეასხათ საკუთარ ოცნებებს ცხოვრებაში.

თხის რქა

ძაღლის წელი თხის რქებისთვის ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენებით აღსავსე იქნება. ბევრი თქვენგანი სამუშაოსა და შემოსავალზე იქნება ორიენტირებული, ამასთან  კარიერული წინსვლა საერთოდ მეორეხარისხოვანი გახდება. მუდმივი მოუცლელობის გამო ოჯახურ ცხოვრებაში დაძაბულობა და გაუგებრობები იმატებს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში არსებობს მძიმე დაავადების რისკიც. ვარსკვლავები გირჩევენ, მთელი 2018 წლის განმავლობაში გახსოვდეთ, რომ საკუთარი მომავალი დამოკიდებული იქნება თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

მერწყული

2018 წელი მერწყულებისთვის ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენებით აღსავსე იქნება. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ახალი, უჩვეულო ედეები გაგიჩნდებათ, რომლებიც მომავალში კარგ მოგებას მოგიტანთ. გარკვეულ პერიოდში ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას ადვილად შეძლებთ.

თევზები

ამ წელს საკუთარ თავში დარწმუნებული იქნებით. გასული წელი ძალიან წარმატებულად დასრულდა, რამაც ახლო მომავალში კარგი წლის დასაწყისი განაპირობა. იანვრის პირველსავე რიცხვებიდან მოგეცემათ შანსი ხელმძღვანელის პოსტი დაიკავოთ სამსახურში. მაგრამ თქვენ სიამოვნებას არ განიჭებთ გუნდური მუშაობა, რაც მალე დაგაკარგვინებთ მუშაობის სურვილს.

 

ავტორი: ემილი

წყარო

2017-12-30.

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO