მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
ნახატების გამოფენა-გაყიდვა
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2018-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2018-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2018-06-01
ბოლო ზარი - 2018-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2018-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
გოგრა

გოგრა რომ სასარგებლო, და ვიტამინებით სავსე პროდუქტია, ალბათ ყველას გსმენიათ. ამასთანავე ის დაბალკალორიულიცაა. მისი რეგულარული მიღება ყველა შინაგანი ორგანოს ფუნქციონირებას აუმჯობესებს. ამიტომ ვცდილობ ოჯახში ხშირად მოვამზადო მისგან სხვადასხვა კერძები. გაგიზიარებთ საკუთარ რეცეპტებს, რომლებიც განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ხოლმე და თუ მისი მომზადება არ დაგეზარებათ, მერწუნეთ, არ ინანებთ.

გოგრის ფლავი ბრინჯით და ფორთოხლით

წინასწარ გეტყვით, ამ ფლავის მომზადებას მხოლოდ თხელკანიანი გოგრით შეძლებთ, რომლის გაფცქვნა და დაჭრაც ხერხდება.

დაგჭირდებათ:

გოგრა - 1 კგ,

ბრინჯი - 1 ჩ/ჭ,

კარაქი - 20 გრ,

ფორთოხალი - 1 ცალი,

დარიჩინი (დაფქული) - ¼ ჩ/კ,

შაქრიანი ვანილი - 1 პაკეტი,

მარილი - დანის წვერით,

შაქარი - გემოვნებით.

გარეცხეთ, გაფცქვენით და დაჭერით გოგრა 2/2სმ კუბებად. ქვაბში ჩაყარეთ ბრინჯი, დაასხით იმდენი წყალი, რომ კარგად დაიფაროს. რომ ადუღდება, დაამატეთ გოგრა და დაუწიეთ გაზს მინიმუმამდე, რადგან მისი მორევა არ შეიძლება და ისე უნდა მოიხარშოს, რომ არ მიიწვას. თუ შეატყობთ, რომ წყალი დაშრა, ცოტა დაამატეთ. ბრინჯი რომ მოიხარშება, დაამატეთ კარაქი და გადმოდგით ცეცხლიდან.

გარეცხეთ და გახეხეთ 1 ფორთოხლის ცედრა. მერე გაფცქვენით ფორთოხალი და გული დაჭერით წვრილად. დაამატეთ ფლავში ფორთოხლის ცედრა და გული, დარიჩინი, ვანილი, მარილი, შაქარი და აურიეთ ისე, რომ გოგრის ნაჭრები არ დაიშალოს (დაუშლელი უფრო ლამაზად გამოიყურება).

სუფრაზე მიიტანეთ გაგრილებული.

alt

გოგრის მურაბა ფორთოხლით

გოგრა - 1 კგ (აქაც თხელკანიანი გოგრა დაგჭირდებათ),

ფორთოხალი - 1 ც,

შაქარი - 1,1 კგ (ფორთოხლის წონაც გაითვალისწინეთ).

გარეცხეთ, გაფცქვენით და დაჭერით გოგრა 2/2 სმ-იან კუბებად.

გარეცხეთ და გახეხეთ ფორთოხლის ცედრა. შემდეგ გაფცქვენით და გული დაჭერით ასევე კუბებად.

დაჭრილი გოგრა, ფორთოხალი და ცედრა ერთმანეთში აურიეთ. დააყარეთ შაქარი და დატოვეთ რამდენიმე საათით (მე ღამით ვტოვებ ხოლმე და დილით ვადუღებ). თუ ასადუღებლად საკმარისი წვენი არ გამოუშვა (გოგრა მშრალია ხილთან შედარებით), ასადუღებლად რომ მოემზადებით, დაამატეთ ნახევარი ჭიქა წყალი, ფრთხილად ამოურიეთ, დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გააგრილეთ. ისევ დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ სანამ ქარვისფრად არ მოიხარშება.

თქვენი მურაბა მზადაა.

ქილებში ჩაასხით მდუღარე და მოხუფეთ.

პს: თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ ამ მურაბას ფორთოხალთან ერთად ცოტა ლიმონის ცედრა, ვანილი ან დარიჩინი დაუმატოთ, უფრო პიკანტური გემოსთვის.

alt

გაგვიზიარეთ თქვენი რეცეპტებიც.

 

ავტორი: ემილი

2018-01-11

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO