მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ივნისი    » «    2019    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
შუა ხსნის ასაკის პრობლემები

შუა ხნის კრიზისი, მკაცრი გამოცდაა, როგორც მამაკაცის, ისე ქალისათვის. ეს ის პერიოდია, როცა ადამიანმა საკმაო ცხოვრებისეული გამოცდილება დააგროვა, ნახა კარგიც და ცუდიც, ერთგვარად დალაგდა და მოწესრიგდა მისი შინაგანი განწყობაც და ცხოვრების სტილიც. თუმცა, არსაიდან მაინც ჩნდება პრობლემა. შუა ხნის ასაკში ჩნდება სურვილი ღირებულებების გადაფასების, აზრების გადახალისების. ამ ასაკში ადამიანს ერთგვარი პროტესტი უჩნდება სამყაროსა და საკუთარი თავის მიმართ.
შუა ხნის კრიზისს, განსაკუთრების მტკივნეულად მამაკაცები განიცდიან. 38-45 წლის ასაკში მამაკაცი ხვდება, რომ ნახევარმა ცხოვრებამ გაიარა. თუმცა ბევრი რამ დარჩა მიუღწეველი. ეჩვენება, რომ ბევრი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა და ვერ გახდა ის, ვინც უნდოდა გამხდარიყო.


ეს ყველაფერი იწვევს გარშემო მყოფებისა და საკუთარი თავისათვის რაღაცის მტკიცების სურვილს. იგი მუშაობს განუწყვეტლივ, რომ აჩვენოს, რომ ჯერ ახალგაზრდაა, ენერგიით სავსე და ბევრის მიღწევა შეუძლია.
საკუთარ თავს კი იმით იმშვიდებს, რომ იწყებს ახალგაზრდულად ჩაცმას, ინტერესდება თავისი 18 წლის ვაჟის ინტერესებით. უსმენს ახალგაზრდულ მუსიკას და მზრუნველ და მშვენიერ ცოლზე უფრო, თავქარიანი, ახალგაზრდა გოგონებისკენ მიუწევს გული. მისი ზეაქტიურობა ხშირად დეპრესიითაც მთავრდება ხოლმე.

ამას ემატება მოჩვენებითი ავადმყოფობები. მამაკაცს ეჩვენება რომ დაბერდა, ცხოვრება დამთავრდა და ყველა ავადმყოფობა ერთდროულად უტევს მას. ექიმის ან ფსიქოლოგის კონსულტაცია ასეთ დროს, საუკეთესო გამოსავალია. ვიტამინებით მკურნალობაც კი, არაჩვეულებრივ შედეგს მისცემს პაციენტს, რადგან ამ პერიოდის ავადმყოფობები ძირითადად მოჩვენებითია და არა სერიოზული.

რთული პრობლემა ერთ დღეს არ ჩნდება. იგი პატარ პატარა გამომწვევი მიზეზებისაგან შედგება, გროვდება და ერთ დღესაც იჩენს თავს. ხშირად ეს შუა ხნის ასაკში ჩნდება. ასე რომ, წლების პრობლემის მოგვარებას ერთ დღეში ნუ მოინდომებთ. მოთმინება იქონიეთ. შეეცადეთ მშვიდად გადალახოთ ეს პრობლემა. შუა ხნის ასაკის კრიზისი, მამაკაცმა დამოუკიდებლად უნდა გადალახოს. თუმცა, ამ დროს მისთვის გვერდით დგომა და მხარდჭერა აუცილებელია.


კრიზისი გადაივლის და ადამიანს უჩნდება დაღლილობის შეგრძნება. თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ ჩნდება ენერგიის კრიზისი. ახალი თავგადასავლების გამო, თავს დამნაშავედ გრძნობს ოჯახისა და ახლობლების წინაშე. სწორედ ამ დროს სჭირდება მას მოსმენა და მხარდაჭერა.


გახსოვდეთ, შუა ხნის ასაკის უცნაურობებზე პასუხის მოთხოვა და საქმეების გარჩევა, კარგს არაფერს მოგიტანთ. შეუქმენით ერთმანეთს მშვიდი და მეგობრული გარემო და კრიზისი და გაუგებრობები თავისთავად გაყვება დროს

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
mavne 03
(2011-02-09 22:47:50)

ამიტომ უნდა იყოთ ჩემსავით ახალგაზრდები და ქორფები!. რა კარგი ვარ რა..

zura chikviladze
(2011-02-07 16:52:11)

es asaki aris mamakacis cxovrebis piki

natia .
(2011-02-05 20:33:27)

ra kofila es shuaxnis asaki, ukure shen!!

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO