#1 - ებრაული ლეგენდის თანახმად, როდესაც ნოემ ვაზი დარგო, ჯერ ჩიტის სისხლით მორწყო, შემდეგ ლომის, ბოლოს კი ღორის, ამიტომაც როცა ადამიანი სვამს, ჯერ ჩიტივითაა, შემდეგ ლომივით, ხოლო ბოლოს კი ღორივით.
- ლეგენდის თანახმად, სამოთხე იაპონელებმა ფორთოხლის გამო დატოვეს, არაბებმა _ თუთის, ხოლო ჩვენ ვაშლის გამო.
- სულით ავადმყოფებს ამერიკაში ”არასრულ დოლარს” ეძახიან
- აღმოსავლური ლეგენდის თანახმად, ერთმა ბრძენმა ქაღალდზე ხაზი გაავლო და მეორე ბრძენს სთხოვა დაემოკლებინა ისე, რომ მას არ შეხებოდა. მოხერხებულმა ბრძენმა პირველი ხაზის გასწვრივ უფრო გრძელი გაავლო:)
- აშშ-ის ცნობილ ქალაქ ლას-ვეგასს ადგილობრივი მკვიდრნი ”ალერსიან ქურდს” უწოდებენ
- 1389 წელს დანიისა და ნორვეგიის დედოფალმა მარგარეტმა ”ჯვაროსნული ომი” გამოუცხადა მეკობრეებს და მათი ბაზები გაანადგურებინა. ბევრი მეკობრე სიკვდილით დასაჯეს. ყველა მათგანს ჰქონდა უკანასკნელი სურვილის თქმის უფლება. მათ შორის ერთ-ერთმა, ყველაზე უფრო სასტიკმა მეკობრემ მტერმტერბეკერმა ისურვა იმდენი მეკობრის გათავისუფლება, რამდენსაც ის თავმოკვეთილი ჩაურბენდა - ამგვარად მან 11 თანამებრძოლი გადაარჩინა.
- შუა საუკუნეებში კუდიანებისა და ალქაჯების გამოვლინების ძალიან მარტივი მეთოდი არსებობდ: თუ ქალი 49,5 კგ-ზე ნაკლებს იწონიდა, იგი ალქაჯი იყო. ეს მეთოდი ეფუძნებოდა იმას, რომ ცოცხს მხოლოდ ამ წონის აწევა შეეძლო:)
- აღმოსავლური სიბრძნე გვამცნობს: ”ქალი მამაკაცზე ორჯერ მეტს ჭამს, ოთხჯერ მასზე ეშმაკია, ექვსჯერ უფრო პრინციპული და ჯიუტი, და რვაჯერ უფრო ვნებიანი”
- ჩინელების თქმით ყველა ევროპელი გაბრაზებულია, რადგან მათ ფართო თვალები აქვთ, ხოლო ადამიანი როცა ბრაზობს, თვალები უფართოვდება:)
- ტაჯ-მაჰალი არის ქათქათა მსუბუქი, თითქოს ჰაერში გამოკიდებული მავზოლეუმი. მას ”მარმარილოში გამოკვეთილ ოცნებას”, ”უდიდესი სიყვარულის სიმბოლოს” უწოდებენ. ადგილობრივ მმართველს შაჰ-ჯაჰანს ღარიბი გოგონა შეუყვარდა და ულამაზესი მუმთაზმაჰალი ცოლად შეირთო. მან შაჰს 13 შვილი გაუჩინა და 38 წლის გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი სთხოვა ქმარს, რომ ცოლი აღარ მოეყვანა... შაჰმა თხოვნა შეუსრულა და საყვარელ მეუღლეს ულამაზესი მავზოლეუმი აუშენა, რომელიც 1631-1653 წლებში შენდებოდა. დღეს ეს მავზოლეუმი ინდოეთის სიამაყედ ითვლება.
#2 1. ფიურსტი ლიხტენშტეინის მთავრობის მეთაურის ტიტულია.
2. ,,იამაიკა“ ინდიელების ენაზე ,,წყაროების ქვეყანას“ ნიშნავს.
3. გამოთქმა ,,კომენტარის გარეშე“ (,,ნოუ კომენტ“) პირველად უინსტონ ჩერჩილმა გამოიყენა.
4. ფრაერი გერმანულად ,,საქმროს“ ნიშნავს.
5. ლივერპულის აეროპორტი ჯონ ლენონის სახელობისაა.
6. მამას პირველი დუელის დროს შარვალი ჩაძვრა - ალექსანდრე დიუმა.
7. კოლი შოტლანდიურად ,,შავთავიან ცხვარს“ ნიშნავს.
8. მატრონიმი არის გვარი, რომელიც დედის სახელიდან წარმოდგება.
9. აუტომისოფობია უსუფთაობის შიშია, აკაროფობია - ქავილისა, ამატოფობია - მტვრისა, ბაცილოფობია - მიკრობებისა.
10. პარიზის გერბი არის ხომალდი.
#3
-
- ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში პასკალი, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მათემატიკოსი, ფიქრობდა რომ შეექმნა ისეთი ხელსაწყო, რომელიც ადამიანს დაეხმარებოდა მათემატიკურ გამოანგარიშებაში, მაგრამ იმ დროინდელი პირობებიდან გამომდინარე მან მხოლოდ საანგარიშო შექმნა.
-
- მთელს მსოფლიოში კომპიუტერის გამოგონება იყო მესამე სენსაცია. პირველი - მიკროსკოპის გამოგონება, მეორე - კოსმოსში გაფრენა და მესამე კომპიუტერის.
-
- ქაღალდი პირველად გამოგონილ იქნა ჩინეთში ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე პირველ საუკუნეში.
-
- ჯინსი გამოიგონეს 1567 წელს იტალიაში ქ. გენუაში.
-
- გერმანელმა, იოჰანეს გუტენბერგმა მე-15 საუკუნეში გამოიგონა წიგნების ბეჭვდის ტექნიკა.
-
- სიტყვა პროლოგი წარმოიშვა პრომეთესგან, ხოლო ეპილოგი - ეპიმეთესგან.
-
- ისინი იყვნენ ძმები, პრომეთე მოიაზრებოდა ქვეყნის, სიცოცხლის დამწყებად, ხოლო ეპილოგი სიცოცხლის დასასრულად.
-
- აკადემია ბერძნული სიტვიდან არის ნაწარმოები. საბერძნეთში ყოფილა ვინმე გმირი აკადემი, რომლის ბაღშიც იყო სასწავლებელი, ამიტომ ეწოდა სასწავლებელს აკადემია
#4
>> ფეხსაცმელზე თასმების შეკვრის 14 მეთოდი არსებობს. მათგან ყველაზე გავრცელებულია ,,ჯვარედინი,,.
>> პოპულარული ჰოლივუდელი მსახიობი ბრედ პიტი სანამ კინოსამყაროში მოხვდებოდა, სხვადასხვა ადგილზე მუშაობდა. ერთი წლის განმავლობასი ის პიცერიას ალაგებდა. მოგვიანებიტ კი თავს მწვანილების გაყიდვით ირჩენდა.
>> შექსპირის შემოქმედებაში "ჰამლეტი" მოცულობით ყველაზე დიდი ნაწარმოებია. ის 4042 სტროფისგან შედგება და მასში 29 5551 სიტყვაა გამოყენებული.
ახალგაზრდა იულიუს კეისარი ხელებს ზურგს უკან იმაგრებდა და ცხენოსნობაში ასე ვარჯიშობდა.
>> "მიცუბიში" იაპონურად "სამ ბრილიანტს ნიშნავს".
>> აზიური ჯიშის ქათმები შავი და ყვითელი ფერის კვერცხებს დებენ.
>> სიტყვა "ნაშა" ძველბერძნულად ცოლს ნიშნავს.
>> ესპანეთში ამბობენ, რომ გაუპატიურება მზერითაც შეიძლება და ამიტომ თვალებს "სასქესო ორგანოებსაც" კი უწოდებდნენ.
>> ეროტიული ლიტერატურის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა, რომელიც 25400 ტომისგან შედგება, ვატიკანში ინახება.
>> მსოფლიოში ყველაზე დიდი ადმინისტრაციული შენობა პენტაგონია.
>> აშშ-ში ჯორჯ ვაშინგტონის სახელს ატარებს: 7 მთა, 8 მდინარე, 120 ქალაქი და დასახლებული პუნქტი.
>> მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული მდინარეა რაინი.
>> ნორმალური ადამინი 7 წუთსი ახერხებს დაძინებას.
>> დედამიწაზე ყოველდღიურად 27 ტონა კოსმოსური მტვერი ცვივა.
>> არწივი 22 სახელმწიფოს გერბზეა გამოსახული, ხოლო ლომი-29 - ზე.
>> ბაბილონის გოდოლის ასაგებად 85 მილიონი აგური გამოიყენეს.
>> პირველი კარუსელი 1766 წელის ზაფხულში, პეტერბურგში დაამონტაჟეს.
>> ამერიკა წელიწადში 18 მილიონზე მეტს ხარჯავს ნარკობარონების წინააღმდეგ ბრძოლაში.
>> ალ კაპონეს 215 მკვლელობაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
>> XX საუკუნეში, ფრანგები მილიონერებს "ტუზებს" ეძახდნენ.
>> ყოველ წუთს მსოფლიოში 27 529 124 ლიტრი ლუდი ისმება.
>> ავსტრალიაში 57 000 000 კენგურუ ცხოვრობს.
>> იაპონია, აშშ-ის ტერიტორიის 3% -ს შეადგენს. ხოლო მთელი იაპონიის მიწა ორჯერ მეტი ღირს, ვიდრე მთელი ამერიკა.
>> ბეღურას კისერზე ორჯერ მეტი მალა აქვს, ვიდრე ჟირაფს;
>> სპილოს ერთი ეშვისაგან მზადდება კლავიშები 15 როიალისთვის;
>> დედამიწა ყველაზე სწრაფად აგვისტოში ბრუნავს, ყველაზე ნელა-მარტსა და აპრილში;
>> საფრანგეთის პრეზიდენტს შარლ დე გოლს 1944 წლიდან 1966 წლამდე 30-ჯერ დაესხნენ თავს,მაგრამ ყველა ჯერზე ტერორისტებს ხელი მოეცარათ;
>> ყველაზე დიდი მიწისძვრა 1556 წლის 2 თებერვალს ჩინეთში,შანსის და ხენანის პროვინციაში მოხდა. მაშინ 830 000 ადამიანი დაიღუპა.
>>თმის საშრობი ფენი 115 წლის წინ ფრანგმა ალექსანდრე გოფროუმ გამოიგონა.
>>ადამიანს თავზე თმა წლის განმავლობაში 15 სმ-ით ეზრდება.
>>ბეღურა საშუალოდ 30 გრამს იწონის. მისი სხეულის ტემპერატურა 44 გრადუსია. წუთში 1000 ჩასუნთქვას აკეთებს და მისი პულსი წუთში 860 დარტყმას აკეთებს.
>>დღე-ღამის განმავლობაში ფრჩხილი 0.33 სმ-იტ იზრდება.
>>თეთრი დათვები ცაციები არიან.
>>დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული მინერალი კვარცია.
>>პერუს დედაქალაქი ლიმა ოკეანის ნაპირზეა გაშენებული. მიუხედავად ამისა, ქალაქში თითქმის არ წვიმს. ამიტომ ლიმელები არ ხმარობენ ქოლგას და მათ სახლებს არ აქვთ საწვიმარი მილი.
>>ბუნებრივად ქერათმიან მანდილოსნებს თავზე 140 000 თმის ღერი აქვთ; შავგვრემნებს - 110 000.
>>60 წლის ადამიანები 50% გემოს შეგრძნებას კარგავს.
>>ამერიკელების მხოლოდ 55-მა პროცენტმა იცს რომ მზე ვარსკვლავია.
>>როდენის "მოაზროვნე" იტალიელი პოეტის დანტეს პორტრეტია.
>>საფარაში ყოველწლიურად 160 000 მირაჟი ჩნდება.
>>ბალტიის ზღვას ადრე ქარვის ზღვა ერქვა, რადგანაც ეს მინერალი მრავლად მოიპოვებოდა მასში.
>>რაც უფრო ცუდ პირობებში იზრდება და ხარობს ყავა მიტ უფრო გემრიელია მისი ნაყოფი.
>>ალასკის დროშა 13 წლის ბიჭმა შექმნა.
>>ადამიანის ტვინის 89% წყალია.
>>მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი იმდენ ნერწყვს გამოყოფს, რომ ორ დიდ აუზს გაავსებდა.
>>ვაშლის არაყს კალვადოსი ქვია.
>>ადამიანს ცხვირი მტელი სიცოცხლის მანძილზე ეზრდება
|