მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“

დღეს მოდურია როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე  სტილი. თუმცა ისინი უკვე სიახლეს აღარ წარმოადგენენ და თუ კვლავ ძიებაში ხართ - რით გააოცოთ მნახველი და რა მოიგონოთ ისეთი, რაც თქვენს ინტერიერს სხვებისგან გამორჩეულს გახდის, საუკეთესო გამოსავალია მინიმალიზმი.

მინიმალისტური სტილის ოქროს ხანა 60-იან წლებში იყო, როდესაც პრინციპი - "არაფერი ზედმეტი" მიმართული იყო ბურჟუაზიული პომპეზურობის წინაამდეგ.

როგორც სტილი, მინიმალიზმი ჩამოყალიბდა გასული საუკუნის 20-იან წლებში. მისი სამშობლო გახდა გერმანიის არქიტექტურული ინსტიტუტი - ბაუჰაუზი. აქ შეიკრიბნენ იმ დროის ყველაზე თამამი და წინწასული დიზაინერები და წინ აღუდგნენ მაშინდელ გაბატონებულ მოდერნს, რომელიც გატაცებული იყო ფორმების დახვეწით და დავიწყებული ჰქონდა მნიშვნელობა - "ფორმა უნდა ემსახურებოდეს დანიშნულებას". მათ გააკეთეს გამოწვევა ადრინდელ ესთეტიკასთან. რაც შეიძლება ნაკლები დეკორაციები, ფერთა მონოტონურობა და სიბაცე, არარსებობა დამღლელი ვიზუალური ეფექტებისა - აი, რა მოუვიდათ ჭკუაში დიზაინერებს.

XXI საუკუნის მინიმალიზმი ისევ პროტესტია, მაგრამ არა რომელიმე საზოგადოებრივი წყობის მიმართ, არამედ ინფორმაციის სიუხვის, თანამედროვე მეგაპოლისების ხმაურისა და ქაოსის წინააღმდეგ. ზედმეტობები თვალს ღლის. ადამიანები მიისწრაფვიან სისუფთავის, სიმშვიდისა და სიცარიელისაკენ,  უპირატესობას ანიჭებენ „მშვიდ" ინტერიერს, დახვეწილ სიმარტივეს, რომელიც შინაგანი ჰარმონიისა და თავისუფლების განცდას ქმნის.

რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში.

თუ ბინა არაა დიდი და რამოდენიმე პატარა ოთახისაგან შედგება, მინიმალისტური ინტერიერის შესაქმნელად სასურველია რამოდენიმე ოთახის გაერთიანება. მაგალითად, ჰოლის გაერთიანება სამზარეულოსა და მისაღებთან . გაერთიანებისა და გაუქმებული ტიხრებისაგან გამოთავისუფლებული ფართის ხარჯზე შეიქმნება სივრცის შთაბეჭდილება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთელი სივრცე ჩანდეს ინტერიერის ნებისნიერი წერტილიდან.

მინიმალისტურ ინტერიერში ყველა საჭირო ნივთია განლაგებული, რაც ადამიანს კომფორტისათვის სჭირდება. სიცარიელისა და თავისუფლების შეგრძნებას კი მათი განლაგება ქმნის. აქ ავეჯი არ ჯგუფდება. ისინი ერთმანეთისაგან დაშორებით არიან განლაგებულნი, არ გადატვირთავენ ინტერიერს, ფეხებში არავის ეხლართებიან და თვალსაც ასვენებენ.

სინათლე

მინიმალისტურ ინტერიერში სწორედ სინათლე იძლევა მეტი სივრცის შეგრძნებას. აქ ადამიანი უფრო „პალატაში" გრძნობს თავს,  ვიდრე კომფორტში. სასურველია, რომ ფანჯრები ფართო და ღია იყოს, ფარდებისა და დარაბების გარეშე. ამ გზით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ინტერიერი შერწყმულია გარე სამყაროსთან. თუ თქვენ არ მოგწონთ ხედი თქვენი ფანჯრებიდან, შეგიძლიათ ჰორიზონტალური ჟალუზები ან გამჭვირვალე ფარდები გამოიყენოთ.

შიდა კარები უმჯობესია არ იყოს. თუმცა ზოგიერთი ზონის გამოყოფა მათ გარეშე შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში გამოიყენეთ შუშის კარები.

ფერები

რაც შეეხება ფერთა გამას - მინიმალისტური ინტერიერი ვერ იტანს მკვეთრ, გამაღიზიანებელ ფერებს. უპირატესობა ენიჭება სუფთა, მშვიდ ფერებს: შავს, თეთრს, სპილოსძვლისფერს, ნაცრისფერს, ბეჟს.

მოსაპირკეთებელი მასალები

მინიმალისტური სტილის ინტერიერში კედლები უნდა იყოს იდეალურად გალესილი და ერთ ტონალობაში გადაწყვეტილი. ჭერი - თაბაშირ-მუყაოსაგან, ასევე იდეალურად სწორი, თანაბარი ზედაპირით. იატაკისათვის დაფები მაქსიმალურად გრძელი და განიერი, რათა მასზე რაც შეიძლება ნაკლები ჭრილები ჩანდეს. ყველაზე მთავარია მოსაპირკეთებელ მასალებში ერთიანობა და ჰარმონიულობა იყოს დაცული.

რამდენადაც მინიმალიზმი მორთულობებს ვერ იტანს, ინტერიერის დეკორად გვევლინება თავად კედლები, იატაკი და ჭერი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინტერიერის სილამაზე იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ხარისხიანი და უშეცდომო იქნება მათი ზედაპირები.

ავეჯი და აქსესუარები

ერთი შეხედვით ამ სტილის ავეჯს არაფერი აქვს განსაკუთრებული. მისი ფორმა სუფთა და ლოგიკურია, კონტურები - მშვიდი, გარეგნობა - ელეგანტური. მაგიდის ოთხკუთხედი ზედაპრი მაგრადაა დაჭერილი მოკლე ფეხებზე. მკაცრი დივანი მხოლოდ 2 ბალიშისა  და ლითონის ან ხის კარკასისაგან შედგება. ტუმბოს კუბის ფორმა აქვს.. ეს საგნები ისე უბრალოდ გამოიყურება, თითქოს არაფერია მათი საკუთარი ხელით შექმნა.

მიუხედავად სისადავისა, მინიმალისტური სტილი ფულის მხრივ ეკონომიას როდი ნიშნავს; არც დისკომფორტთან აქვს არაფერი საერთო. სხვა სტილმა შეიძლება აიტანოს ხარვეზები და შეინიღბოს ის დეკორით. აქ კი ყველაფერი შიშველი და თვალსაჩინოა. ამიტომ ისინი დახვეწილი, ხარისხიანი, ნატურალური და შესაბამისად, ძვირადღირებული უნდა იყოს.

უმეტეს შემთხვევაში ავეჯი ექსკლუზიურად მზადდება, რადგან ის ზუსტად უნდა ერწყმოდეს ოთახის კედლებსა და ზომებს. ასეთი ავეჯი კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ავეჯის მასალად უმეტეს შემთხვევაში ნატურალურ ხეს, ლითონს და პლასტიკატს იყენებენ.

იგივე შეიძლება ითქვას აქსესუარებზეც. მათ უნდა ჰქონდეს უბრალო გეომეტრიული ფორმები. სურათები კედელზე, რბილი ბალიშები დივანზე,  სკულპტურა კომოდზე.. ეს ყველაფერი სიმარტივით, სინატიფითა და გენიალურობით უნდა გამოირჩეოდეს.

იმისი თქმა, რომ მინიმალიზმი მთლიანად ეყრდნობა სიმკაცრესა და  „სტერილურობას", არასწორი იქნებოდა. მასში შეიძლება სუფევდეს იუმორის ან მოულოდნელობის ნაწილიც. მაგალითად, შეიძლება კომოდის ზედაპირზე მინის ქვეშ მოთავსებული იყოს სითხის ჟელირებული ფენა, რომელიც შეხებისთანავე ფორმას იცვლის, სურათივით იდღაბნება, თითქოს საგანი ცოცხლდება, კონტაქტში შემოდის და „საუბარში ერთვება". და ეს იმის მიუხედავად, რომ მისი ფორმა ისევ მშვიდი და მკაცრი რჩება. ან შესაძლოა სრულიად მოულოდნელი ნივთი (მაგალითად, ხელნაკეთი, ჩუქურთმებიან ჩარჩოში ჩასმული მოოქროვილი ან მოვერცხლილი ძვირფასი სარკე) ამშვენებდეს ინტერიერს..

და ბოლოს, რაც ყველაზე საინტერესოა: მინიმალისტური ინტერიერის უბრალოება და სიმარტივე მხოლოდ ზედაპირზეა. სიღრმეში კი გამოცანებსა და გამოუთქმელ ინტრიგას მალავს;  ეს გარშემომყოფი სინამდვილის ფილოსოფიური გამარტივებაა;  ეს მიზეზია გარდაქმნისა,  მალული განზრახვაა რთული და გაუსაძლისი ცხოვრების გაიოლებისა. ეს გენიალურობაა სისადავით შესრულებული, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვიათაა მარტივი! 

ავტორი: ემილი

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

შეაფასეთ სტატია :
         

(2015-01-19 20:56:39)

მეც მომწონს ეს სტილი :) საერთოდაც ყველაფერში მიყვარს ეს სტილი :) მხოლოდ რაც აუცილებელი და საჭიროა :)

emili .
(2015-01-19 05:27:28)

ჩემი საყვარელი სტილია! alt


(2013-03-18 20:03:55)

სიღრმეში კი გამოცანებსა და გამოუთქმელ ინტრიგგას მალავს............ !!!ინტერიერი დავივიწყე და ცხოვრებისეულ თემას შევადარე შენი(თქვენი ) სიტყვები  ნაცნობ სიტუაციას მაგონებს!!! :))  altalt დიზაინი დახვეწილი და სადაა მომწონს!!!  

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO