მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ეს სიყვარულია თუ მხოლოდ გატაცება? (პერლას დღიურიდან)

...ვერ გამირკვევია, რა ძალა მიზიდავს მისკენ, საიდან წარმოიშვა ჩემში გამუდმებით მასთან ყოფნის ასეთი მწველი, თითქმის ამოუწურავი სურვილი. რატომ განვიცდი მარტოობას, როცა მის გვერდით არა ვარ?.. ასე რატომ მიხარია მასთან ყოფნა? რატომაა, რომ გამუდმებით ჩემს ფიქრებშია?.. რა მემართება?.. როდემდე?.. სადამდე?.. იქნებ სიზმარია?.. იქნებ არაფერიც არაა და ვაზვიადებ ყველაფერს? ან, იქნებ ისაა ის ერთადერთი, ვისაც მთელი ცხოვრება ველოდი და ვისთვისაც ღირდა ლოდინი?.. იქნებ ვცდები?.. მაქვს კი შეცდომის უფლება? 

აი, შეცდომებზე დაფიქრება კი უკვე გულს მიმძიმებს და მაშინებს. განა ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც თავის დროზე "ამჩატდა", არ დაუკვირდა, არ დაელოდა უფრო ძლიერ და ღრმა გრძნობას, იფიქრა, რომ უკვე იპოვა... და ნანობს... ნანობს იმიტომ, რომ გრძნობა განელდა, გაცივდა, გაქრა... შერჩა მხოლოდ დაკარგული დრო, დაღლილობა, იმედგაცრუება და დაძაბული ნერვები... 

გამოცდილ ადამიანებს თუ დავუჯერებთ, ზოგი ამბობს, რომ მხოლოდ დრო დაგვარწმუნებს ნამდვილ სიყვარულში და აჩქარება არ შეიძლება. ზოგი კი, პირიქით -  სიყვარულს პირველი ამოსუნთქვისთანავე შეიგრძნობ, მიხვდები რომ ის "ის" არის და მისი ხელიდან გაშვება არასოდეს მოგინდებაო... ხედავთ, რა რთულია ყველაფერი? 

ამერიკელმა მეცნიერებმა სასიყვარულო განცდების კლასიფიკაცია შექმნეს -  განსაზღვრეს სიყვარულის 6 სახე: 

  1. ეროსი - მგზნებარე სიყვარული-გატაცება - ეს არის მდგომარეობა მძაფრი ემოციური არამდგრადობის და მერყეობის, აღფრთოვანებული ეიფორიასა და მტანჯველ ეჭვიანობას შორის.
  2. ლუდუსი -  სიყვარული-თამაში, რომლის მიზანია სიამოვნების მიღება;
  3. სტორგე - თბილი და მშვიდი სიყვარული-მეგობრობა;
  4. მანია - სიყვარული-შეპყრობილობა, რომელიც ადამიანს ყოვლად დამოკიდებულს ხდის სიყვარულის ობიექტზე (ეროსისა და ლუდუსის შეერთებით მიიღება).
  5. პრაგმა, რომელიც დამყარებულია რაციონალურ შერჩევასთან (ლუდუსისა და სტორგეს შეერთებით მიიღება).
  6. აგა-პე - უმწიკვლო სიყვარული-თავდადება (ეროსის და სტორგეს შეერთებით  მიიღება).   

ამერიკელი ფსიქოლოგი დოროთი ტენნოვი ამბობს, რომ მგზნებარე სიყვარულის ხანგრძლივობა არის დაახლოებით 3 წელი. შემდეგ იცვლება კმაყოფილებით და კომპენსირდება სხვა მომენტებით - სითბოთი, სიმშვიდით, სტაბილურობით და საიმედოობით. 

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, თუ რა სხვაობაა სიყვარულსა და გატაცებას შორის, ფსიქოლოგებს ძალიან საინტერესო მოსაზრება აქვთ: გატაცება ნიშნავს იმას, რომ ვპოულობთ ადამიანში იმ თვისებებს, რომლებსაც ჩვენ პირველ რიგში ვაფასებთ. სიყვარული კი უმეტეს შემთხვევაში ბრმაა. ამ დროს ადამიანს არ შეუძლია თავი აკონტროლოს. შეიძლება სიყვარულის ობიექტი ისეთი ადამიანი იყოს, რომელიც საერთოდ არ ჯდება ჩვენს გემოვნებაში. აი, თურმე სადაა "ძაღლის თავი დამარხული"! 

ფსიქოლოგთა აზრით, მხოლოდ ვნებაზე დამყარებული ურთიერთობაც კი შეიძლება იყოს ხანგრძლივი. გაუზიარებელი სიყვარულიც კი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს "ბედნიერი". ტანჯვა სასიყვარულო ვნებებისაგან უკეთესია, ვიდრე მისი სრულიად არარსებობა. ურთიერთობა -  ეს ურთიერთდამოკიდებულებაა. სიყვარულში ვიღაცა კოცნის, ვიღაცა კი ლოყას უშვერს... არავითარი ფორმულა სიყვარულისა არ არსებობს, განცდების აგებულება არ ემორჩილება არავითარ ანალიზს. მიგელ დე უნამუნო ამბობს - "თუ სიყვარულს განვსაზღვრავთ, ის გაქრება. სიყვარული - ეს მხოლოდ საიდუმლო როდია, არამედ თავადაა საიდუმლოება". 

აი, აქ გავჩერდები! დაე, ისე იყოს როგორც არის! ...მე მომწონს, მიხარია, მსიამოვნებს, ბედნიერს მხდის... და ეს ყველაზე მთავარია. დანარჩენს დრო აჩვენებს. 

თქვენ კი, ჩემო კარგებო, გირჩევთ არ აჩქარდეთ სანამ საბოლოოდ დაუკავშირებდეთ ერთმანეთს ცხოვრებას. გამოსცადეთ ერთმანეთი და დარწმუნდით, რომ ნამდვილად ისაა ის ერთადერთი, ვისთვისაც ღირდა ლოდინი. მერე კი მეც გამანდეთ თქვენი სიყვარულის ამბები. ბედნიერებას გისურვებთ! 

 

ავტორი: ემილი.

 

შეაფასეთ სტატია :
         

(2012-01-29 02:18:37)

ici ra uamravi ragac sheidzleba waikitxo siyvarulis shesaxeb, shors rom ar wavidet gamsaxurdia rogorc ambobs,"tuki gmertia sadme am qveyanaze, siyvarulia albat is gmertio", magram ra aris namdvili siyvaruli da grznoba veravin gikarnaxebs garda sheni sulisa:) albat dametanxmebi...

emili .
(2011-12-16 01:47:38)

zura chikviladze alt რატომ? ეჰ, მაგაზე რომ პასუხის გაცემა შეიძლებოდეს...

zura chikviladze
(2011-11-21 22:09:38)

ratom ....

shav legi
(2011-10-08 22:33:31)

altროცა საკუთარ თავს ებრძვი და არწმუნებ, რომ არ გიყვარს, სწორედ მაშინ ხარ შეყვარებული.


(2011-08-06 21:35:53)

alt

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO