მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2017-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2017-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2017-06-01
ბოლო ზარი - 2017-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2017-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    დეკემბერი    » «    2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
როგორ მამაკაცზე არ უნდა დაქორწინდეთ

ქალები მამაკაცებზე მეტად მეოცნებეები ვართ. ხშირად გვჩვევია სასურველის რეალობად აღქმა. ვარდისფერი სათვალიდან ვუმზერთ ჩვენს რჩეულს და თუ რაიმე მასში არ მოგვწონს, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს დროებითია და მის უკეთესობისკენ შეცვლას აუცილებლად შევძლებთ. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, - ადამიანები არ იცვლებიან, ისინი მხოლოდ მჟღავნდებიან და ეს თავიდანვე თუ არ გავითავისეთ, იმედგაცრუება გარდაუვალი იქნება. სერიოზულ ურთიერთობას აჩქარება არ უყვარს და ბევრი დაკვირვება მართებს.

მოდით, ასე ვთქვათ: ურთიერთობის დასაწყისშივე ვუშვებთ შეცდომებს და ამას უკვე დაქორწინების შემდეგ ვიმკით! ამიტომ დაფიქრება გვმართებს ისეთ დეტალებზე, რაც აუცილებლად უარყოფითად იჩენს თავს ქორწინებაში.

მაშ, ასე, - არ უნდა დაქორწინდეთ მამაკაცზე თუ ის:

1.      გაკრიტიკებთ, შეურაცხყოფას გაყენებთ ან გადანაშაულებთ;

2.      გიკრძალავთ მეგობრებთან ურთიერთობას;

3.      ალკოჰოლიკია, ნარკოტიკებს იყენებს ან აზარტული მოთამაშეა;

4.      არ შეუძლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება;

5.      არ ზრუნავს თქვენზე;

6.      ემოციურად გსჯით თუ მასთან არ ატარებთ დროს, ან ისე არ იქცევით, როგორც  მას უნდა;

7.      გაშინებთ, თავისი საქციელით და სიტყვებით შიშის გრძნობას გიღვივებთ (მაგალითად, გეუბნებათ, რომ წავა თუ მის პირობებს არ მიიღებთ);

8.      ამბობს, რომ თავისუფლებას აფასებს და ქორწინებაზე არ ფიქრობს.

9.     როცა ბრაზობს, ხელით გეხებათ, ძალადობს;

10.  მოითხოვს, რომ თქვენს ხარჯებს თავად იხდიდეთ. ან უფრო უარესი: გახდევინებთ თავის ხარჯებსაც კი;

11.  დაუფარავი სიამოვნებით გიყვებათ თავის წარსულ კავშირებზე და გადარებთ სხვა ქალებს.

12.  არ ინტერესდება თქვენი საფიქრალით და საქმეებით;

13.  არ იზიარებს თქვენს აზრს და ეგოისტურად ცდილობს მხოლოდ საკუთარი შეხედულებების გატარებას.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომელთა არსებობას ან არარსებობას თანდათანობით აღმოაჩენთ. ამას დრო სჭირდება. ამიტომაც არ უნდა იჩქაროთ. დაუკვირდით როგორ გექცევათ, ან როგორ ექცევა გარშემომყოფ ადამიანებს და საერთოდ გარემოს. მეტი იფიქრეთ მის ქცევებზე და არა მის ლამაზ სიტყვებზე, რომ მერე ცრემლებით არ ასველოთ ბალიშები ამაოდ დაკარგული ლამაზი წლების გამო.

პერლა გისურვებთ ბედნიერებას!

 

ავტორი: ემილი.

2017-01-16.

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ჯადოსნური ყინულები
გადმოცემის მიხედვით, თამარ მეფეც მიმართავდა ამ მეთოდს. მისთვის ზაფხულობითაც კი ჰქონდათ ყინულები გამოქვაბულში შენახული. ყინულებს იყენებდნენ მერილინ მონრო და გრეტა გარბო ...
დაწვრილებით .>>
სურნელი, რომელიც აახალგაზრდავებს
ექსპეიმენტმა აჩვენა, რომ არცერთმა შემოთავაზებულმა სურნელმა ისე არ იმოქმედა მამაკაცების წრმოსახვაზე, როგორც გრეიფრუტმა. ამ ეკზოტიკური ხილის სურმელმა საშუალება მისცა მის მფლობელს...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO