მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ჰოროსკოპი 2015

2015 წელი ბევრისთვის დიდად არ განსხვავდება შარშანდელისგან.  განსხვავება ისაა, რომ ის არ იქნება ისეთივე დაძაბული, მეტად მოგცემთ განტვირთვის, დასვენების, ფიქრისა და განსჯის საშუალებას, რათა საკუთარი და გარშემომყოფთა ქმედებები გადააფასოთ. თუმცა, როგორც გასულ წელს, წარმატებისა და კარგი შედეგების მისაღწევად მოგიწევთ თავდაუზოგავი შრომა და ახლის სწავლაც.

ამ წელს შეგიძლიათ განახორციელოთ ის საქმეები, რომლებიც დიდი ხანია დაგეგმილი გქონდათ, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზთა გამო არ გამოგდიოდათ. 2015 წელს არ ღირს თავშეკავება გრძნობებისაგან და ემოციებისგან. უპასუხეთ იგივეთი იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენსკენ მოილტვიან. აუცილებლად იყავით გულწრფელნი ახლობლების მიმართ. სხვა შემთხვევაში უმნიშვნელო გაუგებრობებმაც კი შეიძლება ხანგრძლივი უთანხმოებები გამოიწვიოს.

ამ წელში დაბადებულებს დაჰყვებათ  შეუფასებელი ცოდნის უნარი და შესაძლებლობები, განსაკუთრებული ნიჭი იმისა, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი იპოვონ გამოსავალი. ასევე ექნებათ უნარი განსხვავებული, გამორჩეული აზროვნებისა. 

 

 

altვერძი(21 მარტი - 18 აპრილი) 

იმისათვის, რომ ამ წელს ყველა სფეროში წარმატებას მიაღწიოთ, ბევრი უნდა იშრომოთ. საბოლოო ჯამში შედეგით კმაყოფილნი დარჩებით, გექნებათ სტაბილურობა სამსახურშიც და ბიზნესშიც, თანასწორი და  ნდობით აღსავსე ურთიერთობა უახლოეს ადამიანებთან, საიმედო მეგობრები... მაგრამ არ უნდა შეგშურდეთ მათი, ვისაც ეს უფრო ადვილად გამოუვიდა.

ფული და ბიზნესი.

კარიერული წინსვლისთვის და ბიზნესში მიზნის მისაღწევად შრომისმოყვარეობა და სიბეჯითე არ კმარა, ასევე საჭიროა ინტუიცია, შემოქმედებითი მიდგომა და გულწრფელობა. შემოდგომით არის შანსი საიმედო პარტნიორების ან თანამოაზრეების შეხვედრისა. აი, საკუთარი პროექტი კი უმჯობისია წლის ბოლოს დაიწყოთ.

სიყვარული.

ამ წელს გასაქანი უნდა მისცეთ გრძნობებს, შაწყვიტოთ საკუთარი თავის შეზღუდვა, მოიკრიბოთ გაბედულება და გარეთ გამოუშვათ ემოცები. თქვენ აუცილებლად იგივე გრძნობით გიპასუხებენ. შეიძლება განახლდეს ძველი ურთიერთობებიც. საუკეთესო დრო ახალი ნაცნობობისთვის ეს  ივლის-აგვისტოა.

რჩევები:

არ მიიღოთ ნაუცბათევი წინადადებები და გადაწყვეტილებები, დაფიქრდით რამდენიმე დღე, მოუსმინეთ საკუთარ გულისხმას და მაშინ ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივად აეწყობა. 2015 წელს უმჯობესია სამართლიანობისათვის ბრძოლაში არ ჩაებათ. შესაძლებელია ყველაფერი თქვენს წინააღმდეგ შემობრუნდეს.

ჯანმრთელობა.

მთელი წლის განმავლობაში გაუფრთილხდით კუჭს - შეეცადეთ სწორად იკვებოთ და დროგამოშვებით მოიწყვეთ განტვირთვის დღეები.

 

 

altკურო (19 აპრილი - 20 მაისი) 

2015 წელს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები გელით და ყველაზე მთავარია ამისათვის მზად იყოთ. რაც შეიძლება ყურადღებით უნდა დაგეგმოთ მომავალი ნაბიჯები და მაშინ ყველაფერი კარგად განვითარდება. თუ ცვლილებებს მოუმზადებელი შეხვდებით, მოვლენები თვითონ წარმართავენ თქვენს ცხოვრებას და არც თუ სახარბიელო გზით. იფიქრეთ იმაზე, რომ ძველი დაინგრევა, აწმყო გაფუჭდება, მომავალი კი გაურკვეველი იქნება... ასე, რომ ჯობია წინასწარ მოემზადოთ!

ფული და ბიზნესი.

ამ წელს სამუდამოდ გადაიჭრება რაღაც ძველი პრობემები, რომლებიც კარგა ხანია წინსვლის საშუალებას არ იძლეოდა. მზად უნდა იყოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად და მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად. თებერვალში და წლის დასასრულს შეიძლება მოულოდნელი ფინანსური მხარდაჭერა მიიღოთ.

სიყვარული.

მთელი წლის განმავლობაში თქვენ გეყოლებათ საკმარისი რაოდენობის თაყვანისმცემლები. გამოასხივებთ სითბოს, რომლისკენაც ილტვიან სხვადასხვა ადამიანები, მაგრამ ფრთხილად იყავით, ყველასთვის ნუ დაიხარჯებით, თქვენ მათ სითბოს ვერ აკმარებთ. მარტოხელა კუროებს წლის ბოლოს მოუწევთ არჩევანის გაკეთება თუ ვისთან შეიძლება დაამყარონ ხანგრძლივი და სერიოზული ურთიერთობა.

რჩევები:

წლის დასაწყისშივე თქვენ მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გააკეთოთ და რაღაც შეცვალოთ თქვენში. ამისათვის მზად უნდა იყოთ. არ სცადოთ წარსულში დაბრუნება და არ გადადოთ მნიშნველოვანი ნაბიჯები - ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.

ჯანმრთელობა:

გაზაფხულზე შესაძლებელია მსუბუქი დაზიანებები მიიღოთ. შემოდგომით გაუფრთხილდით სასუნთქ ორგანოებს.

 

 

altტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი) 

2015 წელი ტყუპებს გამუდმებით უგზავნიან ვარსკვლავები სხვადასხვა ახალ შესაძლებლობებს, სარისკო საქმეებს, მოულოდნელ წინადადებებს. მოვლენების ასეთი განვითარება საგონებელში ჩაგაგდებთ, ვეღარ გაიგებთ რომელ გზას დაადგეთ და ეს შეიძლება ზოგჯერ პანიკის მიზეზიც კი გახდეს. თქვენს დაბნეულობას გამოიწვევს ისიც, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ყოველთვის. მაგრამ ამ წელს ყველაფერი ისე კი არ იქნება, როგორც ყოველთვის, პირიქით, ყველაფერი ისე იქნება, როგორც წესია. შეეშვით ანგარიშსა და ვარიანტების დიდხანს განხილვას, მთლიანად ჩაებით ყველაფერ ახალში და თქვენ აუცილებლად გაგიმართლებთ.

ფული და ბიზნესი.

თუ თქვენ არ შეგაშინებთ ახალი შესაძლებლობები, ძალიან დიდია შენსები, რომ მნიშვნელოვნად წაიწიოთ წინ კარიერაში, მოიპოვოთ ავტორიტეტი, ან სრულებით სხვა (უფრო მაღალ) დონეზე გაიყვანოთ საკუთარი ბიზნესი. არ შეგეშინდეთ გადადგათ იმპულსური ნაბიჯები და გააკეთოთ ელვისებური გადაწყვეტილებები ხანგრძლივი გათვლების გარეშე. ზუსტად ასეთი მოქმედებათა მოდელი განაპირობებს ტყუპების წარმატებას 2015 წელს.

სიყვარული.

მარტოხელა ტყუპებს 2015 წელს ეძლევათ შანსი თავისი მეორე ნახევარი იპოვონ და სრულებით შესაძლებელია ქორწინებაც. მაგრამ იჩქარეთ, სასიყვარულო საქმეები შეიძლება მოაგვაროთ შემოდგომის შუა რიცხვებამდე. ასევე შეეცადეთ ამ წელს არ გამოიწვიოთ პარტნიორის ეჭვიანობა, რადგან ის ამას არ გაპატიებთ.

რჩევები:

ყველაზე ხელსაყრელი დრო თქვენთვის წლის პირველი სამი თვე იქნება. ამ თვეებში თვითონაც კი გაგიკვირდებათ, ყველაფერი ისე მარტივად გამოგივათ. ამიტომ გამოიყენეთ ეს დრო იმისათვის, რაც უკვე დიდი ხანია ჩაფიქრებული გაქვთ. ზაფხულში თავი შეიკავეთ დიდი შესყიდვებით. და ამ წელს არავის რჩევებს არ უსმინოთ - სულ ერთია, ისინი თქვენ ვერ დაგეხმარებიან.

ჯანმრთელობა.

ამ წელს უნდა შეზღუდოთ ცხიმიანი საკვები, რადგან თქვენი ღვიძლი დაუცველი იქნება. ყველაზე არახელსაყრელი დრო თქვენი ჯანმრთელობისათვის ზაფხულის ბოლოა, ამიტომ ეცადეთ აგვისტოში შვებულება მოიწყოთ და დაისვენოთ.

 

 

altკირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)

2015 წელს შეძლებთ ბოლოს და ბოლოს შვებით ამოისუნთქოთ - მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ არაფერზე იფიქროთ საკუთარი გეგმებისა და ახლობლების გარდა. ზოგჯერ საკუთარ წარმატებასაც კი შეეწინააღმდეგებით, მაგრამ ეს არ გიშველით - თხის წელი ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებისა და აყვავების წელი იქნება თქვენთვის.

ფული და ბიზნესი.

ეს ზუსტად შესაფერისი დროა სწავლის დასაწყებად, სამსახურის შესაცვლელად, საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად ან ახალი საცხოვრებელის შესაძენად. ამ წელს არ ღირს ძველ პარტნიორებზე ან ძველ შეთანხმებებზე დაყრდნობა, თქვენ შეიძლება იმედი გაგიცრუონ. უმჯობესია მხოლოდ საკუთარ თავს ენდოთ. ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

სიყვარული.

მთელი წლის განმავლობაში მოგიწევთ თქვენი მეგობრების, ნაცნობებისა თუ ნათესავების სასიყვარულო საქმეების გარჩევებში მონაწილეობა. თქვენთვის კი სასიყვარულო ურთიერთობისათვის შესაფერისი დრო  მხოლოდ აგვისტო-სექტემბერში დადგება. წლის ბოლომდე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდებით, ან უნდა დაქორწინდეთ, ან გათავისუფლდეთ უკვე მობეზრებული ურთიერთობისგან.

რჩევები:

გაზაფხულის დასაწყისში შეეცადეთ ახალი ნაცნობები შეიძინოთ ან გავლენიან ადამიანთა შორის გამონახოთ კავშირები - სამომავლოდ ეს კარგად წაგადგებათ. კი მოგიწევთ ამ წელს სხვისი საქმეების რჩევა, მაგრამ შეეცადეთ მათ საიდუმლოებებს თავი აარიდოთ და ღრმად არ შეტოპოთ. ცნობისმოყვარეობამ და ჭორაობამ შეიძლება სერიოზული კონფლიქტები გამოიწვიოს როგორც სახლში, ასევე სამსახურში.

ჯანმრთელობა:

თქვენთვის რეკომენდირებულია ჯანსაღი ცხოვრების წესი, სეირნობა, ბუნებაში გასვლა.. მაგრამ არ გადაიტვირთოთ. გაზაფხულზე და შემოდგომაზე ეცადეთ იმუნური სისტემა გაიძლიეროთ.

 

 

altლომი ( 23 ივლისი - 22 აგვისტო)

თქვენ იმდენი იშრომეთ შარშან, რომ  ამ წელს შეგიძლიათ მშვიდად მოიმკათ მოსავალი. ყველაფერი, რაც ჩაფიქრებული გქონდათ, შესრულდება. თქვენს ცხოვრებაში ერთი ეტაპი მთლიანად დასრულდა და ახალი ეტაპი იწყება, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა იყოს წინაზე.  ეს თქვენგან მოითხოვს შეელიოთ ყველაზე შეჩვეულ ნივთებსაც კი და ეცადოთ ახლებურად მიუდგეთ ყველაფერს, რომ მიაღწიოთ იმას, რაც აქამდე იყო შეუძლებელი.

ფული და ბიზნესი.

გაზაფხულამდე არ ღირს ელოდოთ განსაკუთრებულ ცვლილებებს საქმესა და ფინანსებში - უბრალოდ იმუშავეთ, როგორც მუშაობდით. აი, მარტის დასაწყისში თქვენ გელით შემოქმედებითი ენთუზიაზმი, ხალასი იდეები, გეგმები და ახალი ფინანსური შესაძლებლობები. აქ მთავარია არ გადააჭარბოთ,  ყველაფერს ერთდროულად არ მოედოთ და არ წაეპოტინოთ მიუწვდომელს. აირჩიეთ საით წახვიდეთ პირველ რიგში და დანარჩენი თავისით გამოვა - მთელი წლის განმავლობაში წარმატება იქნება თქვენი მეგზური.

სიყვარული.

2015 წელს ვარსკვლავები მზად არიან შემოგთავაზონ მსუბუქი რომანტიული ურთიერთობაც, მძაფრი ვნებაც და სტაბილური ოჯახური ცხოვრებაც. მაგრამ ამ ჩამონათვალიდან არჩევანის გაკეთება თავად მოგიწევთ და ზოგჯერ ეს სულაც არ იქნება ადვილი. სასიყვარულო ურთიერთობებისათვის ყველაზე ხელსაყრელი დრო გექნებათ გაზაფხულის შუარიცხვებში და შემოდგომის დასაწყისში.

რჩევები:

იყავით მზად იმისათვის, რომ გაზაფხულის ბოლოს მოგიწევთ რაღაც მოულოდნელი შეხვედრა, რაიმეს შეძენა, ან გარემოს შეცვლა, რაც ხელს შეუწყობს მოვლენების კარგად განვითარებას ბედნიერი დასასრულით. მთავარია, არ გაუშვათ ხელიდან ის, რაც თვითონ „გივარდებათ ხელში". 2015 წელს შეგიძლიათ მთლიანად მიენდოთ საკუთარ ინტუიციას, ის თქვენ არ გიმტყუნებთ.

ჯანმრთელობა.

ზამთრის ბოლოსა და მარტის დასაწყისში, როგორც ყოველთვის, შეიძლება შემოგიტიოთ სურდომ და გაციებამ. თავს გაუფრთხილდით და შეეცადეთ აქტიური ცხოვრების წესს მისდიოთ.

 

 

altქალწული ( 23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

2015 წელს თქვენ სულის სიმშვიდის ძიებაში ყოფნა მოგიწევთ. მართალია გარეგნულად სიმშვიდეს სრულებით შეინარჩუნებთ, მაგრამ შინაგანად ბობოქარი პერიოდები გელით.  ამიტომ ჯობია დაკავდეთ იმით, რაც ნამდვილად მოგწონთ და გსიამოვნებთ. ნაკლები იფიქრეთ მატერიალურ ფასეულობებზე და მეტი დრო თქვენს შინაგან სამყაროს დაუთმეთ. თქვენი სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია შორეულ მოგზაურობაში გაემგზავროთ, ან სულაც მედიტაციით დაკავდეთ.

ფული და ბიზნესი.

არანაირი მკვეთრი აღმასვლები ან დაცემები არაა მოსალოდნელი. ამ წელს ყველაფერი იქნება მშვიდად და მეტნაკლებად სტაბულურად. არც შეეცადოთ, რომ ამ სფეროში 2015 წელს რაიმე შეცვალოთ. მთელი თქვენი ცოდნა და უნარები მიმართეთ მხოლოდ ყოველდღიური მიზნების მისაღწევად. შემოდგომით შესაძლებელია გარკვეული ფინანსური მხარდაჭერის ან პრემიის იმედი გქონდეთ, რაც დიდი შენაძენის საშუალებას მოგცემთ. ეს წელი ძალიან ხელსაყრელი იქნება უძრავი ქონების შესაძენად.

სიყვარული.

აქ ყველაფერი თქვენს სულიერ განწყობაზე იქნება დამოკიდებული: ან მძაფრი ვნებები და სიგიჟეები მოგინდებათ, ან ოჯახური სიმყუდროვე და სტაბილურობა. რომანტიული ურთიერთობა კავშირში იქნება სამსახურთან, თუმცა სამსახურეობრივი რომანი სერიოზულ ურთიერთობად ვერ ჩამოყალიბდება. დაოჯახებულ ქალწულებს მოგიწევთ ცდუნებებს გაუძლოთ და თქვენ ამას გაუმკლავდებით.

რჩევები:

შეეცადეთ 2015 წელს ხშირად გახვიდეთ ქალაქიდან, უმჯობესია თუ მარტო დარჩებით ხოლმე საკუთარ თავთან. არ მოიტყუოთ - ამ წელს ნებისმიერი ტყუილი თქვენს საწინააღმდეგოდ შემობრუნდება და ახლობლებთან უთანხმოებებს მოგიტანთ. არავის სთხოვოთ დახმარება, თქვენ სამსახურში დაგაღალატებენ, დამნაშავე კი თქვენ იქნებით.

ჯანმრთელობა.

ამ წელს სხვა წლებთან შედარებით უფრო მეტად მიდრეკილი იქნებით ალერგიებისა და კანის დაავადებებისადმი. შვებულება და დასვენება თქვენს ორგანიზმს მეტად მოუხდება აპრილში ან სექტემბერში. 

 

 

altსასწორი ( 23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

სასწორები ყოველთვის გამოირჩეოდით გაზაფხულის მსგავსი გამოცოცხლებით, სიახლეებით, შეუზღუდავი თავისუფლებით,  ბუნებრიობით, თვითგამოხატვით... და 2015 წელს თქვენ შეძლებთ ყველაფერი ამ სიკეთით ისარგებლოთ. გასულმა წელმა თქვენ ახალი იდეებისა და მიმართულების მშვენიერი მოსავალი მოგიტანათ, მშვენივრად იშრომეთ და 2015 წელს ისღა გრჩებათ თქვენი ნაშრომის მზა ნაყოფი მოიმკათ.  

ფული და ბიზნესი.

რუტინული სამუშაო, რომელიც გასულ წელს გასწიეთ, დაგეხმარებათ 2015 წელს იმაში, რომ განსაკუთრებულად აღარ იფიქროთ ფინანსებზე და დაკავდეთ იმ საქმიანობით, რაც თქვენ სიამოვნებას განიჭებთ.

სიყვარული.

პირად ცხოვრებაში გამოგიჩნდებათ ძალიან სასიამოვნო, საინტერესო ნაცნობობა, რომლებიც წლის ბოლოს თქვენ არჩევანის წინაშე დაგაყენებენ თუ ვისთან გინდათ ყოფნა. ახალი ნაცნობობისათვის ყველაზე ხელსაყრელი თვეები აპრილი და მაისი იქნება. დაოჯახებულ სასწორებსაც შესაძლებელია გატაცებები გეწვიოთ, თუმცა წლის ბოლოს მიხვდებით, რომ ეს მხოლოდ გატაცებაა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

რჩევები:

გამოიყენეთ თქვენი ხიბლი, ოსტატურად წარმოაჩინეთ ფაქტები და ნუ დაივიწყებთ საუკეთესო მეგობარს (მაშინაც კი როცა ის ხანდახან ჭირვეულია) - ეს ყველაფერი თქვენს კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს. აი, ზედმეტი რისკი და იმპულსურობა თქვენთვის ამ წელს არ არის რეკომენდირებული. უმჯობესია დროულად განმარტოვდეთ, დაფიქრდეთ, რის შემდეგაც დაბრუნდებით სწორი გადაწყვეტილებებითა და ახალი ძალებით.

ჯანმრთელობა.

გაზაფხულზე შეიძლება სურდომ და გაციებამ შეგაწუხოთ, რასაც უმჯობესია უმკურნალოთ კარგი გამოძინებითა და მასაჟებით.

 

 

altმორიელი (23 ოქტომბერი - 20 ნოემბერი)

მიუხედავად იმისა, რომ თქვენზე ყოველთვის შეიძლებოდა დაყრდნობა, თქვენი ძლიერი მხარე ყოველთვის სტაბილურობა და საიმედოობა იყო, 2015 წელს მოგიწევთ ზრუნვა პირველ რიგში საკუთარ თავზე. შესაძლებელია მოგეჩვენოთ, რომ ცხოვრება უსამართლოა: ვიღაცას ყველაფერი ლანგრით აქვს მირთმეული, თქვენ კი წვალებით რაღაცას მიაღწევთ და ამ წარმატებას მაშინვე გამოგაცლით ბედი ხელიდან. არ იდარდოთ - თქვენ ძლიერი ხართ და ყველაფერს გაუკლავდებით.

ფული და ბიზნესი.

2015 წლის იანვარ-თებერვალში თქვენ ჯერ კიდევ გაგახარებთ აქამდე გაწეული შრომის ნაყოფი. მაგრამ გაზაფხულისკენ ყველაფერი ნისლივით გაქრება და ის, რაც დარჩება, აღმოჩნდება, რომ თქვენი არაა. საქმე არ აეწყობა შემოდგომამდე, როცა თქვენ შეძლებთ ცოტა თავისუფლად ამოისუნთქოთ. მაგრამ რა სირთულეების გადატანის შედეგად მიიღებთ ამ ყველაფერს, ეს მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ.

სიყვარული.

აქ ყველაფერი ძალიან მშვიდად იქნება - თუ უკვე გყავთ მეორე ნახევარი, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ გაგიმართლათ - ყველაფერი ძველებურად დარჩება. თუ მარტოხელა ხართ, 2015 წელს არანაირი ცვლილებები არაა მოსალოდნელი. მაგრამ მოწყენილობასაც არ გვპირდებიან ვარსკვლავები - თუ რომანტიული ურთიერთობები გულს არ შეგიტოკებენ, გაგართობენ მაინც და ამით ისიამოვნეთ.

რჩევები:

ნუ დანებდებით - იმუშავეთ ან ახლის შესწავლით დაკავდით და შეეცადეთ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეთ - თქვენ ეს წაგადგებათ. არც იფიქროთ საქმეში წაიზარმაცოთ - უფროსობა ამას არ გაპატიებთ. ურთიერთობა გქონდეთ ადამიანებთან, რომელთაგანაც რაიმეს სწავლა შეიძლება.

ჯანმრთელობა.

2015 წელს ზომიერება შეინარჩუნეთ, არ გადატვირთოთ ორგანიზმი, არ ასწიოთ სიმძიმეები. დასასვენებლად თქვენთვის საუკეთესო დრო ივლისი იქნება.

 

 

altმშვილდოსანი (23ნოემბერი - 21 დეკემბერი)

2015 წელი წარმატებული პირველ რიგში ამბიციური და მშრომელი მშვილოდსნებისთვის იქნება. ვარსკვლავები თქვენ შემოქმედებით წინსვლას გპირდებიან. მშილდოსნების თვისება - კომუნიკაბელურობა, გამოკვლევებისა და ექსპერიმენტებისაკენ სწრაფვა - ძალიან გამოგადგებათ თქვენ ამ წელს.

ფული და ბიზნესი.

კარიერაში უნდა დაივიწყოთ კოლექტივი და მხოლოდ საკუთარ თავზე იყოთ დამოკიდებული - არ შეგეშინდეთ, თქვენ ყველაფერი ზუსტად გამოგივათ. მთავარია არ გადააჭარბოთ, ძალიან ბევრი გეგმები არ დაისახოთ და არ იოცნებოთ. 2015 წელი თქვენთვის გადამწყვეტი მოქმედებების დროა, რომელიც მოგიტანთ ნაყოფს იმაზე ადრე, ვდრე წარმოგიდგენიათ.

სიყვარული.

აი, აქ კი მშვიდ ოჯახურ ატმოსფეროში ან უბრალოდ ახლობელი ადამიანის კომპანიაში თქვენ შეგიძლიათ მოდუნდეთ და დაისვენოთ საქმით გადაღლილმა. არანაირი მოულოდნელი საშიშროება აქ არ გელით, მხოლოდ მიმზიდველი სიხალისე, ან მშვიდი რომანტიული შეხვედრები.

რჩევები:

წლის პირველ ნახევარში არ გქონდეთ მეგობრების დახმარების იმედი - მათ ამისთვის არ ეცლებათ. შემოდგომის ბოლოს თქვენ შეგიძლიათ გაბედულად შეეჭიდოთ ყველაზე გიჟურ პროექტს, რომლის განხორციელებასაც დიდი ხანია ვერ ბედავდით.

ჯანმრთელობა.

ასეთი ტემპი არ შეიძება ჯანმრთელობაზე არ აისახოს. ზაფხულის ბოლოს იგრძნობთ, რომ ენერგია აღარ გყოფნით. მოიწყვეთ დასვენება, მიაშურეთ სპა-სალონს, დაუთმეთ საკუთარ თავს დრო და შემოდგომის დასაწყისში ახალი ენერგიით კვლავ შეუდგებით საქმეს.  

 

 

altთხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა უმეტესობას მთელი 2015 წლის განმავლობაში მოუწევთ მთელი ძალ-ღონის გამოყენებით მიწოლა, გათრევა, რაღაცაზე შეთანხმება, რაღაციდან თავის დაღწევა. ადვილი არ იქნება მათთვის ცხოვრება, მაგრამ ძალისხმევა შედეგს გამოიღებს. მთავარი პირობაა - არ იდგეთ ერთ ადგილას, რომ მიიღოთ თუნდაც მცირედი, უნდა იმოძრაოთ და არ გაჩერდეთ. მაგრამ თუ თქვენ ზუსტად გეცოდინებათ რა გსურთ, მაშინ ზურგის ქარი გარანტირებული გექნებათ.

ფული და ბიზნესი.

ბევრი რომ გამოვიდეს, მოგიწევთ მეტი ჩადოთ . მაგრამ 2015-მა წელმა შეიძლება თქვენთან ბოროტად იხუმროს - და დამატებითი წვალება დაგჭირდეთ: თქვენ შეიძლება აირჩიოთ მაინცდამაინც დახურული კარი და მთელი ენერგია მოახმაროთ მის გაღებას, თუმცა უშედეგოდ... მაშინ, როდესაც არსებობს სხვა გზა - გაცილებით იოლი, სადაც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე კარებსაც გაგიღებენ, კარიერული წინსვლაც გექნებათ, ხელფასის მატებაც და ახალი სასარგებლო ბიზნეს კონტაქტებიც. ერთი სიტყვით, თქვენ იქ არ წვალობთ, სადაც უნდა წვალობდეთ, მაგრამ არ იდარდოთ ამდენი ენერგია ტყუილად რომ გასწირეთ, ასე რომ არ მოქცეულიყავით, იმ "ღია კარის" არსებობას ვერც გაიგებდით.

სიყვარული.

აი, აქ კი ვარსკვლავები  მთლიანად თქვენს მხარეს არიან. 2015 წლის დასაწყისი მსუბუქ რომანტიულ ნაცნობობას გპირდებათ, რომელიც ზაფხულში მუდმივ გატაცებაში გადაიზრდება, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში კი სრულიად შესაძლებელია ქორწილით და დაუვიწყარი თაფლობის თვით დასრულდეს. უკვე დაოჯახებულ თხისრქებსაც უმართლებთ 2015 წელს - თქვენი მეწყვილე უცებ შეიძლება უფრო რომანტიული გახდეს, ან უფრო საიმედო, ან... და ეს სწორედ ის იქნება, რასაც მისგან დიდხანს ელოდით.

რჩევები:

საფუძვლიანად იზრუნეთ თქვენს გარეგნობაზე და საერთოდ იმიჯზე - ეს არის წელი, როცა გარშემომყოფნი თქვენ ჩაცმულობის და გარეგნობის მიხედვით შეგაფასებენ. და გახსოვდეთ, თავისით არაფერი არ მოხდება!

ჯანმრთელობა.

2015 წელს ყურადღება მიაქციეთ კუჭს, სწორად იკვებეთ, თორემ წყლული არც ისე შორსაა. შვებულებისა და დასვენებისათვის საუკეთესო დრო შემოდგომაა. 

 

altმერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

2015 წელს მერწყულებისთვის უმჯობესია თავის გუნდს არ გამოეყონ და დროებით მაინც დაივიწყონ ამბიციები. იშრომეთ, ეცადეთ, მოახმარეთ მთელი ძალისხმევა იმას, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ. მაგრამ დაივიწყეთ ტრაბახი და ნუ იამაყებთ წარმატებებით - ასე არაფერი გამოგივათ. მოკრძალება - აი, რა არის თქვენი წარმატების გასაღები ამ წელს!

 ფული და ბიზნესი.

თქვენ მოგიწევთ იშრომოთ კოლეგებზე უფრო მეტად და ზოგჯერ მათ მაგივრად სამუშაოს შესრულებაც კი თქვენს კისერზე იქნება. მაგრამ თქვენ კონკრეტულად იქ არავინ გახსენებთ, მხოლოდ გუნდის საქმე გამოჩნდება ყოველთვის და შესაბამისად გუნდთან ერთად მოგიწევთ კარიერის უფრო მაღალ საფეხურზე გადანაცვლებაც. შემოსავალი მთელი წლის განმავლობაში საშუალო დონეზე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მეტის სურვილი გექნებათ. მაგრამ არ დაღონდეთ - შეიძლება ესეც არ ყოფილიყო. 

სიყვარული.

სასიყვარულო საქმეებში ეს წელი გაგანებივრებთ: მთელი წლის განმავლობაში თქვენ გელით მსუბუქი ფლირტიც, რომანტიული შეხვედრებიც, ველური ვნებაც, ახალი სიყვარულიც და ვინ იცის კიდევ რა. დაოჯახებულ მერწყულებსაც კი ბედის გამოცდა ელოდებათ - შეიძლება მეორენახევარიც კი თვალსა და ხელს შუა აგაცალოთ ვინმემ, ან თავად მოისურვოთ ღალატზე წასვლა. მაგრამ შემოდგომით ყველაფერი თავის ადგილზე დადგება - ზედმეტი ყველაფერი წავა თქვენი ცხოვრებიდან და დარჩებით მხოლოდ საყვარელ ადამიანთან ერთად.    

რჩევები:

ამ წელს ოპტიმისტები უნდა იყოთ. დიდი ხნით არ უნდა ითმინოთ მარცხი, მაშინვე შეუტიოთ, გამოიჩინოთ შრომისმოყვარეობა, შეუპოვრობა და წლის ბოლოს სასიამოვნო შედეგსაც მიიღებთ. შეეცადეთ ნათესავებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ, რადგან ეს ბევრ ენერგიას წაგართმევთ.

ჯანმრთელობა.

ფიზიკურად ამ წელს არაფერი გემუქრებათ, შესაძლებელია მხოლოდ ცხოვრებისეული ენერგიის უკმარისობამ შეგაწუხოთ და მოიფიქრეთ, როგორ შეივსებთ მას. ამისი წამალი შეიძლება იყოს: კარგი მეგობრები, ბუნება, სპორტი, კარგი შთაბეჭდილებები...

 

 

altთევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თუ გასული წელი თქვენთვის სულიერი სიმშვიდის ძიების პერიოდი იყო, ახლა ყველაფერი პირიქითაა - თქვენ მოგიწევთ დიდი ფიზიკური დატვირთვა სავსებით რეალურ საქმეებზე, რისგანაც წარმატება უნდა მოიპოვოთ. ეს ყველაზე შესაფერისი დროა კარიერის შესაქმნელად, სწავლისათვის, სამსახურში დასაწინაურებლად ან უბრალოდ ფულის საშოვნელად. ყველაფერი თქვენს მონდომებაზე იქნება დამოკიდებული და ვერავინ შეუშლის ამას ხელს. 

ფული და ბიზნესი.

თუ თქვენ დაქირავებული მოსამსახურე ხართ, უბრალოდ კარგად შეასრულეთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობა - უფროსობა ამას დაგიფასებთ და დაწინაურება, ან ხელფასის მომატება მოგელით. თუ თქვენ ბიზნესმენი ხართ, მაშინ თამამად შეგიძლიათ რისკზე წახვიდეთ - წარმატება თქვენს მხარეს იქნება. მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ რუტინული სამუშაოს თავდაუზოგავად შესრულებაც თავადვე გელით. 

სიყვარული.

აქ ვარსკვლავები სიურპრიზს გიმზადებენ და აღმოჩნდება, რომ ამისთვის სულაც არა ხართ მზად. თუ თქვენ მარტოხელა ხართ, შეხვდებით ადამიანს, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თქვენი ცხოვრება, მაგრამ ეს ადამიანი შეიძლება ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორიც წარმოგედგინათ. დაოჯახებულ თევზებსაც გელით მოულოდნელი ცვლილება და ამის ინიციატორი შეიძლება თქვენი პარტნიორი გახდეს. მაგრამ ნერვიულობა არ ღირს, ყველაფერი, რაც ხდება, უკეთესობისთვისაა.   

რჩევები:

მთავარი რჩევაა, არ ჩაერთოთ თავგადასავლებსა და საეჭვო გაერთიანებებში. თქვენ ზუსტად უნდა გქონდეთ განსაზღვრული როგორც მიზანი, ასევე სამოქმედო გეგმაც. ამ წელს ზედმეტი იქნება თქვენთვის სულიერი საზრდოს ძიება. ყველაზე უკეთესი, რაც გესაჭიროებათ, ესაა მუშაობა!

ჯანმრთელობა.

ჯანმრთელობის მხრივ ბევრად უკეთესად გექნებათ საქმე, ვიდრე შარშან. თუ რაიმე ქრონიკული დაავადება აქამდე გაწუხებდათ, ის თქვენ ამ წელს არ შეგაწუხებთ. მაგრამ მოერიდეთ ალკოჰოლს და მძიმედ მოსანალებელ საკვებს, რადგან სწორედ კუჭი შეიძლება გახდეს თქვენი სუსტი წერტილი 2015 წელს.

 

ავტორი: ემილი.

2014-12-08

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO