მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2017-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2017-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2017-06-01
ბოლო ზარი - 2017-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2017-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ფიტოდიზაინი - მცენარეები თქვენს ინტერიერში

მცენარეებით გაფორმებული ინტერიერი ყოველთვის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებდა და რა გასაკვირია, რომ მას თანამედროვე ინტერიერშიც დიდად აფასებენ. ადამიანები სულ უფრო მონდომებით ცდილობენ საკუთარ საცხოვრებელში ქალაქის პირობებშიც კი ნამდვილი სამოთხე შექმნან. აკეთებენ ზამთრის ბაღებს, ორანჟერიებს. თუ ამისი საშუალება არაა, პატარა კუთხეს მაინც გამოჰყოფენ ხოლმე ფლორარიუმის მოსაწყობად ან ცალკეულ მცენარეებს მოათავსებენ ოთახებში და ტკბებიან მათი ცქერით და მოვლით.

სხვა და სხვა ფორმისა და ზომის მცენარეები, თავიანთი შეფერილობით, აგებულებით, ფოთლებისა და ყვავილების მოყვანილობით ახალისებენ და განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებენ ინტერიერს. მათი მეშვეობით ყველაზე მოსაწყენი და ერთფეროვანი ინტერიერის გამოცოცხლებაც კი შეიძლება. გარდა იმისა, რომ ისინი ვიზუალურად ლამაზი და ეფექტურია, დამამშვიდებლად მოქმედებენ ადამიანის ფსიქიკაზე. მათი ცქერა ამშვიდებს, მოვლა კი პასუხისმგებლობის გრძნობას ზრდის. მცენარე, ეს ხომ ცოცხალი არსებაა, რომელიც განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს და იმის შეგრძნება, რომ ის თქვენი წყალობითაა ასეთი მშვენიერი, კიდევ უფრო მეტ კმაყოფილებას განიჭებთ. მაგრამ სანამ თქვენი ბინის ედემის ბაღად გადაქცევას შეუდგებოდეთ, „პერლას" დიზაინერი რამოდენიმე რჩევას მოგცემთ:  

  • ოთახი რომ უფრო ელეგანტურად გამოიყურებოდეს, ისეთი მცენარეები შეარჩიეთ, რომელთა ფოთლებისა და ყვავილების შეფერილობაც მოუხდება ავეჯის ფაქტურის, ფარდების, ხალიჩისა თუ სხვა აქსესუარების ფერებს.
  • ნათელ ფონზე მცენარე განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება. დიდფოთლიანი მცენარეები იმ შემთხვევაში შეარჩიეთ, თუ სადა ან პატარა ზომის ორნამენტებიანი შპალერი გაქვთ. მკვეთრი და დიდი ზომის ნახატებიანი ფონი კი წვრილ ფოთლიანი მცენარეებით, ფილიგრინებით ან პაპაროტნიკებით გააფორმეთ.
  • დიდი ზომის მცენარე უკეთ გამოიყურება  დიდი მოცულობის ოთახში, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვებისაგან განცალკევებით დგას. ასეთ განცალკევებით მდგარ მცენარეს სოლიტერს ეძახიან. ის ცარიელ კუთხის დასამშვენებლად ან ოთახში რომელიმე ზონის გამოსაყოფად გამოიყენება.
  • პატარა ზომის მცენარეები შეგვიძლია ჯგუფურ კომპოზიციად შევაერთოთ. ასეთი კომპოზიცია გაცილებით ეფექტურად გამოიყურება, ვიდრე ცალ-ცალკე მდგარი მცენარეები. ამასთანავე ერთმანეთის ნაკლსაც ფარავენ (დაზიანებულ ფოთოლს და ღეროს ან არც თუ ისე ლამაზ ქოთანს).
  • კომპოზიციის მოვლა უფრო ადვილია თუ მცენარეები კარგადაა შერჩეული ტენიანობისა და სინათლის მოთხოვნილების მიხედვით.
  • მცენარეთა კომპოზიციის შექმნისას წინა პლანზე უნდა მოთავსდეს უფრო პატარა ზომის მცენარეები, უკანა პლანზე კი უფრო მაღლები. იმ შემთხვევაში, თუ ყველა ერთი ზომისაა, უკანა პლანზე მდგარი მცენარეებისთვის სადგამები უნდა შეარჩიოთ, რომ ზემოთ წამოიწიონ და კარგად გამოჩნდნენ. დაკიდებულ ქოთნებში მოთავსებული მცენარეები კი კომპოზიციას უფრო საინტერესოსა და დასრულებულ სახეს აძლევს.
  • მოცულობითი, გადაშლილი მცენარე აჟურული ფოთლებით (მაგალითად, პალმა) ვიზუალურად უფრო დიდს აჩენს ოთახს.
  • იატაკზე მდგარი ვიწრო და მაღალი მცენარეები ვიზუალურად უფრო მაღალს გამოაჩენენ ჭერს. დაბალი, გადაშლილი ან დაკიდებულ ქოთნებში მოთავსებული მცენარეები დაბლა დაშვებული ტოტებით ჭერს ვიზუალურად უფრო დაბალს გამოაჩენენ.
  • ოთახში რომელიმე ზონის გამოსაყოფად შესაძლებელია აღვმართოთ „კედელი" სხვადასხვა მცენარეების ჯგუფური კომპოზიციისაგან. ამ მიზნისათვის ხშირად გამოიყენება ფიკუსი, დრაცენა, კალიფორნიული კიპარისი, ჰიბისკუსი, მაღალი ასპირიდუსი, მონსტერა და სხვა.
  • როგორც წესი, ყველაზე ლამაზ მცენარეს სასტუმრო ოთახში მოათავსებენ ხოლმე, მაგრამ თუ ოთახი დიდი ზომის არაა, არ უნდა გადატვირთოთ ყვავილებით. შეიძლება კუნძულის მსგავსად ფანჯარასთან ახლოს განათავსოთ ფლორარიუმი. ამისათვის გამოიყენებენ აკვარიუმის მსგავსი სხვა და სხვა ზომის ჭურჭელი, სადაც რგავენ მცენარეებს. ამ კომპოზიციას ამატებენ ქვებსა და ხავსებს და დეკორატიულად აფორმებენ.
  • მწვანე კუთხის გასაფორმებლად მრავლად იყიდება პეპლების, ბაყაყებისა და ხვლიკების ფორმის სათამაშოები, რომლებიც ნამდვილებს მოგვაგონებენ. ისინი თქვენს კომპოზიციას კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო იერს მისცემენ.
  • არ ღირს საძინებელი ოთახების მცენარეებით გადატვირთვა. აქ საკმარისია მხოლოდ 1-2 მცენარე ხასხასა მწვანე ფოთლებით. ლამაზად გამოიყურება ტუმბოზე დადგმული პატარა ზომის მცენარეები, რომელთა ქოთნებიც ფარდისა და გადასაფარებლების ქსოვილით იქნება შეფუთული. 
  • სამზარეულოსთვის ტენიანობის მოყვარულ მცენარეებს არჩევენ ხოლმე პრიალა ფოთლებით, რომლებიც კარგად უძლებენ გაწმენდას.
  • და ბოლოს, ყველაზე მთავარი, მცენარეები არამარტო ამშვენებენ ინტერიერს, ისინი ფილტრავენ ჰაერს - შთანთქავენ ნახშირორჟანგს და გამოჰყოფენ ჟანგაბდს. გარდა ამისა, ზოგიერთი მცენარეები (მაგალითად, მონსტერა, ქლოროფიტუმი, სურო, ფილოდენდრონი, დიფენბახია, მარანთა, ანტირიუმი) შთანთქავენ ჰაერიდან მავნე, დამაბინძურებელ ნივთიერებებს. ზოგი კი (მაგალითად, კედარი, კოდიეუმი, ცერეუსი, ღვია) ჰაერს ამარაგებენ უარყოფითი იონებით, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე.

 

ავტორი: ემილი

alt

alt

alt

alt

alt

alt

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
სურნელი, რომელიც აახალგაზრდავებს
ექსპეიმენტმა აჩვენა, რომ არცერთმა შემოთავაზებულმა სურნელმა ისე არ იმოქმედა მამაკაცების წრმოსახვაზე, როგორც გრეიფრუტმა. ამ ეკზოტიკური ხილის სურმელმა საშუალება მისცა მის მფლობელს...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO