მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    დეკემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
100-ქულიანი მართვის მოწმობის სისტემა

 

2017 წლის 1 ივლისიდან ძალაში შედის 100 ქულიანი მართვის მოწმობის კანონი. რომლის მიხედვითაც თქვენი წლიური ქულების რაოდენობა შეადგენს 100-ს. აქედან ყოველ დარღვევაზე ჩამოგეჭრებათ შესაბამისი ქულები და როცა მათი რაოდენობა 0-ს მიაღწევს, მართვის უფლება ჩამოგერთმევათ, რისვისაც თავიდან მოგიწევთ გამოცდის ჩაბარება.

ავტომობილების მფლობელებმა უნდა იცოდეთ რა დარღვევაზე რამდენი ქულა დაგაკლდებათ:

 

  • 1.    სიმთვრალეში მართვა - 30 ქულა.
  • 2.    სიმთვრალეში მართვა, ერთი წლის მანძილზე განმეორებით - 40 ქულა.
  • 3.    ავტომობილის შეგნებულად იმ პირისთვის გადაცემა, რომელიც ნარკოტიკული თრობის ქვეშაა - 40 ქულა.
  • 4.    წინა სავარძელზე მგზავრის მიერ ღვედის გაუკეთებლობა - 5 ქულა.
  • 5.    მართვისას მობილურზე საუბარი - 15 ქულა.
  • 6.    მოპედით/მოტოციკლით მგზავრობისას ჩაფხუტის გაუკეთებლობა - 5 ქულა.
  • 7.    გაუმართავი სამუხრუჭე სისტემის/გაუმართავი საჭის/გაუმართავი მაშუქების მქონე ავტომობილის ტარება - 5 ქულა.
  • 8.    ავტომობილის ტარება, რომელიც დასაშვებ ზღვარზე მეტად აბინძურებს გარემოს - 10 ქულა.
  • 9.    თვითნებურად გადაკეთებული ავტომობილის ტარება - 10 ქულა.
  • 10.   არასწორი ქვეკატეგორიის მართვის მოწმობით ავტომობილის ტარება - 15 ქულა.
  • 11.   დაბურული მინების მქონე ავტომობილის ტარება - 5 ქულა.
  • 12.   დაბურული მინების მქონე ავტომობილის ტარება განმეორებით, ერთი წლის მანძილზე - 10 ქულა.
  • 13.   დაბურული მინების მქონე ავტომობილის ტარება მესამედ, ერთი წლის მანძილზე - 15 ქულა.
  • 14.   წესების დარღვევით მოძრაობა, რასაც მოჰყვა, ავტომობილის, ინფრასტრუქტურის ან ადამიანის სხეულის მცირე დაზიანება - 20 ქულა.
  • 15.   ავტომობილზე ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით - 15 ქულა.
  • 16.   იგივე განმეორებული წლის მანძილზე - 20 ქულა.
  • 17.   ესკორტის ავტომობილის შეფერხება - 10 ქულა.
  • 18.   საწრაფოს/სამაშველოს/სახანძროს ავტომობილის შეფეხრება - 20 ქულა.
  • 19.   იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ავტომობილის, ინფრასტრუქტურის, ან ადამიანის სხეულის მცირე დაზიანება - 40 ქულა.
  • 20.   ავტომობილის გადაცემა არასრულწლოვნისთვის (გარდა იმ პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის - 15 ქულა.
  • 21.   იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ავტომობილის, ინფრასტრუქტურის, ან ადამიანის სხეულის მცირე დაზიანება - 25 ქულა.
  • 22.   იგივე ქმედება განმეორებული წლის მანძილზე - 30 ქულა.
  • 23.   წინასწარი შეცნობით, სანომრე ნიშნის გარეშე მოძრაობა ან სანომრე ნიშნის შეცვლა/გადაკეთება - 10 ქულა.
  • 24.   სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით - 30 ქულა.
  • 25.   საგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება - 15 ქულა.
  • 26.   ავტომობილის გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას - 20 ქულა.
  • 27.   მოძრაობის შეფერხება - 35 ქულა.
  • 28.   ავტომობილის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით - 10 ქულა.
  • 29.   აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას - 25 ქულა.
  • 30.   სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება - 30 ქულა.
  • 31.   აღნიშნული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 40 ქულა.
  • 32.   ქვეითებთან მიმართებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა - 5 ქულა.
  • 33.   იგივე ქმედება ჩადენილი ერთი წლის მანძილზე - 10 ქულა.
  • 34.   ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა - 20 ქულა
  • 35.   ქვეითებთან მიმართებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 30 ქულა.
  • 36.   მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას - 5 ქულა.
  • 37.   სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი - 10 ქულა.
  • 38.   გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა - 10 ქულა.
  • 39.   სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა - 5 ქულა.
  • 40.   ღერძულა ხაზის გადაკვეთა - 10 ქულა.
  • 41.   იგივე ქმედება განმეორებული ერთი წლის მანძილზე - 20 ქულა.
  • 42.   ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა - 30 ქულა.
  • 43.   აღნიშნული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა - 20 ქულა
  • 44.   საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 25 ქულა.
  • 45.   საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა - 10 ქულა.
  • 46.   აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში - 15 ქულა.
  • 47.   გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას - 15 ქულა.


ავტორი: ემილი.

2017-04-24.

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO