მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
როგორ მივიღოთ გადაწყვეტილებები

ხშირად ხდება, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გვინდა და რისკი გვაშინებს. ჩვენი ფიქრები მხოლოდ ამ გადაწყვეტილებისაგან მოსალოდნელ ზარალზეა გადართული და ეს ისე გვთრგუნავს, რომ გონება ბლოკირებული ხდება - იმის იქით აღარ გვიშვებს, რომ სხვა კუთხიდანაც შევხედოთ სიტუაციას და ვიტანჯებით ერთის მხრივ საწადელის დაუოკებელი სურვილით და მეორეს მხრივ შიშით. ამის გამო ჩიხში ვექცევით და გამოსავალს ვერ ვხედავთ.

თუ ასეთი მერყეობა, გაურკვევლობა, შიში და მიუღწეველი სურვილი დიდი ხნით გაგვიგრძელდა, ეს სერიოზულ დეპრესიამდე მიგვიყვანს. სტრესული მდგომარეობა და თვითგვემა დროთა განმავლობაში თავისას იზამს - პესიმიზმი მოგვერევა, ქრონიკულ დაღლილობას ვიგრძნობთ, თანდათანობით დავკარგავთ საკუთარი თავის რწმენას, ჩავიქნევთ ხელს ცხოვრებაზე და საბოლოო ჯამში ჯანმრთელობას დავიზიანებთ. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება (დადებითი ან უარყოფითი) იმ რწმენით, რომ სწორედ ეს ნაბიჯი უნდა გადაგვედგა, რათა ცხოვრების გაგრძელება უფრო მეტი შემართებით შევძლოთ.

ამ საქმეში დასახმარებლად ფსიქოლოგები მარტივ ხერხს გვთავაზობენ, რომელიც დიდ დროს არ მოითხოვს. ეს გახლავთ „დეკარტის კვადრატი". ის საშუალებას იძლევა თქვენს სიტუაციას ოთხი სხვადასხვა კუთხით შეხედოთ, გააზრებულად გასცეთ კითხვებზე ყველა საჭირო პასუხი და მათი გათვალისწინებით მიიღოთ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება. 

მოგეხსენებათ, რომ ყველა მოვლენას თავისი მინუსები და პლიუსები (ზარალი და სარგებელი) აქვს. „დეკარტის კვადრატიც" სწორედ ამ დეტალების გააზრებისა და შეფასებისთვისაა მოგონილი და გადაწყვეტილების მიღებას გვიმარტივებს.

ამისათვის ფურცელი 4 ტოლ ნაწილად უნდა გავყოთ, რომლებშიც სათითაოდ ჩამოვწერთ 4 სხვადასხვა კითხვას:

1.    რა დადებითი მხარე ექნება, თუ ამას გავაკეთებთ? (რა სარგებელს ვნახავთ მიღწეული სურვილის შემთხევაში?)

2.    რა დადებითი მხარე ექნება, თუ ამას არ გავაკეთებთ? (რა სარგებელს ვნახავთ, თუ ყველაფერს ისე დავტოვებთ, როგორც არის).

3.    რა უარყოფითი მხარე ექნება, თუ ამას გავაკეთებთ? (რა ზარალს ვნახავთ მიღწეული სურვილის შემთხვევაში?)

4.   რა უარყოფითი მხარე ექნება თუ ამას არ გავაკეთებთ? (ზარალი მიუღწეველი სურვილის შემთხვევაში).

alt

შეეცადეთ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოთ თითოეულ კითხვაზე. გონება დაძაბეთ, რომ არ გამოგრჩეთ პატარა ნიუანსიც კი. გაიაზრეთ და ჩამოწერეთ ყველა შესაძლო შედეგი. შემდეგ ერთმანეთს შეადარეთ ისინი. გადახაზეთ მეორეხარისხოვანი, უმნიშვნელო დეტალები, დატოვეთ რამდენიმე - ყველაზე მთავარი. ბოლოს კი განსაზღვრეთ, რომელია მათგან თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი... და ამის მიხედვით იმოქმედეთ.

მაშ, ასე, დაფიქრდით თქვენთვის პრობლემურ საკითხზე და შეუდექით საქმეს! 

პერლა გისურვებთ წარმატებებს!

 

ავტორი: ემილი.

2015-03-08.

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO