მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ცოტა რამ ადრეულ ასაკში ქორწინებაზე

ადრეულ ასაკში ქორწინება ის თემაა, რომელზედაც ერთი აზრი არ არსებობს. ბევრი მას დადებით მოვლენად მიიჩნევს, ზოგიც უარყოფითად. თუმცა ერთ საკითზე ყველა თანხმდება. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ერთი ხელაღებით დაგმობა ან მოწონება დაუშვებელია.

ქორწინება მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის ცხვრებაში. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთად ყოფნის სურვილი. ეს არის გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, კომპრომისის უნარი და მზადყოფნა დამოუკიდებელი, ოჯახური ცხოვრებისათვის.

მიუხედავად წრფელი და ძლიერი სიყვარულისა, ქორწინების პირველ ეტაპზე თავს იჩენს ხოლმე პატარა პრობლემები, რაც ერთობლივი ძალით უნდა გადაჭრას წყვილმა. ეს არ გულისხმობს უსიამოვნებას და გაუგებრობას. ქორწინებისას ერთად ცხოვრებას იწყებს 2 ადამიანი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა სხვადასხვა გარემოში, ცხოვრობდა სხვადასხვა ოჯახში, რომლებსაც თავის მხრივ განსხვავებული ღრებულებები ჰქონდათ. ორივე მათგანი დაოუკიდებლად წყვეტდა და ფიქრობდა. ახლა კი ერთად მოუწევთ ფიქრი, მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება. ეს გარკვეული დისკომფორტია და მოთმინებას და დათმობაზე წასვლის უნარს მოითხოვს, მანამ, სანამ, ახალ ოჯახი თავს არ დაიმკვიდრებს, საკუთარი ღირებულებებით და ცხოვრების წესით.

ზემოთქმულის შესრულება, დამეთანხმებით, არც თუ ისე იოლია. ისიც ცხადია, რომ ზრდასრულ, ფსიქოლოგიურად მომწიფებულ ადამიანს უფრო შეუძლია პასუხისმგებლობის აღება, ვიდრე ახალგაზრდას, რომელსაც ქორწინება უპირობო ბედნიერება ჰგონია.

ახალგაზრდა ასაკში დაქორწინება, ერთი შეხედვით დადებითი მოვლენაა. ეს სასიკეთოდ წაადგება დემოგრაფიას.. ერის გაახალგაზრდავების პროცეს..

თუმცა, სტატისტიკა უჩვენებს, რომ განქორწინების რიცხვი, 5 ჯერ უფრო მეტია იმ წყვილებს შორის, რომლებმაც ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნეს.

ამ ფაქტს ახსნას მოეძებნება. როდესაც 17-18 წლის ახალგაზრდები ქორწინდებიან, უმრავლეს შემთხვევაში ისინი ვერ აცნობიერებენ და ვერ იღებენ საკუთარ თავზე იმ პასუხისმგებლობას, რასაც ოჯახური ცხოვრება და მასზე ზრუნვა ქვია. დამოკიდებულები არიან მშობლებზე, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფინანსურად. როდესაც არსებობს ფინანსური დამოკიდებულება, იქ დამოუკიდებელ ცხოვრებაზე საუბარიც ზედმეტია. ახალგაზრდები გაუცნობიერებლად ხდებიან მშობლების აზრების და ინტერესების გამზიარებლები და ქორწინება ემსგავსება არა 2 ადამიანის სასურველ თანაცხოვრებას, არამედ ადამიანების ორი ჯგუფის, ორი კოლექტივის შეერთებას და დაახლოებას.

გარდა ამისა არსებობს გამოუცდელობის და გემოვნების შეცვლის პრობლემაც. 17-18 წლის ახალგაზრდას, რაც არ უნდა განათლებული იყოს იგი, ნაკლები ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს. პიროვნული სიმწიფისათვის კი ცხოვრების ავ-კარგის საკუთარ თავზე გამოცდას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იგი ზრდის და აწრთობს ადამიანს და ისიც უფრო მომზადებული ხვდება ყველა შემხვედრ დაბრკოლებას. გარდა ამისა, თუ ახალგაზრდას მისი რჩეული ერთადერთი და განუმეორებელი მიაჩნდ, წლები გადის და ხვდება, რომ ის ნაკლი და ხასიათის შეუთავსებლობა არ ყოფილა ისეთი ადვილად ასატანი, როგორც ეს სიყვარულით გულანთებულს ეჩვენებოდა.

საქართველოში დიდია ახალგაზრდა ასაკში ქორწინების რიცხვი. რა იწვევს ამას?
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ხშირ შემთხვევაში ადრეულ ქორწინებას სექსის ლეგალიზაციას უფრო დაარქმევ, ვიდრე ოჯახის შექმნის სურვილს. ისეთ საზოგადოებაში, სადაც ქორწილამდე უბიწოების შენარჩუნების თემა აქტუალურია, ახალგაზრდები გამოსავალს ქორწინებით პოულობენ. ფიზიკური სიახლოვის ერთად ერთ შანსად ქორწინებას მიიჩნევენ და გაუცნობიერებლად დგამენ, ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს.

როდესაც საზოგადოებას მკვეთრად გამოხატული მორალური პრინციპები აქვს, ეს დასაფასებელია. თუ ამ პრინციპის დაცვით, ქართველი მშობლები მიესალმებიან ახალგაზრდა შვილების დაქორწინებას, ეს შეგვიძლია გავიგოთ, მაგრამ გაუგებარი იცით რა რჩება? თუ 18-20 წლის ახალგაზრდების დაქორწინება სასიხარულოა, მაშინ რატომ არის 22 წლის ვაჟი ქართველი დედისთვის ,,ბავშვი,, და 20 წლის გოგონა ,,დედას ბარტყი,,? როგორ, ბავშვების დაქორწინება შეიძლება?

ასეა თუ ისე, ქორწინების მკაცრად განსაზღვრული ასაკი არ არსებობს. არც კონკრეტული რეცეპტია მყარი ოჯახის შენარჩუნებისათვის.

თუ პიროვნება ჩამოყალიბებული და მომწიფებულია, შეიძლება მან 18 წლის ასაკში იქორწინოს და მთელი ცხოვრება ოჯახური იდილია შეინარჩუნოს. მთავარია ეს ნაბიჯი მხოლოდ იმიტომ არ გადადგას, რომ უნდა დაამტკიცოს, რომ დიდია და თანაც შეყვარებულთან ფიზიკური ურთიერთობაც უნდა.

იმისი შემთხვევებიც არსებობს, როდესაც 25-35 წლის ასაკში დაქორწინება კრახით სრულდება. მაგრამ, ერთი რამ უდაოა, მოწიფულ ასაკში ადამიანი უკეთ ახერხებს პასუხისმგებლობის თავზე აღებას, მის შესრულებას და თუ დაშორება გარდაუვალია, ტკივილი მის ფსიქოლოგიურ ნგრევას ნაკლებად იწვევს (როგორც ეს შეიძლება მოხდეს 17-18 წლის ასაკში).

პერლა გისურვებთ  ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეაფასეთ სტატია :
         

(2014-07-12 18:03:54)

normaluri asaki chemi azrit aris 25-30 wlis zemot.alt

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO