მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2017-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2017-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2017-06-01
ბოლო ზარი - 2017-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2017-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
რად გვინდა მამაკაცები?

ასეთმა კითხვამ შეიძლება ღიმილი მოგგვაროთ, მაგრამ დრომ, ემანსიპაციის განვითარებამ, ქალების წარმატებულმა ბრძოლამ თანასწორობისათვის და თავისი უფლებებისათვის სიტუაცია მკვეთრად შეცვალა. ქალებმა ნელ-ნელა შეისწვლეს ის ყველაფერი, რაც ადრე  მხოლოდ მამაკაცებისთვის იყო პრეროგატივა. დღეს მათ კარგად იციან ის ორი მთავარი რამ, რაც ადრე მამაკაცებმა იცოდნენ: ფულის შოვნა და გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ თუ გვერდით არის ძლიერი და საიმედო მამაკაცი, რომელზედაც შეიძლება დაყრდნობა, არის თუ არა ეს ნამდვილი ბედნიერება? 

რად გვინდა მამაკაცები?

(ცოტაოდენი ლირიკული გადახვევა). 

  • მათ აქვთ თბილი ხელისგულები, ჩვენ კი - ცივი თითები.
  • მათ აქვთ პრინციპები.
  • სიმაღლეში ჩვენზე მაღლები არიან და ყოველთვის შეუძლიათ ჩამოგვიღონ  ზედა თაროდან წიგნი.
  • როცა ამბობენ "მე შენ მიყვარხარ", ვგრძნობთ, რომ ცხოვრება მშვენიერია.
  • ისინი გვაძლევენ თავის ყველაზე საუკეთესო პარანგს (მაისურს).
  • ისინი ითმენენ ჩვენს კაპრიზებს და მეგობრებს კი ეუბნებიან: "მას საშინელი ხასიათი აქვს, მაგრამ ძალიან ლამაზია".
  • ყველაფერს გვპატიობენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ არაფერს ვპატიობთ.
  • ერთხელაც აუცილაბლად მიხვდებიან, რომ ჩვენზე უკეთესი არავინაა.
  • ისინი ჩუმად არიან, როდესაც ჩვენ სისულელეებს ვამბობთ, თუმცა როცა ჭკვიანურს ვამბობთ, მაშინაც სდუმან.
  • მათ ჩვენზე ის ახსოვთ, რაც ჩვენც კი არ გვახსოვს საკუთარ თავზე.
  • ისინი ვერ ამჩნევენ გაფუჭებულ მაკიაჟს.
  • ისინი ხედავენ ჩვენი დიეტის მიზეზს.
  • ისინი თავს გვაჩვენებენ, ვითომ არ მოწყენიათ ქალთა დღესასწაულების მოლოცვა.
  • ისინი  ძლიერები არიან და შეუძლიათ ჩვენი ხელში აყვანა.
  • ისინი ფიქრობენ, რომ არის რაღაცეები, რასაც ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ.
  • ისინი ქმნიან ცხოვრებას უფრო საინტერესოს.
  • ისინი გვიწვდიან ხელს... ამბობენ, "რა პრობლემაა?!" და პრობლემაც აღარ არის.
  • ისინი გვადებენ ხელს მუხლზე.
  • ისინი მარტო სიყვარულზე არ ფიქრობენ.
  • ისინი ჯიუტად ცდილობენ გადაიხადონ კაფეში ჩვენი ყავისთვის.
  • ისინი მაღაზიაში ბოლო ფულს დახარჯავენ შოკოლადში.
  • ისინი მიდიან მაღაზიაში, როცა წვიმს.
  • ისინი მიდიან ომში, როცა ომია.
  • ისინი ვერასოდეს ისწავლიან ბუზგალტერის გახსნას.
  • მათ ძალიან აღიზიანებთ, როცა არ ვატარებთ ბუზგალტერს, მაგრამ არ აღიზიანებთ, როცა მას არ ატარებს სხვა ქალი.
  • მათ უნდათ შეცვალონ ჩვენი ცხოვრება.
  • მათ გულის სიღმეში კარგად იციან როგორ მიაკერონ ღილი და როგორ გააუთოვონ პერანგი.
  • მათ ძლიერ ქარში თვალებიდან  ცრემლები მოსდით.
  • მათ შეუძლიათ ხელში აყვანილი გადაგვიყვანონ გუბეზე.
  • მათ უნდათ ჰქონდეთ ჩვენი სურათები.
  • მათ იციან "ვინდოუსის" დაყენება.
  • ზოგიერთ მათგანს ეჩვენება, რომ ჩვენ პატარები ვართ, უნდათ მოგვეხვიონ და დაგვიცვან.
  • მათ უფრო მეტად უყვართ თავისი დედები, ვიდრე ჩვენ ჩვენი მამები.
  • მათ შეუძლიათ მარტივად აღიარონ ის, რომ მათი ცხოვრების ერთადერთი მიზანია ჩვენთან დაწოლა.
  • მათ უყვართ ჩვენი ხმა -  სულერთია ამ ხმით რას ვამბობთ.
  • მათ იციან ჩხუბი.
  • ისინი ვერ არჩევენ ერთმანეთისაგან "Allways"-ს და "Kotex"-ს.
  • ისინი ზოგჯერ გვისწორებენ საბანს.
  • ისინი ყოველთვის არ გვაცილებენ აეროპორტში, მაგრამ აუცილებლად დაგვხვდებიან.
  • ისინი ჩვენთვის ყიდულობენ კაბებს, სამკაულებს, სუნამოებს...
  • ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენი ჩანთები მარტო მაშინაა მძიმე, როცა ჩვენთან ახლოს არიან.
  • ისინი ჩუმად არიან როცა ჩვენ ვყვირით.
  • როცა ჩვენ ვფიქრობთ წარსულ ცხოვრებაზე, ვფიქრობთ მათზე.
  • კასეტები და კომპაქტ-დისკები მათთან ყოველთვის ემთხვევა თავის კოლოფებს.
  • ისინი ანგარიშობენ ჩვენზე უფრო სწრაფად.
  • ისინი აძლევენ თავიანთ გვარს ჩვენს შვილებს.
  • ისინი აკეთებენ იმას, რითაც ჩვენ ვამაყობთ.
  • ისინი გვკოცნიან შუბლზე, როცა არ შეუძლიათ დარჩენა.
  • როცა ისინი მიდიან, ჩვენ ვრჩებით. 

თუ ამ ლირიკული გადახვევის შემეგ გულები არ გაგითბათ, ერთ რამესაც დავამატებ: გახსოვდეთ, ისეთი მამაკაცი, რომლის გარეშეც შეიძლება ცხოვრება - სულაც არ არის საჭირო, ხოლო ის მამაკაცი, რომლის გარეშეც არსებობა შეუძლებელია - აუცილებლად საჭიროა!

დღესდღეობით ხომ ქალები დამოუკიდებელნი და თავდაჯერებულები ვართ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ არცერთ ქალს არ შეეშლება ვინ ვინ არის და ვისთან ერთად ღირს ან არ ღირს ცხოვრება. 

პერლა გისურვებთ ქალურ ბედნიერებას!

 

ავტორი: ემილი.

 

შეაფასეთ სტატია :
         

(2012-01-19 00:31:07)

ეს ყველაფერი კაცებზე იყო??? იქნებ ოდესმე მეც შემეცვალოს წარმოდგენა alt

თამუნა ახალკაცი
(2011-10-22 19:45:43)

კარგია პერლა მომეწონაა:)) ხანდახან როგორ გვიშლიან ნერვებს მაგრამ მაინც ძალიან გვიყვარს:)

shav legi
(2011-10-08 22:35:40)

რად გინდათ და იმისთვის, რომ მუდამ თქვენზე ფიქრობდნენ და ამ ფიქრებთან ერთად ცხოვრობდნენ.


(2011-09-04 20:14:54)

რა საყვარლად გყავს წარმოდგენილი მამაკაცი პერლა :) კინაღამ შემიყვარდა ყველა ერთად .. alt

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
ჯადოსნური ყინულები
გადმოცემის მიხედვით, თამარ მეფეც მიმართავდა ამ მეთოდს. მისთვის ზაფხულობითაც კი ჰქონდათ ყინულები გამოქვაბულში შენახული. ყინულებს იყენებდნენ მერილინ მონრო და გრეტა გარბო ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO