მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2017-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2017-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2017-06-01
ბოლო ზარი - 2017-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2017-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
როგორ შევხვდეთ ახალ 2015 წელს

ახალ წელს მოუთმენლად ელის დიდი თუ პატარა, მაგრამ განსაკუთრებული საფიქრალი ოჯახის დიასახლისებს აქვთ. ჩვენი სტატიაც მათთვისაა განკუთვნილი, რათა საფიქრალი შევუმსუბუქოთ და ჩვენეული (ასევე ასტროლოგებისგან მიჩნეული) იდეები შემოგთავაზოთ.

პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ 2015 წელი ჩინური კალენდრით ლურჯ-მწვანე თხის (ან ცხვრის) წელია. ისევე როგორც ცხენი, თხაც ადამიანების მოყვარული, მშვიდობიანი, ბევრი სარგებლობის მომტანი, უპრეტენზიო ცხოველია. აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ სრულიად მშვიდად იყოთ, რადგან ეს წელი ცუდს არაფერს გიქადით თუ თავად ძალით არ გამოჩხრეკთ. ხომ გაგიგიათ, „ცხვარი ცხვარია, მაგრამ თუ გაცხარდა ცხარიაო"?! აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ეს წელი არ წყალობს შფოთიან, მოძალადე ადამიანებს. ყველა ჩანაფიქრი, რაც ბრძოლასთან იქნება დაკავშირებული უნდა მოგვარდეს მშვიდობიანად.  თხა ასევე ესთეტიკის მოყვარული ცხოველია და ეს წელი განსაკუთრებით წარმატებული იმ ადამიანებისთვის იქნება, ვინც სილამაზეს ემსახურება, ქმნის, აწარმოებს რაიმეს მშვენიერს და აღმატებულს.

როგორ გავაფორმოთ ინტერიერი?

ახალი წელი ლამაზად მორთული ნაძვის ხის გარეშე ხომ წარმოუდგენელი მოვლენაა. ის აუცილებლად მთავარ ადგილს დაიკავებს თქვენს ინტერიერში. ამასთან, 2015 წლის სიმბოლოდ ხის თხა ითვლება და ლოგიკური იქნება თუ ნაძვის ხესთან ერთად სწორედ ამ ფიგურას აირჩევთ თქვენი საცხოვრებელის ძირითად დეკორად. თხას სიმყუდროვე უყვარს. ამიტომ ეცადეთ თქვენი ინტერიერი არ გადატვირთოთ ბევრი ბრჭყვიალა ნივთებით, იყოს სადა, მაქსიმალურად რბილ ტონალობაში (მაგალითად, კრემისფერი), გამოიყენეთ ხის ან რომელიმე ბუნებრივი მასალის ფიგურები (მაგალითად, ქაღალდის ფიფქები). თუ მაინცდამაინც კაშკაშა ფერები მოგწონთ, უპირატესობა მიანიჭეთ მწვანეს და ლურჯს. ყველაზე განსაკუთრებული სამშვენისი, რომელიც ამ წელს შეიძლება შემოიტანოთ სახლში ეს ზარის ფორმის ფიგურაა, რომელიც თხასთან ასოცირდება.

რა ჩავიცვათ ახალ წელს?

ერთგვაროვანი პასუხის გაცემა ამ კითხვაზე რთული იქნება, რადგან ყველას საკუთარი სტილი აქვს აღნაგობისა და ასაკის მიხედვით. თვლიან, რომ თხა მოდის მოყვარული კრეატიული არსებაა. ამის გათვალისწინებით, ჩაცმულობა უნდა იყოს ელეგანტური, დახვეწილი და არა პომპეზური. შეიძლება გაითვალისწინოთ ფერები, რითაც თქვენი საახალწლო გარდერობი უნდა შეავსოთ: ყველაზე მიღებული 2015 წლისათვის არის თეთრი და შავი, ასევე ლურჯი და მწვანე ფერები. საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ სამოსს არ ააჭრელებთ და მხოლოდ ერთ ფერში იქნება გადაწყვეტილი. ასევე ეცადეთ ბუნებრივი ქსოვილები აირჩიოთ. თუ საახალწლოდ კოსტიუმირებული კარნავალის გამართვა გაქვთ დაგეგმილი , ეცადეთ საშინელებათა ფილმების გმირები არ განასახიეროთ, რადგან გახსოვდეთ, რომ თხა ძალადობას ვერ იტანს.

სად და ვისთან ერთად უნდა შევხვდეთ ახალ წელს?

უკვე ავღნიშნეთ, რომ თხა სიმყუდროვის მოყვარული ცხოველია და ლოგიკური იქნება თუ ახალი წლის შესახვედრად არ წახვალთ რესტორანში, ან ხმაურიან კლუბებში და უბრალოდ ოჯახურ წრეში, ყველაზე ახლო მეგობრებთან ერთად, თბილ და მყუდრო ატმოსფეროში გაატარებთ ამ დღეს. საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ სახლი გაქვთ ქალაქგარეთ (სოფელში, დაჩაზე), სწორედ ამ ადგილს მიაშუროთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად. ეცადეთ საახალწლო ხმაურიანი სასროლი მაშხალებისა და ფეიერვერკებისგან თავი შეიკავოთ.

საახალწლო სუფრა

ეს ხომ წარმოუდგენელია ტრადიციული ქართული კერძების გარეშე - თქვენს სუფრას აუცილებლად დაამშვენებს ხაჭაპური, საცივი, გოზინაყი... მაგრამ გაითვალისწინეთ წლის ცხოველის ხასიათი და შეეცადეთ, სუფრაზე აუცილებლად იყოს რაც შეიძლება ბევრი მწვანილი, რამდენიმე სახეობის ბოსტნეულის სალათა და ხილის ასორტი. თავი შეიკავეთ გაყინული პროდუქტებისაგან და ეცადეთ ყველაფერი მხოლოდ ნატურალური მიირთვათ. და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ სუფრაზე მარილი! ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ წლის ცხოველს მარილი ძალიან უყვარს. 

პერლა გილოცავთ დამდეგ ახალ 2015 წელს!

მშვიდობისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის!

 

ავტორი: ემილი.

2014-12-04.

alt

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
სურნელი, რომელიც აახალგაზრდავებს
ექსპეიმენტმა აჩვენა, რომ არცერთმა შემოთავაზებულმა სურნელმა ისე არ იმოქმედა მამაკაცების წრმოსახვაზე, როგორც გრეიფრუტმა. ამ ეკზოტიკური ხილის სურმელმა საშუალება მისცა მის მფლობელს...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO