მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
არამზადები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ვერძი  (21 მარტი - 18 აპრილი) იმპულსური არამზადაა  და ამით ყველაფერი ნათქვამია. ის ან მაშინვე იხდის ბოდიშს ხმაურითა და მთელი თეატრალური ეფექტებით (რათა ხვალვე იგივე ჩაიდინოს), ან საერთოდ არ იხდის, რადგან სიამაყე არ აძლევს ნებას. თავს კი იმართლებს სიტყვებით: „რაღაც მეტაკა", „ავიჭერი" და მსგავსი რეპლიკები.

კურო (19 აპრილი - 20 მაისი) ანგარიშიანი არამზადაა. ის ვერძის ანტიპოდია. მისთვის ზედმეტია შეკითხვა: „ხვდები რას აკეთებ?!" - მშვენივრად ხვდება! უფრო მეტიც - წინასწარ გათვალა სად დაერტყა, რომ უფრო მტკივნეული ყოფილიყო. თავს კი ასე იმართლებს: „შენ ეს დაიმსახურე!"

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი) არასერიოზული არამზადაა. უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ ვერ ხვდება რომ არამზადასავით იქცევა (საკუთარ ქმედებებს ანალიზს არ უკეთებს), ჩადენილ სისაძაგლეს კი 5 წუთში ივიწყებს.  თავის გამართლებისას შემდეგ სიტყვებს მიმართავს: „შენ რა, გეწყინა?! რატომ?!"

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი) მთელი თავისი არსებით არამზადაა და თან თავი ისე მოაქვს, რომ თითქოს ეს თქვენა ხართ არამზადა, ის კი - მსხვერპლი. და ასე იქნება ყოველთვის, მაშინაც კი თუ თვითონ 10-ჯერ მეტს აშავებს. უფრო მეტიც, ის იზრუნებს იმაზე, რომ მთელმა სამყარომ გაიგოს რა უდიერად ექცევით მას - საწყალს. თავს იმართლებს სიტყვებით: „შენ გამომიწვიე.."

ლომი ( 23 ივლისი - 22 აგვისტო) თვითკმაყოფილი არამზადაა. მისი გაგებით, თავად ყველაზე მაღლა დგას, სხვა კი მხოლოდ ნაგავია მის ფერხთით. ამ გადმოსახედიდან ვითარდება ყოველი მისი სისაძაგლე. თავს იმართლებს სიტყვებით: „მე ასე მინდა!"

ქალწული ( 23 აგვისტო - 22 სექტემბერი) შურისმაძიებელი და ბოღმიანი არამზადაა. თუ როდესღაც სადღაც თქვენ მის გზაზე გადაიარეთ (ან სულაც რაიმე არასახარბიელო გამოთქვით მისი მისამართით) - სამაგიეროს მიიღებთ! მთელი ეს წლები ის უბრალოდ ელოდა ხელსაყრელ მომენტს. თავს ან გულუბრყვილო გამომეტყველებით იმართლებს: - „მე? ეს როგორ გაიფიქრე ჩემზე?!", ან ტრიუმფალური გამომეტყველებით: „აი, გახსოვს?!.."

სასწორი ( 23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი) მშიშარა არამზადაა. საერთოდ ის პირველ ადგილზეა არამზადათა რეიტინგში - საზიზღარი, ამორალური არსება: აქ იცრუებს, მანდ ცილს დასწამებს, იქ - გასცემს და უღალატებს... და ამ ყველაფერს  შიშის გამო აკეთებს. თავს კი არანაირად არ იმართლებს - ძირს გამოუთხრის და მიიმალება.

მორიელი (23 ოქტომბერი - 20 ნოემბერი) პრინციპული არამზადაა. პრინციპების გამომწვევი კი შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს - არა აქვს მნიშვნელობა. მისი მსოფლმხედველობის მიხედვით თქვენ დაარღვიეთ რაიმე სახის აკრძალვა და უნდა დაისაჯოთ. ის საკუთარ თავს სამართლიანობის აღსადგენ იარაღად თვლის. ამაყად აზიდავს  ცხვირს და თავსაც არ იმართლებს.

მშვილდოსანი (23ნოემბერი - 21 დეკემბერი) სკანდალური არამზადაა. ის არ ერიდება ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფებს, უდიდეს სიამოვნებას იღებს ჩხუბისგან როგორც ასეთი. მისი თავის მართლება კი უშინარსო სიტყვების რახარუხია ტონის აუწევლად.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი) შეზღუდული არამზადაა. მასში კუროს გულგრილობასა და ლომის ეგოიზმს  თხის რქებისთვის დამახასიათებელი  განუმეორებელი სისულელე და გაუმაძღრობა ემატება ზემოდან საკმაზად. ბოლოს კი თავს შემდეგი სიტყვებით იმართლებს: „ასე გამოვიდა..."

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი) ცინიკური არამზადაა. ის დამსახურებულ II ადგილს იფერებს არამზადათა შორის. სისაძაგლეს მხოლოდ იმის გამო ჩაიდენს, რომ გაიცინოს თქვენს ტანჯვაზე. მას თანდაყოლილი უგულობა სჭირს და არ დაეძებს სხვის ტკივილს. თავის მართლების მაგივრად კი გადაიხარხარებს.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი) უგულო არამზადაა... ვინმე საშველად რომ იხმობდეს, ფანჯარას მიხურავს და თბილად გაეხვევა საბანში. არ მოვა თქვენს სანახავად საავადმყოფოში, სადაც შეიძლება უკანასკნელ დღეებს ითვლიდეთ.  და საერთოდ ყველაფერში ასეთ გულგრილობას იჩენს. როცა თავის მართლების დრო მოვა, „ყველამ საკუთარ თავს მიხედოს, ძმაო"! - ესაა მისი სიტყვები.

 

ავტორი: ემილი.

2014-05-26.

წყარო 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO