მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2017-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2017-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2017-06-01
ბოლო ზარი - 2017-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2017-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ჰოროსკოპი 2016

 

ვერძი (21 მარტი - 18 აპრილი)

ცეცხლოვანი (წითელი) მაიმუნი შანსს აძლევს ვერძებს შეიცვალონ უკეთესობისკენ. ვერძებს წამყვანობა უყვართ. და 2016 წელს ხშირად მოუწევთ ნიძლავის დადება რათა თავიანთი უპირატესობა დაამტკიცონ. მოუწევთ ბრძოლა ემოციურ ბალანსის შესავსებად და ნამდვილ დეპრესიასთან გასამკლავებლად. გაზაფხულზე არ იქნებიან დარწმუნებულნი თავიანთ ქმედებებში, მაგრამ ზაფხულში ენერგეტიკა კვლავ აიწევს უჩვეულოდ მაღალ დონეზე, რაც საშუალებას მისცემს მათ მწყობრში მოიყვანონ გარშემო ყველაფერი. ეს წელი ხელსაყრელი იქნება მათთვის როგორც ფინანსური ასევე კარიერული წინსვლის თვალსაზრისითაც. არაა რეკომენდირებული ამ წელს აიღოთ კრედიტები ან ისესხოთ ფული. მარტოხელა ვერძებისთვის კარგი იქნება, თუ გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამენ პირად ურთიერთობებში, რადგან ამ წელს დაკანონებული ქორწინება ბედნიერი იქნება.

 

კურო (19 აპრილი - 20 მაისი)

ამ წელს კუროებს ბევრი საზრუნავი ექნებათ და ყველა ეს საზრუნავი პრაქტიკულად დადებით შედეგებს მოიტანს. თუ ის თავს მიუძღვნის სამუშაოს, მაშინ მას დიდი ჯილდო ელოდება - არა აქვს მნიშვნელობა რა სფეროში. წელს კუროებს ეძლევათ შანსი რადიკალურად შეცვალონ თავიანთი ჩვეული წესრიგი რაღაცეების მიმართ. ოღონდ უარი არ თქვათ გარშემომყოფთა შემოთავაზებულ დახმარებაზე - მარტო თავს ვერ გაართმევთ. კუროებისთვის ამ წელს ყველაფერი ნებადართულია - შეიცვალოს სამსახური, ბინა, დაქორწინდეს თუ განქორწინდეს, იყოლიოს შვილები - პრაქტიკულად ყველა წმოწყება დადებით შედეგს მოიტანს. წლის პირველი ნახევარი კარიერასა და სამუშაოს დაუთმეთ, ხოლო მეორე ნახევარი - ოჯახს და პირად ცხოვრებას.

 

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)

ტყუპების მუდმივი მერყეობისგან მობეზრებული ცეცხლოვანი მაიმუნი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მათ და უყურებს ეს უკანასკნელნი როგორ გაართმევენ თავს გამორკვევას.  ესაა წელი, როდესაც საჭიროა სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილებები. დიდია ალბათობა, რომ ყოველგვარ ახალ ინფორმაციას ამ წელს მტრულად შეხვდეთ. 2016 წელი საუკეთესო დროა შემოქმედებისა და თვითრეალიზაციისათვის. მაიმუნი წარმოგიდგენთ ისეთ სიტუაცებს, სადაც მოგიწევთ წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და დაადგეთ თქვენთვის განკუთვნილ გზას. იქნება საკმაოდ ბევრი რთული დღეები, როდესაც შესაძლოა ტყუპებს დეპრესიამ შემოუტიოთ. საჭიროა ძალიან ყურადღებით იყოთ გადაადგილებისას, რადგან მაიმუნის წელი ტყუპებს ავტო-საგზაო შემთხვევებს უქადით.

 

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)

წითელი მაიმუნი აიძულებს კირჩხიბებს შეცვალონ თავიანთი ჩვევა, რომელიც გამუდმებით უკან ადგმევინებდა მათ ნაბიჯს. ყველა მოვლენა 2016 წელს ხელს შეუწყობს ფრთილ კირჩხიბებს იმოქმედონ გაბედულად და წინ წავიდნენ. შეუპოვარ კირჩხიბებს ყველაფრში წინსვლა ელით. მაგრამ ამასთანავე ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება არა მატერიალური კეთილდღეობა, არამედ ჯანმრთელობა. ეს წელი მიუძღვენით ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და პროფილაქტიკას, ეს სრულებით არ იქნება ზედმეტი. ეს წელი არ იქნება ხელსაყრელი კარიერული წინსვლისთვის, ხოლო საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად, სახლის შესაძენად სრულებით პოზიტიური იქნება. სამსახურში შესაძლოა გარეგნულად ყველაფერი მშვიდად  იყოს, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით პოზიციების გასამყარებლად ოფლისღვრა დაგჭირდებათ.

 

ლომი ( 23 ივლისი - 22 აგვისტო)

ჯიუტი მაიმუნი მთელი წლის განმავლობაში შეეცდება ლომებს ნიღაბი ჩამოხსნას. ის აიძულებს ამ ნიშნის წარმომადგენლებს იყვნენ გულწრფელნი და ყურადღებიანი გარშემომყოფთა მიმართ. ეს წელი ხელსაყრელი იქნება ყველანაირი ურთიერთობისათვის. წლის მეორე ნახევარში ლომებს გაუჩნდებათ დაუძლეველი სურვილი შემოატრიალონ მთელი თავიანთი სამყარო. ამისათვის დაბალანსებული მიდგომაა საჭირო, რომ მეტისმეტი არ მოგივიდეთ. თუ წლის პირველი ნახევარი ლომებს სამსახურში პასიურ მდგომარეობას ჰპირდება, წლის მეორე ნახევარი სავსებით აქტიური აღმოჩნდება. ეს ის წელია, როცა შეიძლება თამამად გამოიცვალოთ სამსახური, შექმნათ კარიერა და ააგოთ პერსპექტიული გეგმები. ეს წელი მომგებიანი იქნება ფინანსური თვალსაზრისით, განსაკუთრებით წლის ბოლოს. პირადი ცხოვრება მშვიდი იქნება, მაგრამ ზაფხულის ბოლოს სიფრთხილე გმართებთ, რადგან ამ პერიოდში მოსალოდნელია გქონდეთ ემოცური აფეთქებები. ყურადღება გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ.

 

ქალწული ( 23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

ორი წლის განმავლობაში ქალწულთა ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები მიმდინარეობდა და ცეცხლოვანი მაიმუნის წელმა ამ პროცესს წერტილი უნდა დაუსვას. მაიმუნი აიძულებს ქალწულს კრიტიკულად შეხედონ საკუთარ თავს, გადაფასონ ფასეულობები, რომლებიც შეუბღალავი ეჩვენებოდათ, ახლებურად შეხედონ მეგობრებსა და კოლეგებს. მაიმუნი გაძლევთ საუკეთესო შანსს გადახედოთ გარესამყაროს მიმართ საკუთარ შეხედულებებს და თუ ამას არასერიოზულად მიუდგებით, მომავალში შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ. ეს წელი ქალწულთათვის ფასეულობათა გლობალური გადაფასების წელია. მათ, ვინც ამ დავალებას გაუმკლავდება, ელოდება ჯილდო ახალი თანამდებობის ან ოჯახში უკეთესი მდგომარეობის სახით. მაარტოხელა ლომებისათვის არახელსაყრელი წელია. დაოჯახებულებსაც ასევე სიფრთხილე  მართებთ რათა სეიოზული კონფლიქტების პროვოცირება არ მოახდინონ.

 

სასწორი ( 23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

2016 ჰარმონიული და მშვიდი წელი იქნება ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის. არცერთი ღრუბელი არ ჩანს თქვენს ცაზე. წელიწადი გაივლის იმდენად მშვიდად, თანაბრად, სტაბილურად და შეუფერხებლად, რომ ეს შინაგანი სიმშვიდე დააფიქრებს კიდეც სასწორებს - ნუთუ ყველაფერი კარგადაა?!  ერთადერთი პრობლემა, რაც ამ წელს გელით, ესაა არჩევანის გაკეთება. თითოეული პატარა კონფლიქტის დროს თქვენ დადგებით ორი არჩევანის წინაშე, რომელთაგან გადაწყვეტლების მიღება გაგიჭირდებათ. ზოგიერთ სასწორს მოუწევს ბრძოლა შინაგანი შიშების დასაძლევად და გარე სამყაროსთვის უფრო მარტივად შესახედად. 2016 - ეს არაჩვეულებრივი წელია მოგზაურობისთვის. ასევე ხელსაყრელი წელი იქნება უძრავი ქონების შესაძენად, ინვესტიციების ჩასადებად გრძელვადიანი პროექტებისთვის. ამასთანავე მოგიწევთ ჩართოთ ლოგიკა, რადგან ძალიან დიდია ალბათობა არასახარბიელო ისტორიაში გაეხვეთ.

 

მორიელი (23 ოქტომბერი - 20 ნოემბერი)

მორიელი მთელ წელს შინაგანი იდილიის ძიებაში გაატარებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს სურვილი გაუჩნდებათ გადახედონ ფასეულობებს და თავიდან გადააფასონ პრიორიტეტები. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველა - დაწყებული სამსახურის უფროსიდან, ოჯახის წევრით დამთავრებული, თქვენს მიმართ გადაჭარბებულად მომთხოვნია. ისარგებლეთ ამ სიტუაციით და წაიწიეთ განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე. თუ ჩაიფიქრებთ თქვენი შესასრულებელი სამუშაო სხვას გადააბაროთ, მაიმუნი მარცხს გიქადით. თუ შეძლებთ საკუთარ თავზე აიღოთ მეტი ვალდებულებები და შეასრულოთ ისინი, ბედი გულუხვად დაგაჯილდოვებთ.

 

მშვილდოსანი (23ნოემბერი - 21 დეკემბერი)

შარშანდელი წელი მშვილდოსნებისთვის უამრავი დაძაბულობის მომტანი იყო და მაიმუნის წელიც თავის მხრივ ტონუსში ამყოფებს მათ. განსაკუთრებით მიზანმიმართულ მშვილდოსნებს, რომლებიც არ დანებდნენ დ შუა გზაში არ მიატოვეს დაწყებული საქმე, მაიმუნი უხვად დააჯილდოვებს. ეს წელი ხელსაყრელია დიდი მიზნების მისაღწევად. მშვილდოსნებს, რომელთაც სიმართლის გამო თავის გამოდება უყვართ, ენა უნდა დაიმოკლონ. ზოგჯერ ეშმაკი მაიმუნი პროვოცირებას გაუკეთებს მათ გულღია საუბრებს და ურთირთობების გარკვევას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული დაპირისპირებები და ურთიერთობების გაციება. ამიტომ წელს მშვილდოსნებისთვის საუკეთესო რჩევა იქნება - იფიქრეთ, იფიქრეთ და კიდევ ერთხელ იფიქრეთ! მაიმუნის წელმა შეიძლება მათ უკიდურესად სარისკო მოგზაურობისკენაც უბიძგოს, ამიტომ სანამ გასამგზავრებლად მოემზადებით, ყველაფერი დაწვრილებით მოიფიქრეთ და დაგეგმეთ.

 

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ქარაფშუტა და ცვალებადი მაიუნი უთვალთვალებს დისციპლინირებულ თხის რქას. ამიტომ 2016 წელი ბევრ რთულ გამოწვევას უგზავნის, რომლებიც ერთდროულად რამოდენიმე გადაწყვეტილების წინაშე დააყენებს მას. უნდა აირჩიოს მათგან ყველაზე მართებული და უსაფრთხო - აი, ესაა ამოცანა ჭკვიანი თხის რქისთვის. ეს გამოცდილება მას კიდევ უფრო ჭკვიანსა და ძლიერს გახდის. მიუხედავად რთული დავალებისა, 2016 წელი თხის რქებს ბედნიერებას ჰპირდება. ეს სწორედ ის ზოდიაქოს ნიშანია, რომელსაც მწვერვალების დაპყრობა და დაბრკოლებათა გადალახვა უყვარს. ასე, რომ ზომიერი სირთულეები მას სრულებით არ აშინებს. მაიმუნს შეაქვს მრავალფეროვნება თხის რქის ზედმიწევნით დაგეგმილ ცხოვრებაში - ის აჩვენებს, რომ ზოგჯერ შეიძლება თქვენი ზუსტად გაწერილი დრო უაზრო დროსტარებაში გაფლანგოთ. თხის რქები გარეგნულად შეშფოთებას გამოხატავენ ცხოვრების ასეთი წესის მიმართ, მაგრამ შინაგანად მოხარულიც კი იქნებიან, რომ გართობა-განტვირთვის საშუალება მიეცათ.  

 

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ყველა მერწყულისათვის დგება მშვენიერი დრო  შემოქმედებისა და შთაგონებისათვის. ზოგჯერ შესაძლოა უკიდეგანო ფანტაზიებმა გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიიყვანონ ისინი, შესაძლოა უკიდურესობიდან უკიდურესობამდე გადავარდნენ, მაგრამ ყველაზე ხშირად მათი კრეატიული იდეები სათანადოდ იქნება დაფასებული. ესაა წელი, როცა თქვენ შეგეძლებათ განახორციელოთ ყველაზე ექსტრავაგანტული იდეები.  მერწყული მეოცნებეა და მაიმუნი კი გამომგონებელი ნატურაა. არსებობს შანსი ოცნებები სისრულეში მოიყვანოთ. განსაკუთრებით ეს ეხება იმ ადამიანებს,  რომლებიც ასე თუ ისე შემოქმედებასთან არიან კავშირში. თქვენი ნიჭი უჩვეულოდ აყვავდება და ახალი ფერებით  დაიწყებს კაშკაშს. ეს წელი არაა ხელსაყრელი მერწყულებისთვის ოჯახის შესაქმნელად. მაიმუნის წელს დიდია ალბათობა მრავალი არასერიოზული ურთიერთობებისა და მსუბუქი ფლირტებისა, რომლებიც ძლიერ გრძნობებში არ გადაიზრდებიან. ეს ძიებისა და მოსინჯვების წელია.

 

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

გასული წელი თევზებისათვის სავსე იყო სტრესული მდგომარეობებით, 2016 წელი კი მათ დაამშვიდებს. გაუჩნდებათ დაუოკებელი სურვილი რაღაც შეცვალონ ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი ადგილი, სამსახური, გატაცება ან ცხოვრების წესი. თქვენ შეგიძლიათ თამამად მიიღოთ გამოწვევები და ისარგებლოთ მოცემული შანსით - ეს წელი ხელსაყრელი იქნება თქვენთვის უკეთესობისაკენ შემობრუნდეთ. სწორედ რომ იდეალური დროა ძირფესიანად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. თევზების ორჭოფობასა და მუდმივ მერყეობას აქტიური მაიმუნის წელი საჭირო კურსს მისცემს და სწორი გზისკენ მიუთითებს. ამ წელს სრულებით შესაძლებელია გაიჩინოთ ახალი მეგობრები და ახლობლები. ეს წელი ასევე ხელსაყრელია იმ თევზებისათვის რომელთაც „უღელში შებმა" გადაუწყვეტიათ. მათ კი, ვინც ჯერ არ დაფიქრებულა ოჯახის შექმნაზე, ელოდებათ ძალიან სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა.

 

ავტორი: ემილი

2015-12-08

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
ჯადოსნური ყინულები
გადმოცემის მიხედვით, თამარ მეფეც მიმართავდა ამ მეთოდს. მისთვის ზაფხულობითაც კი ჰქონდათ ყინულები გამოქვაბულში შენახული. ყინულებს იყენებდნენ მერილინ მონრო და გრეტა გარბო ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO