მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
CV – 6 უპატიებელი შეცდომა

ორთოგრაფიული შეცდომები და გაუმართავი ტექსტი, განსაკუთრებით მიუტევებელია ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტში, როგორიცაა კურიკულუმ ვიტა (CV)

სამსახურის საპოვლენად, პირველი ნაბიჯი ე.წ. CV-ს  შედგენაა. თუ იგი სწორადაა შედგენილი და ნათლად ასახავს ინფორმაციას თქვენს შესახებ, ჩათვალეთ რომ სამსახურის ძებნის პირველი ეტაპი უკვე გადალახულია.

დამსაქმებელს სურვილი უნდა გაუჩნდეს რომ პირადად გაგესაუბროთ. ეს კი, თქვენმა ავტობიოგრაფიამ უნდა მოახერხოს. საშუალოდ, ერთ cv-ს გადაკითხვას, 1 წუთს უთმობენ. ამიტომ, მაქსიმალურად შეეცადეთ გარკვევით ჩანდეს მასში ყველა საინტერესო ინფორმაცია.

არსებობს შეცდომები, რომელსაც განსაკუთრებით ვერ ეგუებიან კადრების შერჩევის სპეციალისტები. ამიტომ, გთავაზობთ იმ შეცდომების ჩამონათვალს, რომელიც თავიდან უნდა აირიდოთ, იმისათვის, რომ თქვენი CV ნაგვის ყუთში არ აღმოჩნდეს.


1.ორთოგრაფილი შეცდომები
ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ, თუ გამსაუბრებელი ერთ შეცდომას მაინც აღმოაჩენს თქვენს cv-ში, 12%-ით იკლებს შანსი იმისა, რომ თქვენ სამსახურში აგიყვანენ. ყურადღებით გადაიკითხეთ დოკუმენტი, ვიდრე გააგზავნიდეთ. წააკითხეთ ახლობელს. იქნებ მან აღმოაჩინოს ისეთი შეცდომა, რომელიც თქვენს თვალს გამოეპარა.

2. რთულად გასარკვევი საკონტაქტო ინფორმაცია
სწორად დაწერეთ სახელი და გვარი. მით უფრო, თუ რთულად დასამახსოვრებელი სახელი ან გვარი გაქვთ. მიუთითეთ ასაკი და არა დაბადების თარიღი. თქვენი ასაკის გამოთვლისათვის შეიძლება თავი არ შეიწუხონ.
ელექტრონულ ფოსტაში ნუ გამოიყენებთ ისეთ არასერიოზულ სახელებს, როგორიცაა მაგალითად: shumaxera@posta.ge , loqo@mail.ru და ასე შემდეგ. ელექტრონული მისამართის იდეალურ ვარიანტში თქვენი სახელი და გვარი, ან მხოლოდ გვარი უნდა ფიგურირებდეს.( მაგ: teadolidze@perla.ge)

3. ზედმეტი ინფორმაცია
CV ერთ გვერდზე უნდა ეტეოდეს. არ არის საჭირო მთელი ცხოვრების დეტალური მიმოხილვა. თუ ძალიან დიდი სამუშაო გამოცდილება გაქვთ და 1 გვერდი არ გყოფნით, არ ჩაწეროთ ისეთი სამსახურები, სადაც 1 წელზე ნაკლები დაჰყავით. წერისას, ბოლო 10 წლის მონაცემები გაიაზრეთ და გარკვევით დაწერეთ. გარდა სამუშაო ადგილის მითითებისა, მიუთითეთ რა თანამდებობა გეკავათ და კერძოდ რა გევალებოდათ.
ყურადღება მიაქციეთ პუნქტს სხვადასხვა. თუ თქვენ ბლოგერი ბრძანდებით ან მოყვარული ფოტოგრაფი, ეს აუცილებლად დააინტერესებთ კადრების განყოფილებაში და თქვენზე შთაბეჭდილების შექმნაშიაც დაეხმარებათ.

4. ფერადი წარწერები და ფურცლები
CV იწერება შავით თეთრზე. დაივიწყეთ ფერადი ასოები, ჩუქურთმიანი ფურცლები ან სხვა სახის გაფორმებები. იგი უნდა იყოს მარტივი, სადა და ერთი შეხედვითაც ჩანდეს რა წერია მასზე და ნახატებში არ უნდა ჭირდებოდეთ თარიღების ძებნა.

5. გაუაზრებელი გზავნილები
ზოგიერთი სამსახურის მაძიებელი, გაუაზრებლად, მექანიკურად აგზავნის მონაცემებს ყველგან, სადაც კი ,,ვაკანსია,, აწერია. არ აანალიზებს აკმაყოფილებს თუ არა შესაბამისი ვაკანსიის მოთხოვნებს და არც იმაზე ფიქრობს, თვითონ თუ აწყობს ეს სამსახური.
არის შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ორგანიზაციაში, 3 გასხვავებულ ვაკანსიაზე, ერთი ადამიანის cv მიდის. რა თქმა უნდა, ასეთ კანდიდატს სერიოზულად არ აღიქვამენ.

6. ხარისხიანი ფოტო
თუ CV-ს ფოტოს დაურთავთ, იგი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. ბუნდოვანი ფოტო, თქვენს მიმართ განწყობას გააფუჭებს. დაურთეთ პატარა ზომის ფოტო. სადაც კორექტულად ჩაცმული და დავარცხნილი ხართ. პლაჟზე ან ბუჩქთან გადაღებული ფოტოს მიბმა
CV-ზე, უმუშევრად დარჩენას გიქადით.

ყველა ვაკანსიისათვის შეადგინეთ განსხვავებული სამოტივაციო წერილი. რომელიც კონკრეტულ მოთხოვნებს უპასუხებს. ერთი ტრაფარეტული წერილის მუდმივად გაგზავნა,, უხერხულ სიტუაციაში ჩაგაგდებთ.

პ.ს. ზღვა სამუშაო გამოცდილების ჩამოთვლა მომგებიანი სულაც არ არის. თუ თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ, ბევრ სამსახურში გიმუშავიათ და მაინც სამსახურს ეძებთ, ეს ნიშნავს, რომ ცუდი კადრი ხართ. ლოგიკურია არა? დაფიქრდით ამაზე და ნუ გადააჭარბებთ.

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO