მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
2014-2015 წლის ზამთრის ტენდენციები მოდის ინდუსტრიაში.

ავტორი: Nino Jackson.

2014-12-10.


ზამთრის მოდა - 2014-2015 წლის კოლექციებიდან.

2015 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია საკმაოდ საინტერესოა - მრავალფეროვანი და დახვეწილი. მოდაშია ძირითადად ბუნებრივი მასალები. საინტერესო კი ისაა, რომ რამოდენიმე სახის აფსოლიტურად ერთმანეთისგან განსხვავებული ფაქტურის მქონე მასალა ისე ჰარმონიულადაა ერთმანეთთან შერწყმული, რომ გეგონებათ ერთმანეთისთვის იყოს შექმნილი.  წელს მოდაში იქნება როგორც ნაქსოვი ზედები , ასევე ბეწვით გაწყობილი ნივთები, ელეგანტური კაბები, ორიგინალური გრძელი მოსასხამები...  მოკლედ,  „გაგონილს ნანახი ჯობიაო" და თავადვე იხილეთ.

2015 წლის ზამთარში მოდური იქნება მინი ქვედაბოლოები და ტრაპეციული ფორმის კაბები პასტელის ფერებში.  ეს პალიტრა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს  მოხდენილ და კოხტა სილუეტს, რომელიც ერთი შეხედვით „თოჯინებების სტილს" მოგვაგონებს და გვამოგზაურებს სამოციანი წლების ლონდონში.

alt

ასევე მოდის ტენდენციებში იქნება ეს ერთობ უცნაური ნაქსოვი სამოსი. გრძელი ნაქსოვი ზედა, რომელიც შეგიძლიათ ასეთივე ნაქსოვ შარვალთან ან სხვა აქსესუარებთან შეახამოთ. დიზაინერები ამ შემთხვევაში უფრო ნაზ ფერთა გამას გვირჩევენ.

alt

აქტუალობას არ კარგავს შავი ფერი და კლასიკური სტილი. დიზაინერებს წარმოდგენილი ჰქონდათ დახვეწილი კლასიკური პალტოები და კაბები რომელთაც შერჩენილი ჰქონდათ კლასიკური პეწი და ამასთანავე შესრულებული იყო ახალი შტრიხებით, რაც განუმეორებელ ელფერს აძლევდა მათ.

alt

მოდაში იქნება სხვადასხვა ორნამენტებით გაფორმებული ნაქსოვი, ტანზე მომდგარი ზედები ტყავის ქამრითა და სხვა აქსესუარებით.

alt

დიზაინერების შთაგონება დაუპყრია ბეწვეულს, სურათზე ნათლად ვხედავთ ბეწვით გაწყობილ ქურქებს. დიახ, ეს წლევანდელი მოდის ტენდენციაა და საკმაოდ მდიდრულად და არაორდინალურადაც გამოიყურება. როგორც ხედავთ, ბეწვეულში მკვეთრი ფერები ჭარბობს, მაგრამ ისინი ერთმანეთს ხელს არ უშლიან რადგან მიუხედავად მკვეთრი გადასვლებისა, ფერები კარგად ეხამება ერთმანეთს.

alt

მოდაში შემოდის დიდი ზომის, გრძელი ქურთუკები, რომლებიც თქვენს წინაშეა:

alt

როგორც ჩანს, Saint Laurent-ს, Prada-ს, Chloé-ს და Moschino-ს ოქროს ციებ-ცხელება დაატყდათ თავს., მათ კოლექციაში ოქროსფერი საკმაოდ ფართოდ იყო გამოყენებბული, 2015 წელს ოქროსფერი მოდაში იქნება.

alt

ასევე 2015 წლის მოდის ტენდენციებში გვხვდება ცოტა უჩვეულო რამ - ნაზი, ჰაეროვანი ბუმბულები რომლებიც ამშვენებენ სხვადასხვა სამოსს და უფრო გლამურულს ხდიან მას.

alt

Fendi-დან Miu Miu-მდე არ გამორჩენია არც ერთ დიზაინერს მხედველობის არიდან ათლეტური ცოტა სპორტული სტილის ტანისამოსი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ სტილის არჩევის  შემთხვევაშიწელს  მოდური იქნება ისეთი ფერები, როგორიცაა წითელი, ლურჯი და შავი.

alt

რაც შეეხება კაბებს, დიზაინერთა შთაგონება აქ რეალურ სამყაროს გაცდა, მოდური იქნება ზღაპრული, მორთული კაბები, პოეტური სილუეტები შექმნილია ნაზი ქსოვილისგან. მათში გამოწყობილი ქალბატონები მოგაგონებთ პერსონაჟებს ძველი ზღაპრებიდან, ეს ტენდენცია შეინიშნებოდა Dolce & Gabbana-ს, Alexander McQueen-სა და Valentino-ს კოლექციებში.

alt

მოდაში იქნება კლასიკური პიჯაკები, რომელთაც შეგიძლიათ შეუხამოთ შარვალი გაშვებული ბოლოებით. პიჯაკების უმრავლესობა გადაწყვეტილია მამაკაცის სტილში.  თავადვე ნახეთ და შეაფასეთ.

alt

2015 წელს მოდის ინდუსტრიას დაამშვენებს სამხედრო სტილის ტანისამოსი, რომელიც შთაგონების წყარო გამხდარა ისეთი ბრენდებისთვის როგორიცაა Balmain, Calvin Klein, Isabel Marant.Vivienne Westwood, Alberta Ferretti და Paul & Joe.

alt 

2014-2015 წელს აქცენტი კეთდება არა ტყავის ფაქტურიან სამოსზე, არამედ დუტის ქურთუკებზე , შარვლებზე და სხვა სახის სამოსზე, მოკლედ რომ ვთქვათ, წელს დუტი მოდაშია.

alt

დიზაინერებმა მოდის კვირეულზე წარადგინეს შავი და თეთრი ზოლებით გაფორმებული ნამუშევრები, რომლებიც ოპტიკური ილუზიებს და ჰიპნოზურ გამოსახულებებს ქმნიდნენ.

alt

წელს მოდის ტენდენციაა კაპიუშონიანი მოსასხამები და სხვადასხვა სახის ქუდები.

alt

ასევე მოდაშია ვილვეტისაგან შეკერილი ტანისამოსი. რომელსაც ფოტოზე ხედავთ.

alt

2014-2015 წლის ნამუშევრებში მრავლად იყო ლეოპარდხის ბეწვის მსგავსი ქსოვილებით შექმნილი შედევრები. „რომ არ ყოფილიყო ლეოპარდი, ვის მოუნდებოდა საერთოდ აქ ყოფნა?" უთქვამს Diana Vreeland-ს ლეოპარდების შესახებ, წელს ლეოპარდმა მოიცვა ისეთი ბრენდები, როგორებიცაა :  Céline, Giorgio Armani, Givenchy Gucci, Saint Laurent და Balmain.

alt

აქტუალურია ასევე ბორდოსფერი, იასამნისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ყავისფერი, მონაცრისფრო, მომწვანო ფერები. დიზაინერები გვირჩევენ, რომ ამ ფერების გამოყენებისას ვეცადოთ არ ავაჭრელოთ სამოსი. მეტი ელეგანტურობისთვის უმჯობესია, ისინი მხოლოდ ერთ ფერში იყოს შესრულებული. 

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO