მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2017-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2017-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2017-06-01
ბოლო ზარი - 2017-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2017-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    დეკემბერი    » «    2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
საფრთხის შიში

საფრთხის შიში - განგაშის შეგრძნება, ნერვიულობა და შინაგანი შფოთვა - ეს ის განცდაა, რაც საფუძვლიანი მიზეზის გარეშე არ არსებობს. მიზეზი კი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს ის, რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის გაიძულებს იბრძოლო, გულში ჩაიკლა, აღკვეთო, გარეთ არ გამოუშვა,  მაგალითად, კრეატიულობა, მუზა, სექსუალურობა, დაუკმაყოფილებელი სურვილი, გრძნობა და ა.შ.

ყველა ადამიანს აქვს პერიოდი, როცა შფოთავს, ნერვიულობს, ცუდი წინათგრძნობა აწუხებს და გასაქანს არ აძლევს. მაგრამ ისეთი ადამიანებიც არიან,  ვინც მხოლოდ „ზოგჯერ" კი არა, გამუდმებით ცუდზე ფიქრობენ. მაგალითად, ისინი, ვისაც სიკვდილის შიში ტანჯავთ და ამის გამო ისეთი დეპრესია აქვთ, რომ გარშემო აზრი აღარაფერს აქვს მათთვის. არიან მარტოობის შიშით შეპყრობილნიც. ისეთებიც,  ვინც მუდმივად „საბრძოლო მზადყოფნაში" არიან, მიუხედავად იმისა, რომ ამისი აუცილებლობა არ არსებობს.

საფრთხის შიში ერთ-ერთი უძლიერესი იმპულსია, რომელიც აღვიძებს ცხოვრებისადმი დიდ ინტერესს და შემოქმედებით სურვილებს. ეს იმპულსი გიბიძგებთ საკუთარი თავის სრულად წარმოჩინებისაკენ. ეს პარადოქსია, მაგრამ ასეა! თქვენი ტვინი სწორედ ასეთი არასასიამოვნო მეთოდით „გაჯანჯღარებთ" და გაგრძნობინებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში არის რაღაც, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც საფრთხე ემუქრება და საჭიროა ქმედება, რათა აღიკვეთოს ეს საფრთხე და თავიდან აიცილოთ დეპრესია. აქედან გამომდინარე, ის საჭირო და სასარგებლოა იმისათვის, რომ უფრო ყურადღებით იყოთ, პირველ რიგში საკუთარი თავისა და შემდეგ - გარემოს მიმართ. აუცილებელია მიაგნოთ მიზეზებს - იმას, რაც გამოგრჩათ, შეგეშალათ; იზრუნოთ მის გამოასწორებაზე  და თავი კარგად იგრძნოთ.

ფსიქოლოგები ასეთ დროს წინააღმდეგნი არიან შვება ჰპოვოთ ფსიქოტროპულ პრეპარატებში. რადგან ეს არ იძლევა პასუხს თვენს სულიერ მღელვარებაზე, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება მიზეზების პოვნა და ადეკვატური ზომების მიღება. დამამშვიდებელი პრეპარატებით თქვენ მხოლოდ დროებით ჩაახშობთ პრობლემას, რომელიც გამოსწორების ნაცვლად შეიძლება სამომავლოდ უფრო გამწვავდეს და გაიზარდოს.

თუ ძალა არ შეგწევთ საკუთარ თავს გაუმკლავდეთ, საუკეთესო გამოსავალია მიმართოთ ფსიქოლოგს, ან ფსიქოთერაპევტს - სპეციალისტს, რომელიც სწორ გზას გიჩვენებთ, რათა გააკეთოთ მართებული არჩევანი ცხოვრებაში და სწორად განსაზღვროთ თქვენი ქმედება. სწორი გადაწყვეტა კი აუცილებელია იმისათვის, რომ შემთხვევით (საფრთხის შიშით) ისეთ მიზნებზე არ თქვათ უარი, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია თქვენი ბედნიერებისათვის.

რაც უნდა იყოს (სპეციალისტის ჩარევით თუ მის გარეშე), აუცილებელია მეტი სიმამაცე: შფოთვამ და ნერვიულობამ არ უნდა გძლიოთ ისე, რომ უარი თქვათ ან განუსაზღვრელი ვადით გადადოთ  თქვენი სურვილები და ასცდეთ სანუკვარ მიზანს ცხოვრებაში.

იმის შემდეგ, როცა საკუთარ თავს ჩაუღრმავდებით და გადაწყვეტთ რომელი ქმედებებია საჭირო, უნდა მოიკრიბოთ გამბედაობა, სიმტკიცე, დასძლიოთ სიახლის შიშს და შეუპოვრად იბრძოლოთ. თავად ფაქტი, რომ ანგარიშმიუცემლად ხარჯავთ  ამდენ ძალას და ენერგიას ნერვიულობასა და შიშებზე, მეტყველებს შემდეგზე: თქვენში საკმარისია ენერგია იმისათვის, რომ თვითრეალიზაცია მოახდინოთ და კარგ შედეგს მიაღწიოთ!

არ მისცეთ უფლება შიშებს თვენში დიდხანს ითარეშონ! თუ ამ გრძნობას ვერ ერევით, ესეიგი დროა რაღაც მკვეთრად შეცვალოთ ცხოვრებაში. საფრთხის შიში - ეს საჭირო და გამოსადეგი სიგნალია, თუ შეძლებთ მას გაუგოთ. განეწყვეთ ოპტიმისტურად, გადახედეთ წარსულს, აწმყოს, დახატეთ მომავლის მოდელი, შეაჯერეთ საკუთარი სურვილები, აღიარეთ შეცდომები, მოუსმინეთ შინაგან ხმას, დააზუსტეთ რა გინდათ, დაისახეთ მიზანი და მიიღეთ საჭირო ზომები!

პერლა გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს!

 

ავტორი: ემილი.

 

 

შეაფასეთ სტატია :
         

(2013-06-21 12:51:57)

alt

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
სურნელი, რომელიც აახალგაზრდავებს
ექსპეიმენტმა აჩვენა, რომ არცერთმა შემოთავაზებულმა სურნელმა ისე არ იმოქმედა მამაკაცების წრმოსახვაზე, როგორც გრეიფრუტმა. ამ ეკზოტიკური ხილის სურმელმა საშუალება მისცა მის მფლობელს...
დაწვრილებით .>>
ჯადოსნური ყინულები
გადმოცემის მიხედვით, თამარ მეფეც მიმართავდა ამ მეთოდს. მისთვის ზაფხულობითაც კი ჰქონდათ ყინულები გამოქვაბულში შენახული. ყინულებს იყენებდნენ მერილინ მონრო და გრეტა გარბო ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO