მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
რა არის ბედნიერება?

ბედნიერება - ეს ისაა, რისკენაც ისწრაფვით. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც გეზი ბედნიერებისკენ არ აქვს აღებული. და თუ არსებობს, მის ცხოვრებას უკვე აზრი აღარ აქვს. ყოველ დღე საკუთარ თავს უნდა შეახსენოთ ეს მიზანი და დარწმუნებით წარმოთქვათ, რომ აუცილებად მიაღწევთ მას. ეს რწმენა თქვენს საოცნებო მიზანთან დაგაახლოვებთ, საჭირო ქმედებებს გაიძულებთ და ბედნიერ ადამიანადაც ძალიან მალე იგრძნობთ თავს.

ბედნიერი ადამიანი - განა რა არის მასში ისეთი, რაც სხვებში არაა?!

1.      ის გასაოცარია, მიმზიდველი, საკუთარ თავში დარწმუნებული და პოზიტივს ასხივებს;

2.      სახეზე მუდამ ღიმილი დასთამაშებს;

3.      არ არის დამოკიდებული გარშემომყოფთა აზრზე;

4.      ჩუქნის სიკეთეს;

5.      არ აღელვებს წვრილმანი უსიამოვნებები;

6.      ყველაფერში პოულობს პოზიტივს;

7.      კმაყოფილია საკუთარი გარეგნობით;

8.      არავისი შურს;

9.      მატერიალური მხარე მისთვის მეორეხარისხოვანია;

10.  აქვს მიზანი ცხოვრებაში;

11.  აკეთებს იმას, რაც მოსწონს;

12.  შეუძლია ცხოვრებისეული წვრილმანებით ტკბობა და სიხარული;

13.  დაუკითხავად არ ერევა სხვის საქმეში;

14.  უყვარს საკუთარი სახლი და ზრუნავს მასზე;

15.  აფასებს იმას, რაც აქვს.

ბედნიერების მცნება პირობითია. ის ყოველი ადამიანისთვის სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს. ზოგი მას სიყვარულსა და ოჯახურ იდილიაში ჰპოვებს, ზოგი სამსახურსა და კარიერაში... ვისთვის ბედნიერება ფულის შეგროვებაა, ვისთვის მისი დახარჯვა და საყიდლებზე სიარული... ვისთვის მოგზაურობა და ახალი შთაბეჭდილებები, ვისთვის ხალხში ტრიალი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ვისთვის განმარტოვება და სრული სიმშვიდე... ისეთი ადამიანებიც არიან, ვისაც შემოქმედება ანიჭებს ბედნეირებას - მუსიკა, პოეზია, მხატვრობა...  ისეთებიც, ვისთვისაც ბედნიერება აზარტსა და თამაშშია ან სხვა რომელიმე გატაცებაში...

და განა ძნელია ბედნიერი იყო?! ხშირად ვართ კიდეც და ვერ აღვიქვამთ... პრობლემებისგან გარშემორტყმული ზოგჯერ ვერც კი ვგრძნობთ ბედნიერებას, არადა ის ჩვენთანაა, ჩვენში... პრობლემები... მათ რა დალევს, - ბედნიერების ჟამსაც კი... მუდამ ათასი საზრუნავით გვაქვს თავი დაკავებული და ამიტომაცაა, რომ გვიკვირს და ეჭვი გვეპარება ხოლმე იმ ადამიანების ადეკვატურობაში ვინც ქუჩაში გაღიმებული დადის, ვისაც ცხოვრება უხარია... წამით გიფიქრიათ, რომ ამ გაღიმებულ, ხალისიან ადამიანებსაც იმდენივე საზრუნავი აქვთ, რაც თქვენ?! დიახ, ასეა! მაშ, რა ხდება, რატომაა, რომ მათ ცხოვრება უხარიათ, თქვენს სახეზე კი მხოლოდ პრობლემებია აღბეჭდილი? იფიქრეთ ამაზე, იქნებ არ ღირს ამდენი ნერვიულობა?!

ერთი საიდუმლოც უნდა გაგიმხილოთ: მხოლოდ პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში ისწავლით ბედნიერებით ტკბობას. არ შეიძლება თავი ბედნიერად იგრძნო ადამიანებთან, ვინც მუდამ უკმაყოფილოა და სახე ჩამოსტირის! ერიდეთ მათ, ვინც თქვენზე ნეგატიურად მოქმედებს.

ბედნიერება ხომ გადამდებია!

იბედნიერეთ!


ავტორი: ემილი.

2017-01-30.

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO