მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ნამდვილი მამაკაცი

ჩვენს დროში ქალთა უმეტესობამ დამოუკიდებლობას მივაღწიეთ, მშვენივრად ავითვისეთ ის ორი რამ, რაც ადრე მხოლოდ მამაკაცთა პრეროგატივა იყო - ფულის შოვნა და გადაწყვეტილებების მიღება... და გამწარებით ვიბრძვით ძლიერი სქესის წარმომადგენლებთან საკუთარი უპირატესობისათვის თუ არა, თანასწორობისთვის მაინც. ვერ აგვიტანია და მთელი არსებით ვაპროტესტებთ მამაკაცის დომინირებას ჩვენს ცხოვრებაში. თუმცა დამერწმუნებით (და ეს მამაკაცებმა ჩვენზე უკეთაც კი იციან), რომ ჩვენი „ბრძოლა" მხოლოდ მოჩვენებითია და გულის სიღრმეში მხოლოდ ძლიერი საყრდენი გვჭირდება გვერდით.

მთავარი პრობლემა (ჩემი აზრით) ისაა, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებმაც დაივიწყეს როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი, ბედს შეეგუენ და ხშირად ურეაქციოდ გვიყურებენ როგორ ვუმკლავდებით ცხოვრებისეულ პრობლემებს. საჭიროდ არ თვლიან მძიმე ჩანთის ტარებაში დაგვეხმარონ, ჩვენს მაგივრად გადაიხადონ კაფეში, გაგვიღონ კარი, ადგილი დაგვითმონ, დაგვიცვან, საკუთარ თავზე აიღონ ჩვენი პრობლემები... ავიწყდებათ, რისთვისაა საჭირო ეს ყველაფერი... არ უნდათ დაინახონ სახლში დაბრუნებულებს სიმყუდროვე რომ ხვდებათ, ვისი დამსახურებაა... ან ვინაა ყოველ დღე მათ გვერდით, როცა ყველაფერი თავდაყირა დგება ბიზნესშიც, სამსახურშიც, მეგობრებშიც... სრული კრახის დროს ვინაა ის ადამიანი, რომელიც აიმედებს და საკუთარი თავის რწმენას აძლევს... თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ საკუთარი ჯანმრთელობისა და ნერვების ფასად ვატარეთ მკერდქვეშ მათი შვილები და 12-20 საათიანი მტანჯველი მშობიარობის შემდეგ ვაჩუქეთ გვარის გამგრძებელი...

ავიწყდებათ მოგვექცნენ კეთილად და თბილად... არ შეუძლიათ თავიანთ სიამაყეს, მამაკაცურ ლოგიკას და ხისტ ხასიათს არ გადააყოლონ ჩვენი ნერვები... მაშინაც კი, როცა ძალიან გვაწყენინეს, უჭირთ დაგვირეკონ და პატიება გვთხოვონ... შეიძლება არც ისე ლამაზად ვტირით, როგორც ფილმებში აჩვენებენ ხოლმე, პირიქით, სულაც არ გვიხდება ტირილით დასიებული თვალები და გაწითლებული ცხვირი... მაგრამ ხომ მათ მიგვიყვანეს ამ ზომამდე და ვტირით იმიტომ, რომ ჩვენთვის სულ ერთი არაა!.. დიახ, საჭიროდ არ თვლიან თვითონ გადადგან ნაბიჯი სიტუაციის გამოსწორებისკენ, ისევ ჩვენგან ელიან ნაბიჯს იმის ნაცვლად, რომ მოგვეჭრან, გვაჩვენონ ნამდვილი მამაკაცის ძალა, დაგვარწმუნონ საპირისპიროში და გაგვიფანტონ დარდები...

განრისხებულებს ავიწყდებათ არ გვაწყენინონ, არ გვიყვირონ, არ შეურაცხგვყონ, არ მოგვიკლან გული მწარე და უხეში სიტყვებით... შემდეგ კი უკვირთ რატომ დავიბოღმეთ, გავხდით გესლიანები და შურისმაძიებლები. ათას ბოდიშს იხდიან მაშინ, როცა ჩვენში პატარა ნაწილი უკვე მოკლეს... ვერ წარმოუდგენიათ რა მტკივნეულია ყველაზე საყვარელი და ახლობელი ადამიანისაგან აიტანო უხეში და მწარე სიტყვები... ყველაფერი შერიგებით მთავრდება, იმიტომ, რომ სიყვარული ყველაფერს მოგათმენინებს ადამიანს, მაგრამ დავიწყებით ხომ ვერ ვივიწყებთ?! მათ არ გავახსენებთ, მაგრამ ჩვენს თავში ხომ ყოველთვის თავიდან და თავიდან ვატრიალებთ იმ მწარე სიტყვებს, დრო და დრო წავიტირებთ ხოლმე კიდეც.. მათ კი - ჩვენს ძვირფასებს, უკვირთ საიდან აღმოცენდა ჩვენში ცინიზმი და გულგრილობა...

ვერ მიმხვდარან, როგორ გვჭირდება მათგან ყურადღება... ცხოვრება ხომ ისეთი ხანმოკლეა და შეიძლება ხვალ არც ვიყოთ... იქნებ მეტი შანსი აღარც მიეცეთ, რომ ყველაფერი გვითხრან... იქნებ როგორ გვჭირდება მათი დაპირებები (თუნდაც ტყუილი) სამომავლოდ საკუთარი თავის რწმენისათვის... არც კი იციან, რა ბედნიერებაა, როცა საყვარელი ადამიანისაგან ისმენ დაპირებებს, ერთად ოცნებობთ ლამაზ მომავალზე და ხედავ როგორაა ის შეპყრობილი თქვენს საერთო საერთო მომავალში რაღაც ძალიან კარგის მოლოდინით და სურვილით... რა ბედნიერებაა, როცა მის სიყვარულს თვალნათლივ ხედავ და გრძნობ... ცხოვრება ხომ ასეთი ლამაზი მომენტებითაა ღირებული და ამისათვის ძალისხმევა ნამდვილად ღირს!

მომიტევეთ, თუ ჩემი სიტყვები განაწყენებული ქალის სიტყვებს ჰგავდა და მასში საყვედურები იგრძნობოდა! მაგრამ თუ ყურადღებით წაიკითხავთ ჩემს ნაწერს, მიხვდებით როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი, რომ ყოველი ქალისთვის საოცნებო გახდეს და მათი წუწუნი არასდროს გაიგოს (თუმცა ქალი რა ქალია, ცოტა თუ არ წაიწუწუნა). ჩემი მიზანია დაგანახოთ რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ ცხოვრებაში, რომ თავი ღირსეულად და ბედნიერად იგრძნოთ თქვენი საყვარელი ქალის გვერდით!

გისურვებთ ბედნიერებას!

 

ავტორი: ემილი.

 

 

შეაფასეთ სტატია :
         

(2014-01-31 17:23:44)

misatevebeli namdvilad ara gaqvt araperi,1.000.000 % martali brdzandebit. amas kvelapers me 7clis mere mivxvdi roca chems usakvarel adamians gavcildi,rac dgemde upatiebel codvasavit damzdevs tan.tumca chem tavs kuradgebian da namdvil mamakacad vtvlidi.madlobt chemi azrebis dadasturebashi rom damexmaret, madlobt.

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO