მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
პოლიტიკური ანეკდოტები

*   *   *

მეშვიდე სართულიდან ტიპი ცოლისძმას ეძახის:

-მიშაა! მიშააა!

მეორე კორპუსიდან ქალმა გამოსძახა:

- ვერ ეღირსებით! ბი-ძი-ნა! ბი-ძი-ნა!

 

*   *   *

წერილი სანტას:

"ძვირფასო სანტა, თუ შეიძლება ქართველებს საახალწლოდ ახალი მთავრობა გვაჩუქე და ესენი თუ გინდა ირმებად წაიყვანე".

 

*   *   *

ერთხელ ვანო მერაბიშვილი საზოგადოებრივ ტუალეტში შევიდა. დაბალი ტიხრები იყო და გვერდიდან ვიღაცამ ტარიანი გადმოაწოდა, თან გააფრთხილა, ძალიან მაგარია და ორ ნაფაზზე მეტი არ დაარტყაო.

- ახლა ამას რომ მაწვდი, იქნება ვინ ვარ, არ გეშინია, რომ დაგიჭიროო? - უთხრა ვანომ.

- ვინ ხარო, - დაინტერესდა უცნობი

- ვინა ვარ და ვანო ვარ მერაბიშვილი!

- ე, ბიჭო, ხომ გითხარი, ორ ნაფაზზე მეტი არ დაარტყათქო!

 

*   *   *

-ბიძინა, ეს რაფერ მოახერხე მთელი ოპოზიციის ერთად შეკრება, მიშა ფოტო-შოფითაც ვერ ახერხებდა მაგასო.

 

*   *   *

პარლამენტში სიჩუმე ჩამოვარდა და სვან-ემზარ კვიციანს თავში დაეცა.

 

*   *   *

ბაბუა საარჩევნო უბანზე მიდის და ერთ-ერთ მეთვალყურეს თხოვნით მიმართავს:

- შეიძლება გავიგო ჩემმა მეუღლემ ხმა მისცა თუ არა?

- რა თქმა უნდა, ბაბუა, ახლავე ვნახავ სიებს. დიახ, აი, მან ხელი მოაწერა ბიულეტენის მიღებას! რა ხდება , ბაბუა, თქვენ არ ცხოვრობთ ერთად?

- არა, მე ის 15 წლის წინ გარდამეცვალა, მაგრამ ყოველ არჩევნებზე მიდის ხმის მისაცემად.. ვერაფრით ვერ დავიჭირე...

 

*   *   *

გურიაში პოლიტიკოსებით სავსე ავტობუსი ევიდა და გადატრიალდა. გურულებმა ამოთხარეს დიდი ორმო და ყველა ჩაყარეს მიწაში. შეიქნა უსაშველობა. ამევიდა პატრული, დაათვალიერენ შემთხვევის ადგილი და გურულებს მიუბრუნდა:

- აი რა გიქნიენ?! გეკითხათ, ეგება ცოცხალი იყო ვინმე?

- ბიჭო, ქი ყვიროდნენ, ცოცხლები ვართო, მარა დეიჯერება მაგენის რამე?!

 

*   *   *

ბიძინამ ვერცხლის თევზი დაიჭირა, რომელიც მხოლოდ ერთ სურვილს ასრულებდა.

- ისე ჰქენი, რომ ყველას მე ვუყვარდე, მეთაყვანებოდნენ, ფეხქვეშ მეგებოდნენ, ჩემი სჯეროდეთ და თავისი ნებით მემონებოდნენო.

- ვერაო, თევზმა უთხრა, ისე გაუჭირდა შენს ხელში ხალხს, მაგ სურვლის ასრულება უკვე შეუძლებელიაო.

- მაშინ ის მაინც შემისრულე, ჩემს ანეკდოტებზე ყველა იცინოდესო!

- მოიტა პირველი სურვილი, ისევ მაგას შეგისრულებო!

 

*   *   *

რუსი, ქართველი და ამერიკელი სპეცრაზმელები წვრთნას გადიან. 

დავალებაა - ვინ უფრო სწრაფად გამოიყვანს კურდღელს ტყიდან.

ამერიკელები შეკრებენ გუნდს: ფიქოლოგი, პოლიციელი, მონადირე. შევლენ ტყეში და ნახევარ საათში გამოიყვანენ უვნებელ კურდღელს.

რუსები შეცვივდებიან ტყეში "ურას" ძახილით, ნახევარ საათში გადაწვავენ ტყეს, დახოცავენ ცხოველებს და გამოიტანენ მოკლულ კურდღელს.

ქართველებიდან ტყეში შევლენ სამი ღიპიანი პოლიციელი. ცოტა ხანში ისმის ცემა-ტყეპისა და დედის გინების ხმა. გამოიყვანენ დათვს.დასვამენ მაგიდასთან, მიაჩეჩებენ თათში კალამს და სულ თავში წამორტყმით აწერინებენ: "მე ვარ კურდღელი, ვცხოვრობ სოროში, მეტსახელად მეძახიან ყურცზქვტას.."

 

*   *   *

ქმარი ცოლთან წევს მაგრამ არაფერი გამოსდის.. წამოჯდა..
- უხ, ბიძინა, შენი დედა...!
- ბიძინა რა შუაშია?! - გაუკვირდა ცოლს.
- აბა, მიშას დროს ასეთი რამე გახსოვს?! - ასწია წარბი ქმარმა.

 

*   *   *

პუტინი ქართულ რეტორანში შედის და 99 ხინკალს უკვეთავს.

- ბარემ 100 აგეღოთო, - მიმტანმა.

- კარგიო! - ეუბნება პუტინი.

 

*   *   *

- ბატონებო, რაზეც თქვენ გადახვედით, მაგას არ ჰქვია საგანგებო რეჟიმი, - მაგას ჰქვია საგანგებო ჟიმშიმი! (ვანო ჯავახიშვილი) 

 

ავტორი: ემილი

2019-10-22

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO