მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2017-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2017-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2017-06-01
ბოლო ზარი - 2017-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2017-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
როგორ შევარჩიოთ საქორწინო კაბა..

საქორწინო კაბის შერჩევა ყველაზე რთული პროცესია სქორწინო მზადებისას, რა თქმა უნდა, სასიძოს შერჩევის შემდეგ. თუ გულის სწორს მთელი ცხოვრება ელოდით და არჩევდით, სამართლიანი იქნება, თუ კაბის შერჩევას ქორწილამდე მინიმუმ 1 თვე მაინც დაუთმობთ.

ვიდრე რამეს გადაწყვეტთ, დაიმახსოვრეთ, საქორწინო კაბა თქვენი ყველაზე ბედნიერი დღის სავიზიტო ბარათია.

თუ ჩვენი რჩევები კაბის შერჩევაში დაგეხმარებათ, ქორწილში დაპატიჟებაც ნუ დაგავიწყდებათ. მაშ ასე, პერლას რჩევები ქორწილამდე:

დაათვალიერეთ რაც შეიძლება მეტი ჟურნალი, კატალოგი თუ ალბომი, საქორწინო კაბების შესახებ. შეარჩიეთ მათ შორის საუკეთესო მოდელები. უკვე რაღაც წარმოდგენა გექნებათ თქვენს მომავალ საქორწინო კაბაზე. ამის შემდეგ კი მაღაზიების ჩამოვლის დროც დგება.

მაღაზიების დასალაშქრად ისეთი დღე შეარჩიეთ, როცა სხვა არაფერი გექნებათ დაგეგმილი. არც არსად გეჩქარებათ და არც ყურადღება გაგეფანტებათ სხვა საქმეზე ფიქრით. ჩაიცვით რაც შეიძლება მოხერხებული ფეხსაცმელი და ადვილად გასახდელი თანსაცმელი. კაბის მოზომებისას ბევრი დრო რომ არ დაკარგოთ ჩაცმა-გახდისას.

კარგი იქნება, თუ კაბის შესარჩევად გაიყოლებთ მეგობარს, დედას, დას ან სხვა, ახლობელ ადამიანს.  გაყოლა თხოვეთ მხოლოდ მას, ვინც გულახდილად გეტყვით გიხდებათ თუ არა კაბა და თქვენი გულის მოსაგებად, ნებისმიერ შემთხვევაში  არ დაიწყებს, ისეთ გადაჭარბებულ შეძახილებს, როგორებიცაა:  ,,ვაიმე რა საოცარია; ზუსტად საშენოა; ვაიმეეეეეეე, დავეციიიიი,,  და ასე შემდეგ.

            სწორ გადაწყვეტილებამდე მხოლოდ მაშინ მიხვალთ, თუ გულახდილად გეტყვიან იმ ნაკლის და პლიუსის შესახებ, რასაც თავად ვერ ამჩნევთ.

მოისმინეთ რაც შეიძლება მეტი ადამიანის აზრი, თუმცა, საბოლოო სიტყვა მაინც თქვენზეა.  თუ კაბაში კომფორტულად და თავდაჯერებულად არ გრძნობთ თავს, არამც და არამც არ მიიღოთ გადაწყვეტილება, მხოლოდ სხვის რჩევაზე დაყრდნობით.

კაბის შერჩევისას, დაივიწყეთ მაკიაჟი. არავითარი პომადა და ტონალური კრემი. სუფთა სახე და დღის კრემი აბსოლიტურად საკმარისია. თუ მოსინჯულ კაბებზე პომადის ლაქებს დატოვებთ, არ გაგიკვირდეთ, რომ  მეპატრონემ ყველა მათგანის ყიდვა გაიძულოთ. ერთი ქორწილისთვის 9 კაბის ყიდვა, დამეთანხმებით, არც ისე სახარბიელოა.

თან იქონიეთ დაახლოებით იმ ზომის ქუსლიანი ფეხსაცმელი, როგორის ჩაცმასაც ქორწილის დღეს აპირებთ.

ხშირია შემთხვევა, როცა პატარძალი იბნევა კაბის შერჩევისას. უამრავ ლამაზ კაბას შორის არჩევანის გაკეთება უჭირს. ამ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ მეგობარს თხოვთ გადაგიღოთ სურათი ყველა მოსინჯულ კაბაში. სახლში მისვლის შემდეგ, დაათვალიერეთ სურათები და შეაფასეთ, რომელი უფრო გიხდებათ. შინ, მშვიდად გადაწყვეტილების მიღება, გაცილებით მარტივი და სასიამოვნოა.alt

არ დაგავიწყდეთ იმ მაღაზიის სახელისა და მისამართის ჩაწერა, სადაც კაბა მოგეწონათ. დიდი შანსია, რომ უამრავ მაღაზიას შორის ვერ დაიმახსოვროთ სასურველი მაღაზია და მოწონებული კაბა  სხვისი ქორწილის სურათებზე იხილოთ.

გაითვალისწინეთ, რომ მაღაზიის განათების ქვეშ, კაბა უმწიკვლოდ თეთრი ჩანს და შეიძლება შემთხვევითი ლაქა გამოგეპაროთ. ამიტომ, არ მოგერიდოთ მისი დღის შუქზე გატანა და თვალის გადავლება. მზის შუქზევე შეგიძლიად შეამოწმოთ, რამდენად გამჭვირვალეა კაბა.

კაბა არა მხოლოდ ლამაზი, მოხერხებულიც უნდა იყოს. ქორწილის დღეს ერთ ადგილზე დასკუპებული ვერ იქნებით, ამიტომ, დააკვირდით არის თუ არა კაბა მოძრაობისას მოხერხებული. არც ის დაგავიწყდეთ, რომ უნდა იცეკვოთ. ცეკვისას მოხერხებულობის შესამოწმებლად მაღაზიაში დოლ-გარმონით ნუ მიხვალთ, მაგრამ სცადეთ დიდი ნაბიჯებით სიარული, თუ კაბამ ხელი არ შეგიშალათ, ესე იგი, ცეკვასაც შეძლებთ.

დაიმახსოვრეთ, არ შეიძინოთ პატარა ზომის კაბა სასწაულმოქმედი დიეტის იმედად. იყიდეთ თქვენს ტანზე მორგებული. აჯობებს მკერავი დაგეხმაროთ დიეტის შედეგად მოკლებულ კილოგრამებს მოარგოთ კაბა,  ვიდრე ქორწილის დღეს მასში აღარ ჩაეტიოთ და ამით, ბედნიერ დღეს, განწყობა გაიფუჭოთ. საუკეთესო ვარიანტი კი ისაა, რომ კაბა სწორედ მაშინ შეიძინოთ, როცა ჩათვლით, რომ ფორმაში ხართ და ქორწილამდე არც წონის მოკლებას საჭიროებთ და არც მომატებას.

გისურვებთ ბედნიერებას!

p.s. ქორწილამდე ცოტა  ადრე დაგვპატიჟეთ, რომ პერლამაც მოასწროს კაბის შერჩევა და კედებით და ზოლიანი მაისურით არ მოვიდეს ქორწილში.

p.s.s. არ დაგავიწყდეთ, რომ პერლა თქვენი მეგობარია

 

შეაფასეთ სტატია :
         
shav legi
(2010-12-29 23:56:31)

es axali wlebi gadavagorot da naaxalwlevs tu metyvis perla pasuxs, kargi ikneba!

mavne 03
(2010-12-29 19:07:18)

fiqris dro ramdeni gvaqvs, shavleg? :)  p.s. sagulisxmo rchevebia, momecona:)

shav legi
(2010-12-28 02:59:33)

ise, xom ar gamomyvebodit colad?

shav legi
(2010-12-28 02:58:38)

jer gatxovebaze ichalichet da kabebi mere shearchiet!

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ჯადოსნური ყინულები
გადმოცემის მიხედვით, თამარ მეფეც მიმართავდა ამ მეთოდს. მისთვის ზაფხულობითაც კი ჰქონდათ ყინულები გამოქვაბულში შენახული. ყინულებს იყენებდნენ მერილინ მონრო და გრეტა გარბო ...
დაწვრილებით .>>
სურნელი, რომელიც აახალგაზრდავებს
ექსპეიმენტმა აჩვენა, რომ არცერთმა შემოთავაზებულმა სურნელმა ისე არ იმოქმედა მამაკაცების წრმოსახვაზე, როგორც გრეიფრუტმა. ამ ეკზოტიკური ხილის სურმელმა საშუალება მისცა მის მფლობელს...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO