|
|
|
|
სულ მალე დადგება 1 აპრილი - დღე, რომელიც ყველას, დიდსა თუ პატარას, ონავარსა და ხალისიანს გვხდის. ამ დღეს ხომ ”მოტყუება ადვილია”. მოდით, ყველამ ერთად ავამუშაოთ ფანტაზია და მოვიფიქროთ ყველაზე ორიგინალური ხუმრობები ამ დღისათვის! ჩემი ვერსია ასეთია:
”1 აპრილის დილას საუზმედ ეკლერებს გამოვაცხობ უგემრიელესი კრემითა და ზემოდან მოსხმული შოკოლადის მინანქარით. ოღონდ მათ დავმალავ ცოტა ხნით და მათ მაგივრად სუფრაზე მივიტან ყველა ოჯახის წევრისათვის სპეციალურად გამზადებულ თითო ცალ ”განსხვავებულ” ეკლერს, რომლებსაც კრემის ნაცვლად მდოგვით გავავსებ. ვფიქრობ, შთამბეჭდავი სანახაობა იქნება და ყველა ერთად ვიცინებთ ოჯახში.
ქართველები ხომ იუმორის გრძნობით გამოვირჩევით. დაგვიწერეთ თქვენი ვერსიებიც (როგორ აპირებთ ხუმრობას, ან უკვე იხუმრეთ) და ერთად ვიცინოთ! |
| |