მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
საიტის ფორუმი
ქალი და მამაკაცი (5)
ჯანმრთელობა და სილამაზე (0)
ფსიქოლოგია (1)
სტილი (1)
კულინარია (1)
ჰობი (1)
უკატეგორიო (8)
 
”დღეს 1 აპრილია - მოტყუება ადვილია!”
3
(პოსტი)

სულ მალე დადგება 1 აპრილი - დღე, რომელიც ყველას, დიდსა თუ პატარას, ონავარსა და ხალისიანს გვხდის. ამ დღეს  ხომ ”მოტყუება ადვილია”. მოდით, ყველამ ერთად ავამუშაოთ ფანტაზია და მოვიფიქროთ ყველაზე ორიგინალური ხუმრობები ამ დღისათვის! ჩემი ვერსია ასეთია:

”1 აპრილის დილას საუზმედ ეკლერებს გამოვაცხობ უგემრიელესი კრემითა და ზემოდან მოსხმული შოკოლადის მინანქარით. ოღონდ მათ დავმალავ ცოტა ხნით და მათ მაგივრად სუფრაზე მივიტან ყველა ოჯახის წევრისათვის სპეციალურად გამზადებულ  თითო ცალ ”განსხვავებულ” ეკლერს, რომლებსაც კრემის ნაცვლად მდოგვით გავავსებ. ვფიქრობ, შთამბეჭდავი სანახაობა იქნება და ყველა ერთად ვიცინებთ ოჯახში.

ქართველები ხომ იუმორის გრძნობით გამოვირჩევით. დაგვიწერეთ თქვენი ვერსიებიც (როგორ აპირებთ ხუმრობას, ან უკვე იხუმრეთ) და ერთად ვიცინოთ!

 
Jana Mchedlishvili
(2011-03-28 12:11:20)

alt1998 წელს Burger King-მა გაზეთ USA Today-ს მთელ გვერდზე რეკლამა გამოაქვეყნა, რომელიც მათ მენიუში ახალი კერძის დამატებას იუწყებოდა: “ცაციების ვუფერი” სპეციალურად 32 მილიონი ცაცია ამერიკელისთვის შემუშავებული ახალი ბურგერი იყო. მასში ყველა სტანდარტული ინგრედიენტი რჩებოდა, რაც ორიგინალ ვუფერში, თუმცა განსხვავებული იყო მათი მდებარეობა - ყველა ელემენტი ამ ბურგერში 180 გრადუსით იყო შებრუნებული. შემდეგ დღეს ბურგერ-ქინგმა პრესას განუცხადა: მიუხედავად იმისა, რომ ცაციების ბურგერი ხუმრობა იყო, პირველ აპრილს ჩვენს რესტორნებში უამრავი ადამიანი მოვიდა მის შესაძენად; კიდევ უფრო მეტი კი - ბურგერის ჩვეულებრივ ვარიანტს ითხოვდა შეკვეთისასო

Jana Mchedlishvili
(2011-03-28 12:10:04)

alt1962 წელს შვედეთში მხოლოდ ერთი ტელეარხი მაუწყებლობდა - რათქმაუნდა, შავ-თეთრ ფორმატში. პირველ აპრილს ამ არხის ტექნიკური ექსპერტი კიელ შტენსონი ახალი ამბების შემდეგ საზოგადოებას წარუდგა და განაცხადა, რომ ახალი ტექნოლოგიის დამსახურებით, ყველა მაყურებელს შეეძლო თავიანთი ტელევიზორები ფერადი ტელესიგნალის მიმღებებად გადაექციათ. ამისათვის კი ტელეეკრანზე სულ რაღაც, ნეილონის ნაჭრის გადაფარება იყო საჭირო. სიახლემ ბევრი აიყოლია… დღეს კი უკვე ბევრი შვედი იხსნებს საკუთარ ბავშვობას, როცა გაოცებულები უყურებდნენ მშობლებს, რომლებიც ეკრანზე ნაჭერმიფარებულები უშედეგოდ ელოდნენ ფერების გამოჩენას
რეალურად კი, ფერადი ტელესიგნალი შვედეთში პირველად 1970 წელს გაეშვა, ასევე პირველ აპრილს. ოღონდ ამჯერად - ტყუილის გარეშე

Jana Mchedlishvili
(2011-03-28 12:09:11)

alt1957 წელს, საკმაოდ ავტორიტეტულმა ახალი ამბების შოუმ Panorama გამოაცხადა, რომ ნაკლებად მკაცრი ზამთრის წყალობით, შვეიცარიელი ფერმერები სპაგეტის ერთი-ორად გაზრდილ მოსავალს იღებდნენ. სიახლის ტექსტს თან ფოტომასალაც ახლდა, სადაც შვეიცარიელი გლეხები სპაგეტის გროვ-გროვად ხსნიდნენ ხეებიდან. ხუმრობამ უამრავი მაყურებელი ჩაითრია smile.gif BBC-ის ოფისში ზარები არ წყდებოდა - ყველას აინტერესებდა, თავად როგორ უნდა გაეზარდათ სპაგეტის ხე. მსგავს კითხვებზე BBC დიპლომატიურად პასუხობდა - ერთი ღერი სპაგეტი პომიდვრის საწებელში მოათავსეთ და უკეთესის იმედი გქონდეთო

 
ახალი თემის შესაქმნელად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO