- ქუჩაში რომ მიდიხართ, გხვდებიან ადამიანები, რომლებსაც სახე უღიმით - ბედნიერებას ასხივებენ და ადამიანები, რომელთა სახეზეც მძიმე საფიქრალ-საზრუნავია აღბეჭდილი... გიფიქრიათ როდესმე რა განსხვავებაა ამ ადამიანებს შორის?
სახეგანათებულ ადამიანებსაც იგივე საზრუნავი აქვთ, რაც სახემოქუფრულებს, უბრალოდ მათი გონება იმაზეა დაფიქსირებული, რაც სიამოვნებას ანიჭებთ, პრობლემებს მეორეხარისხოვნად თვლიან და ყურადღებას აღარ აქცევენ... დაღვრემილებს კი პირიქით, გონება პრობლემებისკენ აქვთ მიმართული და სასიამოვნო მომენტებს აღარ(ვეღარ) აღიქვამენ... მართეთ გონება!
- ნუ იქნებით ამაყი მასთან, ვისთანაც სულს სიგიჟე სურს!
- თუ გამუდმებით სხვის რჩევებს მოუსმენთ, საბოლოოდ ისე გამოვა, რომ თქვენს შეცდომებთან ერთად სხვის შეცდომებსაც დაუშვებთ!
საკუთარი აზრი და გულისთქმა forever!
- ყველაფერს აქვს ფასი, მხოლოდ დროა შეუფასებელი!
- სიყვარულია, როცა შედარებას წყვეტ!
- მთავარი ის კი არაა - რას ხედავ, მთავარია - როგორ უყურებ!
- მამაკაცმა, რომელმაც ერთხელ მაინც ხელი აღმართა ქალზე, სამუდამოდ მოკლა საკუთარ თავში მამაკაცი!
- შეცდომას უშვებს ნებისმიერი ადამიანი, მას აღიარებს - ღირსეული, პატიებას ითხოვს - ვაჟკაცური, ურთიერთობას აღადგენს - ძლიერი!
თქვენ რომელზე შეჩერდით?!
- სიყვარულში არ ცდებიან, ცდებიან - ადამიანებში!
- მხოლოდ მამაკაცია დამნაშავე იმაში, რომ ქალის ქცევები მისთვის მიუღებელია: ის ან ამის უფლებას აძლევს, ან მაგალითს მისი საქციელისთვის!
- მამაკაცები ადვოკატებივით არიან: ყველანაირი ბრალდებიდან პოულობენ ხსნას!
- როდესაც მამაკაცი ქორწინდება იმედი აქვს, რომ მისი ცოლი ისეთივე დარჩება, როგორიც ქორწინებამდე იყო; ქალი კი იმედოვნებს, რომ მისი რჩეული შეიცვლება!
- მამაკაცს თვალებით უყვარდება, ყურებით კი იმედები უცრუვდება!
- მამაკაცს სურს ქალისთვის პირველი იყოს, ქალს კი სურს იყოს მისთვის უკანასკნელი.
- ცხოვრება შეიძლება დაიწყო სუფთა ფურცლიდან, მაგრამ ძნელია შეცვალო ხელწერა.
- როდესაც წარსული გვიბრუნდება, ბედნიერება მის მიღმა რჩება.
- კარგია, როცა ახლო-ბელი ყოველთვის ახლო-საა!
- ბედნიერებაა როცა გარშემო ყველა და ყველაფერი კარგადაა, შენ კი მათზე უფრო კარგად ხარ!
- შენთან გატარებული 1 წუთი უფრო მეტია, ვიდრე უშენოდ გატარებული მთელი ცხოვრება.
- მიუღწეველი არაფერია, უბრალოდ მის მისაღწევად ცოტა მეტი დროა საჭირო.
- ყველაზე საუკეთესო მომენტი ისაა, რომელსაც არასოდეს იღებენ კამერით მაგრამ მთელი ცხოვრება თვალწინ გიდგას.
- უსიყვარულოდ ცხოვრება უფრო ადვილია, ოღონდ არავითარი აზრი არა აქვს.
- კარგი იქნებოდა სიყვარული საბავშვო შამპუნივით უცრემლო იყოს!
- თუ მარტო ხარ, ეს იმიტომ არა, რომ არავის სჭირდები, არამედ იმიტომ, რომ შენთვის სულ ერთი არაა, ვინ იქნება შენს გვერდით.
- თუ მამაკაცი ისე გექცევათ, როგორც პრინცესას.. ესეიგი ის თავად დედოფალმა აღზარდა!
- მინდა ჩემს ცხოვრებაში შავი დღეები დადგეს: ...შავი ზღვა... შავი ხიზილალა... შავი კაბა (შანელი)... შავი ბენტლი...
- ზოგიერთი მამაკაცი (ან ქალი) ვარსკვლავებს მხოლოდ რქებით თუ მისწვდება!
- ...როცა მოვკვდები, მეგობრებთან ერთად დამმარხეთ! - რატომ? - არ ყოფილა ისეთი ორმო, საიდანაც ჩვენ თავს ვერ ვაღწევდით!!!
- ჩემს გულში ყოველთვის შენ იბატონებ!
- ნუ შეგეშინდება თუ ერთი ხარ...
გეშინოდეს იმის, რომ არ იყო ნოლი!
- უვიცი კამათობს სუსტთან, ჭკვიანი - თანასწორთან, ბრძენი კი - საკუთარ თავთან!
- წნეხის ქვეშ იქმნებიან ალმასები!
- საქმე მხოლოდ ფულში როდია, არამედ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებაში.
- სიყვარული ბრმაა, მეგობრობა კი თვალებს ხუჭავს.
- სანამ ვსუნთქავ - ვიმედოვნებ!
- მამაკაცს 2 რამ ხიბლავს: საშიშროება და თამაში. სწორედ ამ მიზეზით სურს მას ქალი - ეს ხომ ყველაზე საშიში სათამაშოა!
- ქალთან გატარებული დრო არ შეიძლება დაკარგულად ჩაითვალოს!
- მთავარი კითხვა, რომელზეც ყველა მამაკაცი ვერ გიპასუხებთ, ესაა: „რა სურთ ქალებს?"
- არც უარესად იქნება, არც - უკეთესად, არამედ სხვაგვარად - ახლებურად!
- გინდათ გოგონას დაუმტკიცოთ, რომ მის მიმართ სერიოზული განზრახვა გაქვთ? პირველი შეხვედრისთანავე გააცანით ის მშობლებს, ცოლს, შვილებს...
- სიყვარულს ენა თვალებში აქვს - თვალებით ლაპარაკობს!
- ფეხით მოსული პრინცი გერჩიოთ მაგარი ეტლით მოსულ ცხენს!
- მაშინ იზრდები, როდესაც შეძლებ გაუღიმო მას, ვინც ტკივილი მოგაყენა!
- ცხოვრება სარკეს ჰგავს - საუკეთესო შედეგს მაშინ იძლევა, როდესაც ვუღიმით.
- არავის შეუძლია უკან დაბრუნება და ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ ნებისმიერს შეუძლია დაიწყოს დღეს და შეცვალოს დასასრული.
- 10000 კილომატრიანი გზა იწყება 1 ნაბიჯით.
- კონტაქტი - ეს ცხოვრების სტილია.. ეს ნარკოტიკია.. მხოლოდ ცოტას თუ შეუძლია მიატოვოს!
- ლოგიკა - ეს ხელოვნებაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულმა დაუშვათ შეცდომები.
- სუსტი ხარ? - გახდი ძიერი!
ძლიერი ხარ? - თავი მოაჩვენე სუსტად!
- მოწინააღმდეგე, რომელიც თქვენში სუსტ წერტილებს ეძებს, ბევრად სასარგებლოა, ვიდრე მეგობარი, რომელიც მათ გიმალავთ!
- არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე იმის ცოდნა, რომ გქონდა შანსი და ვერ გამოიყენე!
- დროს უყვარს ძველი ისტორიების განმეორება..
- ყოველთვის მოუტევეთ თქვენს მტრებს! ამაზე უარესად მათ არაფერი აცოფებთ!
- ყველაზე საუკეთესოსა და ყველაზე ლამაზ რამეს ამ სამყაროში ვერც შეეხებით და ვერც დაინახავთ - ის უნდა იგრძნოთ!
- არც კი ვიცი, რითი ვარ დაკავებული, მაგრამ არასოდეს მცალია..
- ბედნიერებაა, როდესაც ტვინს, სახლსა და საწოლს ერთი და იგივე მამაკაცი გირევს!
- ქალები ნაყინს გვანან: ჯერ ცივები არიან... მერე დნებიან.. მერე ეწებებიან..
- ბედს ვერ გაექცევი! ... და თუ გაექეცი, ესეიგი, ბედი არ ყოფილა!
- რამდენიმე წელიც და.. ქალიშვილი გოგონები წითელ წიგნში შევლენ!
- მაშინ გაფასებენ, როცა სჭირდებით!
- ყველაზე ტყუილი ფრაზები: „აღარასოდეს შევიყვარებ!", „აღარასოდეს დავლევ!"
- კარგი გოგონები - ეს ცუდი გოგონები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ არ გაბმულან!
- ყველაზე საინტერესო თავგადასავალები ისაა, რომელთა მოყოლაც არ შეიძლება!
- იქ, სადაც სულიერი სიახლოვე არაა, იდეალური სექსიც არ შეიძლება იყოს!
- საინტერესო იმის გაგებაა, რაზეც სდუმან და არა იმის, რაზეც ჰყვირიან!
- კონიაკი, ყავა და მამაკაცი - უნდა იყოს მ ა გ ა რ ი !
- ცხოვრებაში რეპეტიციები არ არსებობს!
- ხასიათი ჯანმრთელობასავითაა, წლებთან ერთად უკეთესი როდი ხდება!
- მამაკაცები ფეხსაცმელებივით არიან: ან მოხერხებული და კომფორტულია, ან მოდური და ეფექტური. ორივე ერთად არ არსებობს!
- პარადოქსია: როდესაც გაჭრვებაში ცხოვრობ, ყველაზე კარგი გამახსოვრდება, ხოლო როდესაც დალხინებული ცხოვრება გაქვს – ყველაზე ცუდი.
- მამაკაცები ქალებზე უკეთ ცხოვრობენ: ჯერ ერთი - ისინი გვიან ქორწინდებიან და მეორეც - ადრე კვდებიან!
ავტორი: ემილი.
2012-05-07.
|