მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
საიტის ფორუმი
ქალი და მამაკაცი (5)
ჯანმრთელობა და სილამაზე (0)
ფსიქოლოგია (1)
სტილი (1)
კულინარია (1)
ჰობი (1)
უკატეგორიო (8)
 
გასაოგნებელი ისტორიები
4
(პოსტი)

რამდენიმე დღეა გონს ვერ მოვსულვარ, ისეთი გასაოგნებელი ისტორია მოვისმინე, თანაც ნამდვილი, რეალური ამბავი. სიყვარული სიგიჟე რომაა, ყველა აღიარებს, მაგრამ ასეთი სიგიჟე არასოდეს გამიგია და გადავწყვიტე გიამბოთ:

ისტორია ერთი ქორწილიდან დაიწყო.

ულამაზესი პატარძალი, რომელიც ნამდვილ დედოფალს ჰგავდა მთელი თავისი მშვენიერებით, ნეფის მეგობარს (ძმაკაცს) პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა. თავიდან საკუთარ თავთან ბრძოლას შეუდგა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, საყვარელი ადამიანი ”ხელში ჩაეგდო”. ნელ-ნელა მიიწევდა თავისი მიზნისაკენ, ყველაფერს აკეთებდა მეგობრის გულის მოსაგებად და მისი მეუღლის დასაპყრობად.  მცდელობამ შედეგიც გამოიღო. შეწუხებული ქალი ცდილობდა მეუღლისთვის ეგრძნობინებინა, რომ არ მოსწონდა მისი მეგობრის ყოველდღიური სტუმრობა, მაგრამ მეუღლემ ვერ გაუგო - ახირებად ჩაუთვალა და საყვედურებით აავსო...

...ჭირმა თავი არ დამალა... ოჯახი დაინგრა... დამცირებულმა და შერცხვენილმა ქალმა მარტო ცხოვრება არჩია. დღესაც მარტოა და უიმედოდ შეყვარებულ მამაკაცს სიახლოვეს არ იკარებს, ვერ პატიობს მისი მიზეზით თავს დამტყდარ უბედურებას...

 

 
emili .
(2014-12-06 20:29:26)

ერთ ამბავსაც მოგიყვებით: მამაკაცს ერთი ქალი უყვარდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ სხვაზე იქორწინა... ძალიან თბილი და მეგობრული ოჯახი შექმნეს და ბავშვებიც დაზარდეს. მაგრამ ამ მამაკაცს გამუდმებით აკლდა რაღაც... აკლდა ქალი, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა, მაგრამ ეს ქალი მისთვის მიუწვდომელი იყო. ერთხელაც სრულიად შემთხვევით შეხვდა ამ ქალს და აღმოაჩინა, რომ ის თავისუფალი იყო და მისი მიღება შეეძლო! ძველმა სიყვარულმაც მაშინვე იფეთქა და ორივეს თავბრუ დაახვია. ბევრი იფიქრა და ბოლოს ცოლს გამოუტყდა, მიატოვა და შეყვარებულთან გადავიდა... მაგრამ რამდენიმე კვირაც არ იყო გასული და მასში საშინელმა სიცარიელემ და იმედგაცრუებამ დაისადგურა. მიხვდა, რომ ქალი, რომელიც მას სრულად ავსებდა მხოლოდ მისი ცოლი იყო და არა ეს ქალი, რომელზე ფიქრსაც ლამის მთელი ცხოვრება შეალია.. მიხვდა, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ხელის ჩაქნევა არ უნდოდა. რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ცოლი უნდა დაებრუნებინა. ალბათ ადვილი წარმოსადგენია რა გადაიტანა ამ ხნის განმავლობაში მისმა ცოლმა და რამდენად რთული იქნებოდა მისთვის მოღალატე ქმრის უკან მიღება.. მაგრამ სიყვარულმა თავისი ქნა და ცოლ-ქმარი შერიგდნენ! ჰქონდათ რეაბილიტაციის მძიმე პერიოდიც, თუმცა უკვე ორივემ იცოდა, რომ სწორედ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი და ცხოვრების ბოლომდე გაცილებით უფრო მოსიყვარულე და ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, ვიდრე ქმრის ღალატამდე იყო! 


(2014-08-05 12:24:21)

rogor sheidzleba davweromec msgavsi istria


(2013-07-04 07:43:55)

msgavsi situacia aleqsandre yazbegma agwera "xevisber gochashi"..onises erti danaxvit rom sheuyvardeba dzmakaciis colii qorwilshi,ubralod is sxvanairad mtavrdeba :)

 


(2013-03-07 15:07:02)

ეგრე არ დაჩეს ბარეორი თუ აზრიანად  არ მოიქცევა....:))))

 
ახალი თემის შესაქმნელად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO