მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
კატეგორიები
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მაისი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. თითქმის ყველა ვერძისთვის ამ დღეს შეიქმნება სიტუაცია, რომელიც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას გაიძულებთ. შეეცადეთ საკუთარ ინტუიციას მოუსმინოთ. ეს მრავალი შეცდომისაგან დაგიცავთ. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობისას არ ღირს სიჯიუტე, სიფიცხე და იმპულსური მოქმედებები. ეს ჩხუბს და დაშორებასაც კი გამოიწვევს. თუ კომპრომისს გამოძებნით, ყველაფერი მოგვარდება.

კურო. აქტიური სამუშაო დღე გელით. გადაუჭრელად დარჩენილი პრობლემები მთელი დღის განმავლობაში შეგახსენებენ ხოლმე თავს და გადამწყვეტი მოქმედებებისაკენ გიბიძგებენ. არ ღირს საკუთარი გეგმების ახლობლებისა და პარტნიორებისთვის განდობა. შესაძლოა მათ არ მოგიწონონ ისინი. დღის მეორე ნახევარში სასურველია საყვარელი საქმით დაკავდეთ და პრობლემები დაივწყოთ.

ტყუპები. ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში და მძიმე დღეა. ორიენტირება უნდა მოახდინოთ მთავარზე და წვრილმანებზე არც კი ინერვიულოთ. დღეს მოგიწევთ გადაჭრათ პრობლემები და გამოასწოროთ შეცდომები პროფესიულ სფეროში. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. არაა გამორიცხული სერიოზული უსიამოვნებები უძრავ ქონებასთან დაკავშირებით: ძარცვა ან ხანძარი.

კირჩხიბი. ეს დღე ხელსაყრელი იქნება სხვადასხვა სფეროში. თქვენ გელით სანუკვარი ოცნების ასრულება. უბრალოდ შეეცადეთ დროულად იმოქმედოთ და არ გაუშვათ ხელიდან შანსი. გასული კვირის გეგმაზომიერი მუშაობა და ოჯახური კეთილდღეობა თქვენი განცდების ჰარმონიასა და წონსწორობას შეუწყობს ხელს.

ლომი. დღეს სასურველია უკიდურესი სიფრთხილე გამოიჩინოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. არსობობს საშიშროება ვირუსული ინფექციით დაავადებისა. შეეცადეთ გადადოთ მნიშვნელოვანი საქმეები და ყველა გადაწყვეტილებები შემდეგისათვის, რადგან თქვენთვის რთული იქნება ფხიზელი გონებით შეაფასოთ სიტუაცია და სწორად იმოქმედოთ. არაა რეკომენდებული სესხის გაცემა, - მას, სავარაუდოდ, უკან ვეღარ დაიბრუნებთ.

ქალწული. შეეცადეთ გამოძებნოთ მომენტები, რომლებიც პოზიტივს განიჭებენ. თუ თქვენ გყავთ საყვარელი ადამიანი, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულეთ ყველა საქმე და იჩქარეთ მასთან ერთად გაატაროთ დროის დიდი ნაწილი. მარტოხელა ქალწულებს საინტერესო ნაცნობობა ელით. კარგი დღეა პირადი მოხმარების ნივთების შესაძენად.

სასწორი. სასწორებიმა ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნონ, რადგან სხვადასხვა დაავადებების საშიშროება არსებობს. ვარსკვლავები გირჩევენ ერიდოთ ხმაურიან შეკრებებსა და წვეულებებს. ეს დღე ხორციელ ვნებებთან ბრძოლის დღედ ითვლება. ამ დღის სიზმრები ასრულებადია და 1 კვირაში შეგისრულდებათ.

მორიელი. ხელსაყრელი დღეა. დღეს, როგორც იქნა, მოგეცემათ დასვენების სშუალება. თქვენ შეძლებთ შეისრულოთ დიდი ხნის ოცნება და გააკეთოთ მომგებიანი შენაძენი, რაც მთელს ოჯახს გაახარებს. შეეცადეთ ერიდოთ სამსახურში კონფლიქტებს, რადგან არაკეთილმოსურნეები გყავთ.

მშვილდოსანი. ეს დღე მოგიტანთ შესაძლებლობას წარმატებულად განახორციელოთ თქვენი გეგმები. შესაძლებელია ახალი, სასარგებლო ნაცნობობა, რომელიც მომავალში შესაძლოა რომანში გადაიზარდოს. შეეცადეთ არ მოცდეთ მეორეხარისხოვან დეტალებზე და არ დაკარგოთ დრო არაფრისმომტან საუბრებზე. უმჯობესია თქვენი ყურადრების კონცენტრირება საკუთარ შინაგან სამყაროზე მოახდინოთ და საკუთარ თავში გაერკვეთ.

თხის რქა. შეეცადეთ გარკვეული დროით გადადოთ ფინანსური ოპერაციები. ნუ შეიძენთ ამ დღეს უძრავ ქონებას. შესაძლებელია მეტისმეტად ძვირი გადაგახდევინონ. მოსალოდნელია მოვლენათა არახელსაყრელი განვითარება, მოულოდნელი სიტუაციები, უხერხულობა ან ორაზროვნება ურთიერთობებში. არ ჩაერთოთ ოჯახურ კონფლიქტში, ერიდეთ კამათს, - ნებისმიერი კონტაქტი შეიძლება გარშემომყოფებთან კონფლიქტით დასრულდეს. დაუთმეთ მეტი ყურადღება ბავშვების ჯანმრთელობას.

მერწყული. პრეფესიული წარმატება გელით. მოსალოდნელია სამსახურში დაწინაურება და ასევე მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ეცადეთ დაეყრდნოთ საღ აზრს და ასევე მიენდეთ ინტუიციას. ნუ მისცემთ ემოციებს გასაქანს, რამაც შესაძლოა თქვენთვის ჩვეული პრაქტიკულობა დაგავიწყოთ და ფინანსური დანაკარგი მოგიტანოთ.

თევზები. პროფესიული მწვერვალების დაპყრობის სურვილით დღეს მოგიწევთ ბევრი ისწავლოთ, ისაუბროთ, გაიჩინოთ ახალი ნაცნობები და მოიაროთ სხვადასხვა ადგილები. ფინანსური მდგომარეობა არ შეგაწუხებთ და შესაბამისად, არც მნიშვნელოვან ადგილზე განიხილება თქვენთვის. ცოლ-ქმრული ურთიერთობ უფრო მყარი გახდება და განახლებების სურვილი გექნებათ.

 

ავტორი: ემილი

2021-07-03.

წყარო.

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO